შემცირებული მოგება და დასაკუთრებული ქონება - როგორ შეიცვალა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების აქტივები

შემცირებული მოგება და დასაკუთრებული ქონება - როგორ შეიცვალა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების აქტივები

access_time2020-02-11 14:45:18

ბოლო ერთ წელიწადში მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რიცხვი 19 ერთეულით შემცირდა. კერძოდ, ეროვნული ბანკის მონაცემებით, თუ 2018 წლის მეოთხე კვარტლის მდგომარეობით ბაზარზე 67 მის-ო ოპერირებდა, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში, მათი რაოდენობა 48-მდე შემცირდა.


აღსანიშნავია, რომ მკვეთრად შემცირებულია მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წმინდა მოგება, აქტივები, მათ მიერ დასაკუთრებული ქონება, მიღებული საპროცენტო სარგებელი და დივიდენდები.


საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ბოლო ერთ წელში მკვეთრად შემცირებულია მისო-ების წმინდა მოგება. კერძოდ, თუ წმინდა მოგება 2018 წლის მეოთხე კვარტალში 31 124 732 ლარს შეადგენდა, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში 112 123 ლარი იყო.


ბოლო ერთ წელიწადში 7 263 911 მლნ ლარით შემცირდა დარიცხული მისაღები პროცენტები და დივიდენდები. სებ-ის მონაცემებით, 2019 წლის მეოთხე კვარტლის მდგომარეობით, მიკროსაფინანსოების მიერ მიღებულმა პროცენტებმა და დივიდენდებმა 20 373 727 ლარი შეადგინა. ეს მაშინ, როდესაც 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 27 637 638 ლარს შეადგენდა.



რაც შეეხება დასაკუთრებულ უძრავ-მოძრავ ქონებას, 2019 წლის მეოთხე კვარტლის მდგომარეობით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა 7 736 318 ლარის ქონება დაისაკუთრეს, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში ის ორჯერ მეტი იყო და 14 006 551 ლარს შეადგენდა.


2019 წლის მეოთხე კვარტლის მდგომარეობით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მთლიანი აქტივები 1 378 550 187 ლარს შეადგენდა, მაშინ როდესაც 2018 წლის მდგომარეობით 1 457 978 967 ლარი იყო.


აღსანიშნავია, რომ მხოლოდ მცირედით არის გაზრდილი გაცემული სესხის ოდენობა. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, თუ 2018 წლის მეოთხე კვარტლის მდგომარეობით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა 1 101 531 374 ლარის სესხი გასცეს, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში სესხების მოცულობა 1 129 140 119 ლარამდე გაიზარდა.


ცნობისთვის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მუშაობაზე ნეგატიური გავლენა ეროვნული ბანკის მიერ დაწესებულმა რეგულაციებმა, მათ შორის, საზედამხედველო კაპიტალის ზრდამ და ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ დებულებამ იმოქმედა, რომელიც გასული წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდა.


ნინო თამაზაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up