რეგულაციებმა მშენებლობები გააძვირა - დეველოპერები თანხებს დასაქმებულების ხელფასებზე ზოგავენ?!

რეგულაციებმა მშენებლობები გააძვირა - დეველოპერები თანხებს დასაქმებულების ხელფასებზე ზოგავენ?!

access_time2018-06-25 17:00:00

„მშენებლობის დარგში დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 21,8 პროცენტით შემცირება შესაძლოა სახელმწიფო პროექტების ხარჯზე იყოს, “— ასეთ შეფასებას აკეთებს დეველოპერული კომპანია GDG+ის დამფუძნებელი ბეჟან წაქაძე „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებულ მშენებლობის ღირებულების ინდექსზე, რომლის წინა კვარტალთან შედარებით 5,6 პროცენტიანი კლება ძირითადად განპირობებული იყო სამეწარმეო სფეროში მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 21,8 პროცენტიანი შემცირებით, რამაც -6,68 პროცენტული პუნქტით მოახდინა ზეგავლენა მთლიან ინდექსზე.



აღნიშნულ პერიოდში ფასები 1,7 პროცენტით გაიზარდა სამშენებლო მასალებზე, ხოლო 1,4 პროცენტით - ტრანსპორტირებაზე, საწვავსა და ელექტროენერგიაზე.



რამ განაპირობა სამშენებლო-დეველოპერულ სექტორში დასაქმებულების ხელფასების შემცირება და ხომ არ უკავშირდება ეს ბოლო პერიოდში, დარგში ამოქმედებულ ან დაანონსებულ რამდენიმე რეგულაციას, ამის გარკვევა „კომერსანტმა“ კერძო სექტორთან სცადა. „კომერსანტის“ მიერ გამოკითხული დეველოპერები ცალსახად აცხადებენ, რომ რეგულაციების გამო მშენებლობები გაძვირდა, თუმცა, მისი დაბალანსება ხელფასებით არ მომხდარა.



კომპანია GDG+ის დამფუძნებელი ბეჟან წაქაძისთვის გაურკეველია რას ეყრდნობა „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებული მშენებლობის ღირებულების ინდექსის მაჩვენებლები. კერძოდ, ბუნდოვანი და გაურკვეველია, რატომ უნდა შეემცირებინა კერძო სექტორს დასაქმებულთა ხელფასები იმ პირობებში, როდესაც დარგში პროფესიონალი კადრის მოძიება საკმარისზე მეტად ჭირს.



როგორც წაქაძე აცხადებს, კომპანია GDG+ში არ შემცირებულა არც დასაქმებულთა რიცხოვნობა, არც ხელფასები და არც საბრუნავი ხარჯი.



წაქაძე ვარაუდობს, რომ შესაძლოა „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებული მონაცემები სახელმწიფო დაკვეთებში მომუშავე მუშა-მოსამსახურებს გულისხმობდეს, რადგან მისივე თქმით, შესაძლოა ხელფასები ასეთ პროექტებში შემცირებულიყო.



„როდესაც ტენდერები ტარდება და ბევრი მონაწილეა, იმისთვის, რომ გაიმარჯონ, ფასებს  აგდებენ. შესაძლოა ამას მოეხდინა გავლენა. ეს მონაცემი ზოგადი და საერთო შედეგების შედეგად არის გამოყვანილი. არ მგონია, ეს შემცირება კერძო სექტორში მომხდარიყო. დღეს ნორმალური მუშახელის მოძიება რთულია, ამიტომ ვინ შეუმცირებს კარგ თანამშრომელს ხელფასს?“-აცხადებს წაქაძე.




საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებული მონაცემები ბუნდოვანია დეველოპერული კომპანია „რედკოს“ პროექტების მენეჯერ მალხაზ კუნელაურისთვისაც. მისი განცხადებით, კერძო სექტორში ხელფასების შემცირება ნაკლებ სავარაუდოა მომხდარიყო.



„რა სტატისტიკურ მონაცემებს დაეყრდნო „საქსტატი“ არ ვიცი. როდესაც ყველაფერი ძვირდება, როგორ შეიძლება ხელფასი შეუმცირო კადრს? გასაკვირია, რამ გამოწვია ხელფასების შემცირება, ვინმე გაკოტრდა? ნორმალური სამუშაო პროცესის დროს ხელფასს არავინ არ ამცირებს, თუ რა თქმა უნდა, კომპანიაში ფინანსური კრიზისი არ არის. კერძო სექტორში გაბერილი შტატი არ იქნებოდა,“-აცხადებს კუნელაური.



მისი განმარტებით, სამშენებლო სექტორში საკმაოდ სერიოზულად დგას კადრების დეფიციტის პრობლემა.



„ნებისმიერი რანგის თანამშრომელი, ეს იქნება ინჟინერი თუ სამუშაოთა მწარმოებელი, დღეს კვალიფიციური სახით არ არსებობს. მუშასაც კი, რომელსაც ვითომ არაფერი ისეთი არ მოეთხოვება, სტანდარტების შესაბამისი გადამზადება სჭირდება, რადგან სამშენებლო პროცესის სპეციფიკას მოერგოს. როდესაც გვჭირდება ნორმალური, გამოცდილი კადრი, რომელიც წარმატებით გაართმევს თავს, დეფიციტია. ასეთის არსებობის შემთხვევაში ხელფასის შემცირება გამორიცხულია“-აცხადებს კუნელაური.

 


„საქსტატის“ ფასების სტატისტიკის სამმართველოს უფროსი გიორგი თეთრაული „კომერსანტთან“ განმარტავს, რომ ინდექსი სოციალური სტატისტიკის სამმართველოს მიერ მომზადებულ მონაცემებზე დაყრდნობითაა მომზადებული.



