შემცირებული კადრები და გაზრდილი სახელფასო ფონდი – 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის დეტალები

შემცირებული კადრები და გაზრდილი სახელფასო ფონდი – 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის დეტალები

access_time2017-10-04 09:40:21

2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველადი პროექტის თანახმად, საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა რაოდენობა მცირდება.  2017 წელს დასაქმებულთა რიცხვი 116 757 ადამიანს შეადგენს, მომავალი წლის საბიუჯეტო გეგმით კი 113 479 ადამიანი იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ 3 278 დასაქმებული სამსახურის გარეშე დარჩება.

 

ამის  პარალელურად, შრომის ანაზღაურება 4, 019 მლნ ლარით იზრდება. 2017 წლის გეგმის მიხედვით, შრომის ანაზღაურებაზე გამოყოფილი იყო 1,393,505.1 ლარი, 2018 წლის ბიუჯეტის პროექტიით კი ეს თანხა 1,397,524.1 ლარია.

 

ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის მიხედვით, მომუშავეთა რიცხოვნობა ყველაზე მეტად კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ ორგანიზაციებში მცირდება  - ჯამში 1 214 ადამიანით. შემდეგ მოდის სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო, სადაც დასაქმებულთა რაოდენობა 477-ით შემცირდება. საერთო სასამართლოებში დასაქმებულები 305 ადამიანით მცირდება. ამასთან, 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შრომის ანაზღაურებისთვის 1 398 მლნ ლარია გამოყოფილი, რაც 5 მლნ ლარით მეტია 2017 წლის გეგმიურ მაჩვენებელზე.

 

რაც შეეხება სხვა უწყებებს, მაგალითად, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში დასაქმებულთა რიცხი 4 947–დან  4 470–მდე მცირდება, სამაგიეროდ, 64,735.0 ათასი ლარიდან 65,335.0 ათას ლარამდე იზრდება შრომის ანაზღაურება.   

 


როგორც ჩანს, საბიუჯეტო ორგანიზაციებში ხარჯების შემცირების საკითხი დღის წესრიგში აღარ დგას, თუმცა პროექტის განხილვებისას შესაძლოა, ბევრი დეტალი კიდევ დაკორექტირდეს.

 

თსუ-ს ანალიზისა და  პროგნოზირების ცენტრის თავმჯდომარეს ოთარ ანგურიძის განცხადებით, ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, საჯარო სამსახურში რაოდენობრივი და რიცხობრივი მაჩვენებელი კატასტროფულად არ მცირდება. კითხვაზე, რამდენად  გამართლებულია სახელფასო ფონდის ზრდა მაშინ, როდესაც მთავრობა მუდამ აპელირებს იმ თემაზე, რომ სახელმწიფო ხარჯებს შეამცირებს, ანგურიძეს დაზუსტებული პასუხი არ აქვს. მისი თქმით, ეს შეკითხვა საპარლამენტო განხილვებზე აუცილებლად უნდა დაისვას.

 

„ამაზე დაზუსტებით რამის თქმა გამიჭირდება, სანამ საბოლოოდ არ გადაწყდება რაღაც და უფრო ღრმა განხილვები არ იქნება. ჯობს მაინც განხილვებს დაველოდოთ, რადგან ყველაფერს უფრო სრულყოფილად გავიგებთ. განხილვებზე აუცილებლად დაისმევა ეს შეკითხვა, თუ რატომ აპირებს მთავრობა სახელფასო ფონდის გაზრდას. უნდა დაველოდოთ მეტი ინფორმაციის მიღებას მთავრობიდან - ერთი მხრივ, რატომ ამცირებს დასაქმებულთა რიცხვს და მეორე მხრივ სახელფასო ფონდს ზრდის“, - აღნიშნავს ანგურიძე.

 

 

კომერსანტი

 

 



საქართველოში კორონავირუსის 4780 ახალი შემთხვევიდან 1863 - თბილისში, 664 - აჭარაში, 648 - იმერეთში დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის 4780 ახალი შემთხვევიდან 1863 - თბილისში, 664 - აჭარაში, 648 - იმერეთში დაფიქსირდა
access_time2020-11-27 10:55:36
დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 4 780 ახალი დადასტურებული შემთხვევა,-ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან კორონავირუსთან დაკავშირებით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა. „დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია...

სილქფესტი ფასდაკლებების კვირეულს ხუთი ყველაზე მოთხოვნადი შეთავაზებით უერთდება!

სილქფესტი ფასდაკლებების კვირეულს ხუთი ყველაზე მოთხოვნადი შეთავაზებით უერთდება!
access_time2020-11-27 09:55:09
27 ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით, სილქნეტი მობილური ქსელის მომხმარებლებს ხუთ სააქციო პაკეტს შეთავაზებს. კომბინაციით *202# მომხმარებელი 30 დღით ჩაირთავს: 4 GB უსწრაფეს ინტერნეტს - 5 ლარად 300 ლოკალური წუთი - 5 ლარად 15 GB უსწრაფეს ინტერნეტს - 10 ლარად ულიმიტო სასაუბრო (ლოკალური) - 10 ლარად კომბინაციით *019# მომხმარებელი 30 დღით ჩაირთავს ყველაზე მოთხოვნად პირობას: ულიმიტო ინტერნეტ პაკეტს - 19...

„პროცენტის მეათედამდე სიზუსტით არ უნდა ილაპარაკო, უადგილო ქედმაღლობაა“

„პროცენტის მეათედამდე სიზუსტით არ უნდა ილაპარაკო, უადგილო ქედმაღლობაა“
access_time2020-11-27 10:00:55
ლოქდაუნი ლოქდაუნის გამოცხადების გარეშე, საქართველოს მთავრობა „წერტილოვანი შეზღუდვებით“ ქვეყანას სრულად კეტავს. ხვალიდან გაჩერდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი, დაიხურება ფიტნეს დარბაზები, აუზები და სავაჭრო ცენტრები. სტუმრებს ვეღარ მიიღებენ ვერც რესტორნები და კვების ობიექტები. გამოცხადებულ შეზღუდვებს თავისი ეკონომიკური ფასი ექნება, პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია ელოდება, რომ ეს ფასი მხოლოდ მშპ-ს 0.7%-0.8% იქნება და არა ათი ათასობით ახალი უმუშევარი ქვეყანაში.   ეკონომიკური...

„მარტში რესტორნების სასაფლაოს მივიღებთ, მათი 90% ვეღარ გაიხსნება“ - რესტორატორთა ასოციაცია

„მარტში რესტორნების სასაფლაოს მივიღებთ, მათი 90% ვეღარ გაიხსნება“ - რესტორატორთა ასოციაცია
access_time2020-11-27 11:00:25
მთავრობის გადაწყვეტილებით, 28 ნოემბერი - 31 იანვრის ჩათვლით რესტორნები და კვების ობიექტები მთლიანად გატანის სერვისზე გადადიან.   „რესტორატორთა ასოციაციის” ხელმძღვანელი კოტე გაბრიჩიძე „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ ეს გადაწყვეტილება, რესტორნების 90%-ის სამუდამოდ დახურვას გამოიწვევს, რის შედეგადაც ათასობით ადამიანი უმუშევრად დარჩება.   „ვვარაუდობ, რომ რესტორნების 90% ვეღარ გაიხსნება და სამუდამოდ დაიხურება, „საქსტატის“ მონაცემებით 11000...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-11-26 21:00:26
დღის ტოპ 10 საინტერესო ამბავი: 1.  ორთვიანი შეზღუდვები - რა იკრძალება 28 ნოემბრიდან 31 იანვრამდე? საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი...


მსგავსი სიახლეები

up