ნავთობის გიგანტმა, Royal Dutch Shell-მა სახელი ოფიციალურად შეიცვალა. კომპანიის ახალი სახელწოდება „Shell plc“ იქნება. ამის შესახებ კომპანიის პრესრელიზში არის ნათქვამი, რასაც უკრაინული პორტალი NV ავრცელებს.
შესაბამისი გადაწყვეტილება კომპანიის დირექტორთა საბჭომ გასულ თვეს მიიღო და უკვე ძალაში შევიდა.
ლონდონის საფონდო ბირჟა კომპანიის ახალ სახელს 25 იანვარს ასახავს, ხოლო ნიუ იორკის საფონდო ბირჟა მას 31 იანვარს შეცვლის.
კომპანიის სახელის ცვლილება აქციონერთა პაკეტებზე არ იმოქმედებს. არსებული აქციების სერტიფიკატები უნდა შენარჩუნდეს, რადგან ისინი ყველა მიზნისთვის ძალაში რჩება, ახალი აქციების სერტიფიკატები კი არ გაიცემა.
სახელის შეცვლა ნავთობგიგანტის გეგმის ნაწილია, რომ ორმაგი აქციების ბაზრიდან, ტიპი A - Royal Dutch Shell და B - Shell Transport & Trading-იდან, ერთი ტიპის აქციებზე გადავიდეს.
სახელის შეცვლის, ასევე, სააქციო კაპიტალის სტრუქტურის გამარტივებისა და საგადასახადო რეზიდენტობის ადგილად დიდი ბრიტანეთის არჩევის შესახებ გეგმა კომპანიამ 2021 წლის ნოემბერში გამოაცხადა.
BPN.GE