შემცირებული ფასი და საინვესტიციო ვალდებულებები - ყოფილი წმ. მიქაელის საავადმყოფო 60%-იანი ფასდაკლებით იყიდება

შემცირებული ფასი და საინვესტიციო ვალდებულებები - ყოფილი წმ. მიქაელის საავადმყოფო 60%-იანი ფასდაკლებით იყიდება

access_time2022-02-23 14:00:56

საქართველოს მთავრობა ყოფილი წმ. მიქაელის სახელობის საავადმყოფოს გაყიდვას მეხუთედ ცდილობს. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ამჯერად 60 პროცენტიანი ფასდაკლებით 16 მლნ ლარად იყიდება. ქონების ეროვნულმა სააგენტომ აუქციონი კიდევ ერთხელ გამოაცხადა.

 



საპრივატიზებო პირობების მიხედვით, ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 6 წლის ვადაში XIX საუკუნეში აშენებული ერთ-ერთი გამორჩეული საავადმყოფო კომპლექსის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსი უნდა მოეწყოს, რომელიც მოიცავს ხელოვნების ცენტრს. აქ განთავსდება ხელოვნების ნიმუშების საგამოფენო დარბაზი, ბიბლიოთეკა, სალექციო დარბაზი, საგანმანათლებლო სივრცე და კვების ობიექტები. საპრივატიზებო პირობის შესრულების მიზნით, არანაკლებ 30 000 000 ლარის ინვესტიცია უნდა განხორციელდეს. ხოლო, ხელოვნების ცენტრებს პროფილი არანაკლებ 20 წლის განმავლობაში უნდა შეუნარჩუნდეს. აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 წლის განმავლობაში უძრავ ქონებაზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი არ უნდა აშენდეს.

 

ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად გადასახდელი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის ოდენობა 4 000 000 ლარით, ხოლო სავაჭრო ბიჯის ოდენობა 20 000 ლარით განისაზღვრა.




მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობა ობიექტის გასხვისებას პროგრამის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებშიც ცდილობს, პროექტმა განსაკუთრებული ინტერესი ჯერჯერობით ვერც ქართველ და ვერც უცხოელ ინვესტორებში ვერ გამოიწვია. ამ დრომდე აუქციონი 1000-მდე ადამიანმა ნახა, ბიჯი კი არავის გაუკეთებია.

 


შეგახსენებთ, რომ წმ. მიქაელის სახელობის ყოფილი საავადმყოფოს ტერიტორია 2015 წლის დასაწყისში 4 მლნ აშშ დოლარად გაიყიდა. მაშინ ინვესტორი ვალდებული იყო ტერიტორიაზე არანაკლებ 200-ოთახიანი, 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო და სამორინე განეთავსებინა. საინვესტიციო ვალდებულება არანაკლებ 100 მლნ ლარს შეადგენდა, ხოლო კომპანიას სამშენებლო სამუშაოები 2016 წლიდან უნდა დაეწყო. კომპანიამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა და იმავე წლის ბოლოს „აღმას“ ქონება ჩამოერთვა.

 



ქონების ეროვნულმა სააგენტომ ობიექტი საპრივატიზაციოდ 2018 წელს გამოიტანა. საავადმყოფო კომპლექსი საწყისი ფასი 35 მილიონი ლარი, ხოლო საინვესტიციო ვალდებულება კი 100 მილიონი ლარი იყო, თუმცა აუქციონი ვერ შედგა.

 

წარუმატებელი აღმოჩნდა 2019 წელის იანვარში იდენტური ღირებულებით და საინვესტიციო ვალდებულებებით გამოცხადებული აუქციონიც.

 

შედეგი ვერც საინვესტიციო ვალდებულებების 40 მილიონამდე შემცირებამ გამოიღო. აუქციონი მესამედ, 2019 წლის ნოემბერშიც ჩაიშალა.

 

ბოლოს, აუქციონი 2021 წლის 30 მარტს გამოცხადდა, რა დროსაც ობიექტის საწყისი ფასი 39,800,000 ლარამდე გაიზარდა. ამ შემთხვევაშიც საინვესტიციო ვალდებულება ისევ 40,000,000 ლარი იყო. აუქციონი მეოთხეჯერაც ჩაიშალა.

 



ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი 2019 წელს პრივატიზაციის პროცესს აჩქარებდა, თუმცა ნათია თურნავას მოუგვიანდა და წმ. მიქაელის სახელობის საავადმყოფო კომპლექსი ისევ სახელმწიფო ბალანსზეა. შემცირებული ფასით და შეცვლილი საინვესტიციო ვალდებულებებით გაიყიდება თუ არა  კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ლევან დავითაშვილის მინისტრობის პერიოდში, ამას 10 დღეში გავიგებთ.

 

ბაჩო ადამია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up