შემცირებული რისკის მქონე პროდუქტებზე დაწესებული გადასახადები - როგორ მოქმედებს თამბაქოს ფისკალური პოლიტიკა?

შემცირებული რისკის მქონე პროდუქტებზე დაწესებული გადასახადები - როგორ მოქმედებს თამბაქოს ფისკალური პოლიტიკა?

access_time2021-03-22 17:50:00

თამბაქოს ეპიდემია” მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ შექმნილი ტერმინია, რომელიც თამბაქოს მოხმარების პრობლემას ასახავს . ჯანმოს მონაცემებით, დღეს მსოფლიოში 1.3 მილიარდი მწეველია და ტრადიციული სიგარეტის მოხმარების შედეგად ყოველწლიურად 7 მილიონი ადამიანი იღუპება.

 

ორგანიზაციის რეკომენდაციით, მოწევის პრევენციისათვის საჭიროა მკაცრი შეზღუდვებისა და ფისკალური პოლიტიკის გატარება, რაც თამბაქოს პროდუქტის საცალო ფასის 75%-ით გაზრდას ისახავს მიზნად.

 

ბაზრის კვლევები აჩვენებს, თამბაქოს ნაწარმზე დაწესებული გადასახადები მოქმედებს მაშინ, როდესაც ეს გადასახადები ძალიან მაღალია. მაგალითად, ტრადიციულ სიგარეტზე ფასის 10%-ით ზრდა მოხმარების 3-5%-ით შემცირებას იწვევს და მსგავს ფისკალურ პოლიტიკას ტრადიციულ თამბაქოზე ევროპის რეგიონში 26 ქვეყანა ატარებს. მომხმარებელი განსაკუთრებით მგრძნობიარეა თამბაქოს ელექტრონულ მოწყობილობებზე ფასის ცვლილების მიმართ, მონაცემების თანახმად, 10%-ით ფასის ზრდა გაყიდვებს 12%-ით ამცირებს.

 

ჯანდაცვის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ალტერნატიულ პროდუქტებზე გადასახადების მატებამ შესაძლოა გამოიწვიოს მომხმარებლის შემცირებული რისკის პროდუქტიდან მოხმარებიდან ტრადიციულ სიგარეტებზე გადასვლა, რასაც უარყოფითი გავლენა ექნება საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე.

 

“მომხმარებლის მიერ ელექტრონული სიგარეტის მოხმარების შემცირებით მთავრობა ამცირებს ტრადიციული სიგარეტისთვის თავის დანებების რაოდენობას”, - ამბობს ეკონომიკის, სამართლისა და მენეჯმენტის პროფესორი კიპ ვისკუსი.

 

ეკონომიკური კვლევის ნაციონალური ბიუროს მიერ მინესოტაში ჩატარებული კვლევის თანახმად, ელექტრონულ სიგარეტებზე ფასის ზრდის შედეგად მომხმარებელი, მოწევისთვის თავის დანებების ნაცვლად, ტრადიციული სიგარეტის მოხმარებაზე გადავიდა. მეცნიერების ვარაუდით, ამ ფისკალური ინიციატივის შედეგად 32 000-ით მეტმა ადამიანმა გააგრძელა მოწევა.

 


ჯანდაცვის ექსპერტები თანხმდებიან, რომ ტრადიციული სიგარეტის ნაცვლად გასახურებელი და ელექტრო მოწყობილობების მოხმარება უკეთეს ალტერნატივას წარმოადგენს იმ ზრდასრული მომხმარებლისთვის, რომლებიც ვერ ან არ ანებებენ თავს მოწევას, რადგანაც ეს პროდუქტები არ შეიცავენ იმ მოცულობის მავნე ნივთიერებებს, რომლებიც ჩვეულებრივი სიგარეტის წვით გამოიყოფა.

 

თუმცა, თამბაქოს ზიანის შემცირების პოლიტიკის წარმატებისთვის მხოლოდ გადასახადების შემცირება არ არის საკმარისი. მწეველთა მხრიდან ზიანის შემცირების პოლიტიკის არაეფექტურობას ცნობიერების დაბალი დონეც განაპირობებს.

 

მსოფლიოს შვიდ ქვეყანაში ჩატარდა კვლევა, რომელშიც მონაწილეობას 55 000 ნიკოტინის მომხმარებელი იღებდა. გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ მოსახლეობა ვალიდური ინფორმაციის ნაკლებობას განიცდის როდესაც საქმე ნიკოტინის მოხმარებასა და შემცირებული რისკის მქონე პროდუქტებს ეხება.

 

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ნიკოტინი არ წარმოადგენს კანცეროგენული ნივთიერებას, მოწევასთან დაკავშირებული დაავადებების მთავარ გამომწვევ მიზეზს თამბაქოს წვის დროს გამოყოფილი 7000 ქიმიკატი წარმოადგენს , თუმცა, მომხმარებელს ასეთი ცოდნა არ აქვს.

 

“ფაქტი, რომ მწეველთა უმრავლესობამ არ იცის განსხვავება ნიკოტინსა და თავად თამბაქოს მოხმარებას შორის თამბაქოს პანდემიის დასრულებას თითქმის შეუძლებელს ხდის”, - ამბობს დოქტორი სარა რაჯკუმარი, ორგანიზაცია Smoke-Free World-ის წარმომადგენელი.

 

საქართველოში ტრადიციულ თამბაქოსა და ელექტრონულ მოწყობილობებზე თანაბარი სააქციზო განაკვეთი მოქმედებს. ტრადიციული სიგარეტების ერთ შეკვრაზე დაწესებული გადასახადი 1.7 ლარს შეადგენს, თამბაქოს გასახურებელ პროდუქტებზეც დაწესებული გადასახადი ყოველ 20 ღერზე 1.7 ლარია. გარდა ფიქსირებული აქციზის გადასახადისა, თამბაქოს პროდუქტებზე საქართველოში დაწესებულია ადვალური გადასახადი, საცალო სარეალიზაციო ფასის 30% ოდენობით. აღნიშნული ფისკალური პოლიტიკა მიანიშნებს იმაზე, რომ საკანონმდებლო ორგანო არ ითვალისწინებს ალტერნატიული მოწყობილობების შესაძლო უპირატესობას და თამბაქოს პროდუქტის დაბეგვრა არ ხორციელდება რისკის პროპორციულად, რაც უარყოფითად აისახება საყოველთაო ჯანდაცვაზე.

 

კვლევითი ინსტიტუტის Gnomon Wise-ის წარმომადგენლის, ეგნატე შამუგიას შეფასებით, ფისკალურ პოლიტიკას სიგარეტის მოხმარებაზე და მათ არჩევანზე პირდაპირი გავლენა აქვს, რისი არაერთი მაგალითიც უახლოესი წარსულიდან შეიძლება მოვიყვანოთ.

 

“ბუნებრივია ამ მხრივ აქციზზე შეღავათების დაწესება და უფრო ნაკლები განაკვეთით დაბეგვრა აუცილებლად მყისიერად აისახება ელექტრონული სიგარეტის მოხმარების ზრდაზე და ტრადიციული თამბაქოს ნაწარმის მოხმარების შემცირებაზე. ამ მხრივ თუ გავაკეთებთ დაშვებას, რომ მას შეუძლია მომხმარებლებისთვის სიგარეტის ჩანაცვლება მოახდინოს, შესაბამისად ეს პოლიტიკა ამ კუთხით ეფექტური იქნება,”- აღნიშნავს ეგნატე შამუგია.

 

®






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up