თუმცა, თეთრაული აღნიშნავს, რომ ეს არის ზოგადი მონაცემები და ინფორმაცია იმის შესახებ ხელფასების შემცირება კერძო სექტორის თუ სახელმწიფო დაკვეთების ხარჯზე მოხდა, არ არსებობს. თეთრაული აცხადებს, რომ სამწუხაროდ, ამ დროისთვის „საქსტატში“ მხოლოდ ჯამური მონაცემი არსებობს და მისი გამიჯვნა სავარაუდოდ, მომავალი წლიდან მოხდება.



როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის ივნისიდან „საქსტატმა“ მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობის ხარჯების დათვლას და მის კვარტალურად გამოქვეყნება დაიწყო.



აღნიშნული ინდექსის საშუალებით შესაძლებელი ხდება იმის დადგენა, თუ მშენებლობის ხარჯები დროში როგორ იცვლება.


ხარჯების სტრუქტურის დამუშავება 5 ძირითადი კომპონენტის მიხედვით ხდება:
1. სამშენებლო მასალების ფასები
2 ხელფასები
3. მანქანა დანადგარების ფასები
4. ტრანსპორტირების, წყალმომარაგების და გაზის დანახარჯები
5. სხვა ხარჯები.



„საქსტატის“ ფასების სტატისტიკის სამმართველოს უფროსის თქმით, ასეთი სტატისტიკის არსებობა სასარგებლო იქნება, როგორც ინვესტორებისთვის, ისე ბიზნესსექტორისთვის და შიდა მოხმარებისთვის.


ავტორი: სოფო ქსოვრელი






ლარი ყველა ძირითად საერთაშორისო ვალუტასთან გაუფასურდა

ლარი ყველა ძირითად საერთაშორისო ვალუტასთან გაუფასურდა
access_time2021-07-28 18:00:31
28 ივლისის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 1.60 თეთრით 3.1052-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე კი დღის ბოლოს კურსმა 3.0963 შეადგინა. დოლარის მსგავსად ლარი ყველა სხვა ძირითად საერთაშორისო და რეგიონულ ვალუტასთან გაუფასურდა. კერძოდ: ევროსთან 2.54 თეთრით 3.6663-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 5.03 თეთრით 4.3091-მდე, თურქულ ლირასთან 0.25 თეთრით 0.3629-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.80 თეთრით 1.8239-მდე, 100 რუსულ რუბლთან 3.40 თეთრით 4.2235-მდე, 1000 სომხურ დრამთან...

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი
access_time2021-07-28 21:00:46
დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი:   1. „ქართულმა ოცნებამ“ შარლ მიშელის შეთანხმება გაუქმებულად გამოაცხადა პარტია „ქართული იცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელის შუამავლობით მიღწეული 19 აპრილის შეთანხმება გაუქმებულად გამოაცხადა. კობახიძის განცხადებით მათთვის დადებული პირობის ცალმხრივად ერთგულება...

ლაშა ბექაური ოლიმპიური ჩემპიონია

ლაშა ბექაური ოლიმპიური ჩემპიონია
access_time2021-07-28 15:30:11
21 წლის ქართველმა ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა, 90 კგ წონით კატეგორიაში ტოკიოს ზაფხულის XXXII ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა. ქართული დელეგაციისთვის ეს მესამე მედალია. ვაჟა მარგველაშვილმა და 2012 წლის ოლიმპიურმა ჩემიონმა ლაშა შავდათუაშვილმა ვერცხლის მედლები მოიპოვეს. 90 კგ-იანი წონითი კატეგორია ქართველი ძიუდოისტებისთვის განსაკუთრებულად წარმატებულია. 2004 წელს, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური სწორედ ამ წონაში...

„ქართულმა ოცნებამ“ შარლ მიშელის შეთანხმება გაუქმებულად გამოაცხადა

„ქართულმა ოცნებამ“ შარლ მიშელის შეთანხმება გაუქმებულად გამოაცხადა
access_time2021-07-28 14:50:07
პარტია „ქართული იცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელის შუამავლობით მიღწეული 19 აპრილის შეთანხმება გაუქმებულად გამოაცხადა. კობახიძის განცხადებით მათთვის დადებული პირობის ცალმხრივად ერთგულება მიუღებელია. როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ აღნიშნა საერთაშორისო პარტნიორებს ოპოზიციურ პარტიებისთვის შეთანხმებაზე ხელმოწერა მკაცრად არ მოუთხოვიათ და ამ ფონზე დოკუმენტის მიმართ ცალმხრივ ერთგულებას მათ ამომრჩეველი არ აპატიებდათ. კობახიძის...

რუსეთ–საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხი შემოდგომაზე განიხილება

რუსეთ–საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხი შემოდგომაზე განიხილება
access_time2021-07-28 17:00:06
რუსეთი მზად არის საქართველოსთან ავიამიმოსვლის განახლების საკითხის განსახილველად, განაცხადა რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გრიგორი კარასინმა. „ჩვენ მზად ვართ ამის (ავიამიმოსვლის აღდგენის პრობლემა) განსახილველად. ვფიქრობ, ადრე თუ გვიან ეს საკითხი გადაწყდება“, – განაცხადა სენატორმა, რომელსაც რუსული სააგენტო ТАСС ციტირებს. ამასთან, კარასინს გაუჭირდა ავიამიმოსვლის განახლების კონკრეტული ვადების დასახელება....


მსგავსი სიახლეები

up