შემაკავებელი ან დამცავი ორდერის მოქმედების ქვეშ მყოფი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება „სისხლის სამართლის კოდექსით“ დასჯადი ხდება

შემაკავებელი ან დამცავი ორდერის მოქმედების ქვეშ მყოფი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება „სისხლის სამართლის კოდექსით“ დასჯადი ხდება

access_time2019-09-20 15:02:31

პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლის მიხედვით, ჯარიმა, როგორც ძირითადი სასჯელი, ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის ჩადენის დროს არ შეიძლება დაინიშნოს. ამასთან, „სისხლის სამართლის კოდექსში“ მიღებული ცვლილებებით, შემაკავებელი ან დამცავი ორდერის მოქმედების ქვეშ მყოფი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება კრიმინალიზებული ხდება.


ცვლილებების მიღებამდე, ასეთი ქმედება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენდა და 200 ლარიან ჯარიმას, ხოლო განმეორების შემთხვევაში - 1 000 ლარიან ჯარიმას ან 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებდა. ახლა კი შემაკავებელი ან დამცავი ორდერის მოქმედების ქვეშ მყოფი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება „სისხლის სამართლის კოდექსით“ დასჯადი ხდება.


ამასთანავე, იმის გამო, რომ არ წარმოიშვას ბუნდოვანება ნორმის შინაარსის განმარტებისას, კანონში ემატება შესაბამისი შენიშვნა, სადაც მიეთითება, რომ ცივი იარაღის ტარება ამ მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს წარმოადგენს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი ტარების აკრძალვას არ შეიცავს დამცავი ან შემაკავებელი ორდერი. თუ ცივი იარაღის ტარების აკრძალვა გათვალისწინებული იქნება შემაკავებელ ან დამცავ ორდერში, მაშინ პირს პასუხისმგებლობა დაეკისრება შესაბამისი ორდერის მოთხოვნების დარღვევისათვის.



„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ კანონსა და სხვა საკანონმდებლო აქტებში ცვლილებები ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო კილაძემ მოამზადა. საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი პარლამენტს განსახილველად დეპუტატთა ჯგუფმა წარუდგინა.


bpn.ge





“სამუშაო ძალის ახალი მეთოდოლოგიით გამოკვლევის შემდეგ, უმუშევრობის მაჩვენებელი გაიზრდება”

“სამუშაო ძალის ახალი მეთოდოლოგიით გამოკვლევის შემდეგ, უმუშევრობის მაჩვენებელი გაიზრდება”
access_time2020-01-20 15:45:22
2020 წლის მესამე კვარტლიდან სტატისტიკის ეროვნული სამსახური დასაქმებისა და უმუშევრობის შესახებ მონაცემებს ახალი მეთოდოლოგიით შეაგროვებს. საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის, გოგიტა თოდრაძის ინფორმაციით, ახალი მეთოდოლოგიით, დასაქმებულად ჩაითვლება მხოლოდ ის ადამიანი, რომელიც საკუთარ სერვისს ან პროდუქტს ბაზარს სთავაზობს, ანუ საკუთარ შრომას ყიდის. ხოლო ადამიანი, რომელიც საკუთარ ნაკვეთზე სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით არის დაკავებული და მიღებულ მოსავალს მხოლოდ თავად მოიხმარს და არა კომერციული...

“საერთაშორისო ბაზრებზე არსებული დღევანდელი სიტუაციის გათვალისწინებით, ფქვილის ფასი შეიძლება 1-2 ლარით გაძვირდეს”

“საერთაშორისო ბაზრებზე არსებული დღევანდელი სიტუაციის გათვალისწინებით, ფქვილის ფასი შეიძლება 1-2 ლარით გაძვირდეს”
access_time2020-01-20 13:37:42
„პირველ ეტაპზე, ფქვილის ფასზე სერიოზულად არ აისახება რუსულ ხორბალზე კვოტირების დაწესების ფაქტორი“ ბოლო წლების განმავლობაში რუსეთში ხორბლის რეკორდული მოსავალი მოდის. 2019 წელს ქვეყანაში 120,7 მლნ ტონა ხორბალი აიღეს, რაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ისტორიაში. შედეგად, 2018-2019 წლების სეზონზე რუსეთიდან 35,8 მლნ ტონა ხორბლის ექსპორტი განხორციელდა საქართველოში. აღსანიშნავია, რომ რეკორდული მოსავლების პარალელურად, მზარდია რუსული...

2019 წელს სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა

2019 წელს სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა
access_time2020-01-20 12:07:34
„საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, 2019 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 12 834.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2.7 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 3 771.5 მლნ აშშ დოლარს (12.4 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 9 063.2 მლნ აშშ დოლარს (0.8 პროცენტით ნაკლები) შეადგენს. საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2019 წელს, 5 291.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.2...

დავით საგანელიძე: „საპარტნიორო ფონდი“ ბიუჯეტიდან არ უნდა ფინანსდებოდეს,მას აქვს საშუალება თავად მოიზიდოს თანხები

დავით საგანელიძე: „საპარტნიორო ფონდი“ ბიუჯეტიდან არ უნდა ფინანსდებოდეს,მას აქვს საშუალება თავად მოიზიდოს თანხები
access_time2020-01-20 11:30:36
„საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელი დავით საგანელიძე მიიჩნევს, რომ „საპარტნიორო ფონდი“ ბიუჯეტიდან არ უნდა ფინანსდებოდეს და მას აქვს საშუალება თავად მოიზიდოს თანხები. ამის შესახებ დავით საგანელიძემ საპარტნიორო ფონდის სტრუქტურულ რეფორმაზე საუბრისას განაცხადა და აღნიშნა, რომ ფონდს დღეს უკვე სხვა გამოწვევები და ამოცანები აქვს, ამიტომ აუცილებელია სტრუქტურული რეფორმა სწრაფად განხორციელდეს. ამასთან, დავით საგანელიძე მიიჩნევს, რომ სახელმწიფო საწარმოები არ უნდა...

სვანეთში ბიტკოინის მაინერების წარმოებას სემეკი მკაცრად გააკონტროლებს

 სვანეთში ბიტკოინის მაინერების წარმოებას სემეკი მკაცრად გააკონტროლებს
access_time2020-01-20 12:30:24
მას შემდეგ, რაც სვანეთის მოსახლეობა ელექტროენერგიის გადასახადისგან განთავისუფლდა, „ენერგო პრო ჯორჯიას“ ზარალი ამ მიმართულებით გაიზარდა. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) ინფორმაციით, კომპანიის ზარალმა 2019 წლის 9 თვეში,  სვანეთისთვის მიწოდებული და გადაუხდელი ელექტროენერგიის ნაწილში, 7 მლნ. ლარი შეადგინა. მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანიას  რამდენიმე კვირის წინ გაკეთებული...


მსგავსი სიახლეები

up