შემცირდება თუ არა მოთხოვნა უძრავ ქონებაზე – ინტერვიუ ირაკლი როსტომაშვილთან

შემცირდება თუ არა მოთხოვნა უძრავ ქონებაზე – ინტერვიუ ირაკლი როსტომაშვილთან

access_time2020-05-06 13:39:23

სამშენებლო სექტორს მუშაობის უფლება მიეცა, მაგრამ საინტერესოა, რამდენად შემცირდება მოთხოვნა უძრავ ქონებაზე პანდემიის პირობებში და რამდენად მძიმე კრიზისში აღმოჩნდება ეკონომიკის ეს უდიდესი დარგი? –  კითხვებს „მენაშენეთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ირაკლი როსტომაშვილი პასუხობს.



5 მაისიდან მოიხსნა შეზღუდვა მშენებლობებსა და სამშენებლო პროდუქციის საწარმოებში. როგორ შეაფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას? პანდემიის დროს აუცილებელი იყო თუ არა მშენებლობების შეჩერება?

– ჩემთვის, ცხადია, ეს კარგი ამბავია. ჩვენ, დეველოპერები, ვენდობით ხელისუფლებას, მათ უკეთ იციან ამის შესახებ და, ალბათ, ჩათვალეს საჭიროდ, რომ უკვე დრო დადგა, ეს პროცესი განახლებულიყო. პანდემიის დროს, მიმაჩნია, რომ ის გადაწყვეტილებები, რაც მიიღეს, საჭირო იყო. ამ დროს ადამიანები გარეთ რაც შეიძლება ნაკლებად უნდა გამოსულიყვნენ.
პანდემიის დროს მშენებლობის შეჩერება აუცილებელზე აუცილებელი იყო. ჩვენი ტიპის ქვეყანაში სხვა გამოსავალს, მე პირადად, ვერ ვხედავ.



- საქართველოს ეკონომიკისთვის რამდენად მნიშვნელოვანია ასეთი შეზღუდვის მოხსნა?

– ცხადია, როდესაც ეკონომიკა არ მუშაობს, ეს ცუდია. ჩემი ინფორმაციით, მშენებლობის წილი საქართველოს მშპ-ის 15%-ს შეადგენს. თუმცა, ჩემი აზრით, ეს მაჩვენებელი ბევრად დიდია. დეველოპერული სისტემა არის ბიძგი სხვა დარგების მუშაობის, მაგალითად, ნებისმიერი ჩაბარებული თეთრი კარკასი იწვევს სამომავლოდ უამრავი ადამიანის დასაქმებას, ასევე, სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთის, ტექნიკის რეალიზაციას. სწორედ აქედან გამომდინარე, სამშენებლო სექტორის ამოქმედება ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანია.




- მიუხედავად იმისა, რომ მშენებლობები განახლდა, პანდემიის პირობებში, როდესაც ეკონომიკა მნიშვნელოვან კრიზისშია, შემცირდება თუ არა უძრავ ქონებაზე, საცხოვრებელ სახლებზე მოთხოვნა?

– ცხადია, უძრავ ქონებაზე მოთხოვნამ პანდემიის პირობებში იკლო. ამ მდგომარეობაში ნაკლებად აქვს ხალხს სურვილი, შეიძინოს ბინა, რადგან ბინის შეძენა საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია და ამ დროს ადამიანი დიდ არჩევანს აკეთებს.
ამ შემთხვევაში ბინის შეძენის საშუალება და დრო არ იყო, ასევე, სერიოზულად იმოქმედა ლარის კურსმაც ბინებისა და უძრავი ქონების გაყიდვაზეც. ასევე, ჩემი დაკვირვებით, საარჩევნო წლებში ყოველთვის მოლოდინის რეჟიმში გადადიან მყიდველები, ამ დროს ისინი ფიქრობენ, იყიდონ თუ არა უძრავი ქონება, თუ დაელოდონ არჩევნების შემდგომ პერიოდს. უნდა შევთანხმდეთ ერთ რამეზე, რომ ბინის შეძენა სტაბილური ქვეყნის ფუფუნებაა, არავინ არ ყიდულობს ბინას და სხვა უძრავ ქონებას, სადაც არ არის სტაბილურობის იმედი.
ამას დაემატა კორონავირუსი და ყველაფერი ერთად წლის ბოლომდე უფრო დაგვანახებს შედეგს. მაგრამ, სავარაუდოდ, მნიშვნელოვნად დაეცემა მოთხოვნა უძრავ ქონებასა და საცხოვრებელ სახლებზე.



- 2008 წლის კრიზისს თუ შევადარებთ დღევანდელ ვითარებას, რა პროგნოზის გაკეთება შეგიძლიათ?

– 2008 წლის კრიზისი ყველაზე ცუდად დეველოპერებზე აისახა. ჩვენი პრობლემა მაშინ არავინ არ გაითვალისწინა. რაც შეეხება დღევანდელ ვითარებას, ჩემი აზრით, ეს ისე არ აისახა, როგორც 2008 წელს იყო. 2008 წელს ბანკებმა გაცემული სესხები უკან დაიბრუნეს და კომპანიები შუა გზაზე დატოვეს, ამას უამრავი სასამართლო დავაც კი მოჰყვა.



NS 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up