შემცირებული საპროცენტო განაკვეთები და გაზრდილი კონკურენცია - რას შეცვლის საფინანსო სექტორში ახალი მოთამაშე

შემცირებული საპროცენტო განაკვეთები და გაზრდილი კონკურენცია - რას შეცვლის საფინანსო სექტორში ახალი მოთამაშე

access_time2021-10-18 10:00:24

მიკრობანკების კანონპროექტზე მუშაობა ეროვნულმა ბანკმა უკვე დაასრულა და ის პარლამენტს განსახილველად საშემოდგომო სესიაზე წარედგინება. საქართველოს საფინანსო ბაზარზე პირველი მიკრობანკი, სავარაუდოდ, მომავალი წლიდან გაჩნდება, რომელიც გარდამავალი ორგანიზაცია იქნება მიკროსაფინანსოსა და კომერციულ ბანკს შორის.



კანონპროექტის მიხედვით, მიკრობანკის დაფუძნებისთვის საჭირო კაპიტალი 10 მლნ ლარია, მათი სასესხო პორტფელის 70% კი ბიზნეს ან სოფლის მეურნეობის სექტორზე გაცემული სესხები უნდა იყოს. თუმცა, მიუხედავად ასეთი ვალდებულებებისა, სესხის გაცემის ლიმიტი 1 მლნ ლარამდე იზრდება, რაც მათ მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტების შესაძლებლობას მისცემს. დაკრედიტება უცხოურ ვალუტაშიც იქნება შესაძლებელი, რისი უფლებაც აქამდე მისო-ებს თითქმის არ ჰქონდათ. კანონპროექტის მიხედვით, მიკრობანკებს დეპოზიტების განთავსების უფლებაც ენიჭებათ. მიკრობანკები დეპოზიტების მიღებას, ანგარიშების გახსნას და მომხმარებლებისთვის სრულფასოვანი მომსახურების გაწევასაც შეძლებენ.



ამ დროისთვის მიკრო ბანკის ლიცენზიის მიღების სურვილი მოქმედი 39 მიკროსაფინასოდან 3-ს აქვს, რომელთა შორის „კრისტალი“, „ემ ბი სი“ და „ლაზიკაა“. როგორც ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ არჩილ ბაკურაძემ „კომერსანტთან“ განმარტა, მისო-ს ბანკად ტრანსფორმაციის პროცესი 2022 წელს უნდა დასრულდეს. მისი თქმით, ახალი კანონპროექტი შექმნის მეტ შესაძლებლობას, გაზრდის კონკურენციას და ეტაპობრივად საპროცენტო განაკვეთების შემცირებასაც შეუწყობს ხელს, მას შემდეგ რაც მიკრო ბანკები იაფი დაფინანსების მოზიდვას შეძლებენ.



„თუ მიკრო ბანკის შესახებ საკანონმდებლო ბაზა და საზედამხედველო ჩარჩო ახლო მომავალში შეიქმნება, ჩვენ რა თქმა უნდა სერიოზულად გავითვალისწინებთ აღნიშნულ შესაძლებლობას. ეს ალბათ გააჩენს მეტ სტიმულს, ბანკის სტრატეგია უფრო მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე ორიენტირებული გავხადოთ.


მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესზე სტრატეგიული ფოკუსირება დადებითი მოვლენაა აღნიშნული ბაზრის მომხმარებელთათვის. ლიცენზიის შეზღუდვების გამო დღესდღეობით მისო-ები ვერ ახერხებენ ამ ბაზრის ჯეროვნად მომსახურებას, ხოლო კომერციული ბანკებისთვის პრიორიტეტს უკვე განვითარებული მცირე და საშუალო საწარმოები და კორპორაციები წარმოადგენენ. ასე რომ, მიკრო ბანკებმა შეიძლება ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით ყველაზე კრიტიკულ და მზარდ სეგმენტს გაუწიონ კვალიფიციური მომსახურება. საპროცენტო განაკვეთები ამ მომსახურების ერთ-ერთი ატრიბუტია, მაგრამ არა ერთადერთი. განაკვეთების შემცირება უფრო ეტაპობრივი პროცესი იქნება და ის დამოკიდებული იქნება როგორც მიკრო ბანკების უნარზე მოიზიდონ უფრო იაფი დაფინანსება, ასევე ზოგადად საფინანსო ბაზრების მდგომარეობაზე. ჩემი აზრით, ახალი კანონპროექტი შექმნის მეტ შესაძლებლობას და გაზრდის კონკურენციას“,
- აღნიშნა არჩილ ბაკურაძემ.




კონკურენციის არ ეშინიათ მცირე ბანკებში. კანონპროექტის განხილვის დროს „კომერსანტთან“ აღნიშნულ თემაზე კომენტარი სს „იშბანკი საქართველომ“ გააკეთა. მათი განცხადებით, მიკროსაფინანსო ბაზარს ჰყავს თავის მომხმარებელი და შესაბამისად ისინი მიკრობანკებად გარდაქმნის შემდეგაც ვერ იქნებიან კომერციული ბანკების კონკურენტები.



„მიკრო ბანკების შექმნის ინიციატივა მისასალმებელია, რადგან იგი გამოიწვევს მიკროსაფინანსო სექტორის მეტად რეგულირებასა და ორგანიზებას, რაც თავის მხრივ გაზრდის მათ ხელმისაწვდომობას დამატებით პროდუქტებზე. საბოლოო ჯამში კი, ის სეგმენტი და მომხარებელი, რომელიც ამჟამად წარმოადგენს მიკროსაფინანსო სექტორის კლიენტურას, იქნება მეტად დაცული და ექნებათ შესაძლებლობა მრავალფეროვან პროდუქტებსა და მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მიკროსაფინანსო ბაზარს ჰყავს თავის მომხარებელი და შესაბამისად ვფიქრობთ, რომ მიკრო ბანკები ვერ იქნებიან კომერციული ბანკების კონკურენტები, მათ შორის ჩვენი ბანკის შემთხვევაშიც“, - აღნიშნავენ „იშბანკი საქართველოში“.




„საბანკო ასოციაციის“ ხელმძღვანელი ალექსანდრე ძნელაძე კი აცხადებს, რომ მიკროსაფინანსოები კომერციული ბანკების კონკურენტები დღესაც არიან, იმიტომ რომ ერთ ბაზარზე საქმიანობენ, თუმცა ზოგადად მსგავსი დიფერენცირებული ლიცენზიების გაცემა ახალი და კარგი პრაქტიკაა.



აღსანიშნავია, რომ საკანონდებლო ინიციატივაზე მუშაობის დაწყება საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს ეფუძნება, რომლის მიხედვითაც კომერციულ ბანკებსა და მიკროსაფინანსოებს შორის ბაზარზე გარდამავალი რგოლის გაჩენა კონკურენციას გაზრდის და საპროცენტო განაკვეთების შემცირებას შეუწყობს ხელს.


ნინო თამაზაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up