„კომერსანტის„ შეკითხვა დეპუტატებს: ყველა მთავრობას „მაღალ ნდობას„ უცხადებთ, რატომ არ იზიარებთ პასუხისმგებლობას შეუსრულებელ დაპირებებსა თუ ჩავარდნილ პროექტებზე?

„კომერსანტის„ შეკითხვა დეპუტატებს: ყველა მთავრობას „მაღალ ნდობას„ უცხადებთ, რატომ არ იზიარებთ პასუხისმგებლობას შეუსრულებელ დაპირებებსა თუ ჩავარდნილ პროექტებზე?

access_time2018-07-16 10:00:00

22.12.2017  -რაკლი კობახიძე

 დემოკრატიის გადმოსახედიდან, ეს იყო საკმაოდ წარმატებული ორი დღე. გილოცავთ ამ წარმატებულ ორ დღეს“.

(პარლამენტმა მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა.)


19.12.2017 — არჩილ თალაკვაძე


მიმდინარე კვირას, ჩვენი გუნდი პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის სამთავრობო კაბინეტს მაღალი ნდობით დაამტკიცებს.

 


 22.11. 2017 – ზვიად ძიძიგური


„პრემიერ-მინისტრის გუნდის  მიზანია ეკონომიკური გარღვევა და სწრაფი განვითარება მოხდეს. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მომავალი ოთხი წელი უკეთესი და განვითარებაზე ორიენტირებული იყოს“


18.12. 2017 – ეკა ბესელია


„პრემიერმინისტრს გიორგი კვირიკაშვილს აქვს მაღალი ნდობა ჩვენი გუნდის მხრიდან. მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მთავრობის ცვლილებასთან, სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით, საკანონმდებლო დონეზე მან მიიღო სრული მხარდაჭერა. 

 

23.01. 2016. გიორგი ვოლსკი


გიორგი კვირიკაშვილი წარმატებით გაართმევს თავს ამ ტვირთის ზიდვას, ეს ტვირთია და არა თანამდებობა, რომლისთვისაც ხშირ შემთხვევაში ზოგიერთი პოლიტიკოსი თავს დადებს და უპასუხისმგებლო განცხადებებსაც ძალიან ბევრს გააკეთებს


15.07. 2018 -ირაკლი კობახიძე

 

„მინდა, მივულოცო პრემიერმინისტრს მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ განახლებული შემადგენლობით, განახლებული სტრუქტურით დაიწყებს უკვე მთავრობა მუშაობას და მე დარწმუნებული ვარ, რომ ის მიზნები, რომლებიც არის დასახული საარჩევნო პროგრამაში და შესაბამისად, სამთავრობო პროგრამაში, იქნება აუცილებლად წარმატებით განხორციელებული.

 

14.07.2018 -არჩილ თალაკვაძე

 

 „ვნახეთ რეალური საქმიანი პროგრამა და გეგმები. ჩვენ ვნახეთ გადასახადების დაწევის ინიციატივა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის. ჩვენ ვნახეთ ბაზრისა და წარმოების ინტეგრაციაზე თქვენი ძლიერი განაცხადი საერთაშორისო ბაზრებში, რაც რა თქმა უნდა, ექსპორტის ზრდას უკავშირდება და ჩვენ გვაქვს კიდეც ექსპორტის ზრდის დინამიკა, რაც უნდა შევინარჩუნოთ და გავაძლიეროთ. ჩვენ მოვისმინეთ ლოჯისტიკური პროექტების შესახებ, ჰაბებზე, რომელიც მართლა მნიშვნელოვანი ინიციატივაა.  

 

26-06-2018 - ეკა ბესელია

 

„პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მიიღო ნდობის მანდატი პარლამენტში და ამ მანდატის ფარგლებში წარმოადგინა გაბედული, თანამედროვე და ეფექტიანი რეფორმების გატარებაზე ორიენტირებული კონცეფცია და რეფორმა. მე ვფიქრობ საჭიროა ამ ახალი ხედვის და რეფორმის მხარდაჭერა“.

 

 

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან დღემდე საქართველოს პარლამენტმა ოთხ პრემიერ-მინისტრს გამოუცხადა ერთსულოვანი მხარდაჭერა - ბიძნა ივანიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი, გიორგი კვირიკაშვილი, მამუკა ბახტაძე. ამ ხნის მანძილზე კიდევ უფრო მეტჯერ გამოუცხადდა ნდობა მინისტრთა კაბინეტს.

 

შეკითხვა დეპუტატებს: რატომ არ იზიარებთ პასუხისმგებლობას შეუსრულებელ დაპირებებზე, განუხორციელებელ რეფორმებსა თუ ჩავარდნილ პროექტებზე, რომლის განხორციელებაც ექვსი წლის მანძილზე ვერ შეძლეს თქვენს მიერ ნდობაგამოცხადებულმა პრემიერ-მინისტრებმა და მინისტრებმა?






„პასუხისმგებლობის 5 სტანდარტი“ – „სოკარმა“ 2019 წლის CSR ანგარიში წარადგინა

„პასუხისმგებლობის 5 სტანდარტი“ – „სოკარმა“ 2019 წლის CSR ანგარიში წარადგინა
access_time2020-02-22 10:55:18
კომპანია „სოკარმა“ CSR სტრატეგიის - „პასუხისმგებლობის 5 სტანდარტის“ 2019 წლის ანგარიში წარადგინა. „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის“ დირექტორმა ლევან გიორგაძემ დამსწრეებს გასული წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტები და კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულებით სამომავლო გეგმები გააცნო. ღონისძიება პანელური დისკუსიის ფორმატში წარიმართა. კომპანიის CSR სტრატეგიის თითოეულ მიმართულებაზე სხვადასხვა პარტნიორი საზოგადოებრივი ორგანიზაციის და საინიციატივო...

„გრანთ თორთონი“ - გლობალური ქსელის მოგებამ 2019 წელს 5,720 მილიარდი შეადგინა

„გრანთ თორთონი“ - გლობალური ქსელის მოგებამ 2019 წელს 5,720 მილიარდი შეადგინა
access_time2020-02-22 09:30:25
რადიო „კომერსანტის“ და აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია „გრანთ თორნთონის“ ერთობლივ გადაცემაში ჩემი აუდიტორი  „გრანთ თორნთონის“ მმართველმა პარტნიორმა ვახტანგ ცაბაძემ კომპანიის გლობალური და ლოკალური ფინანსური წელი შეაჯამა. საერთაშორისო ჰოლდინგში შემავალი კომპანიების ჯამური ბრუნვა 5,720 მილიარდ დოლარს შეადგენს,რაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მაჩვენებელია კომპანიის ზრდის ისტორიაში.40%-იანი ზრდაა დაფიქსირებული ადგილობრივ ბაზარზეც. ვახტანგ...

როგორ მოეწყობა ჭავჭავაძის გამზირის და გობრონიძე-ხიზანიშვილის სატრანსპორტო ნაწილი (რენდერები)

როგორ მოეწყობა ჭავჭავაძის გამზირის და  გობრონიძე-ხიზანიშვილის სატრანსპორტო ნაწილი (რენდერები)
access_time2020-02-22 11:00:35
თბილისის ფორუმზე გამოქვეყნდა რამდენიმე რენდერი, რომლებიც ჭავჭავაძის გამზირზე და გლდანში განახლებული ქუჩების გარკვეული მონაკვეთების სავარაუდო მოწყობას გვიჩვენებს. ყველა გამოქვეყნებულ რენდერზე ჩანს ახალი “ბასლეინები”. თუმცა, განსაკუთრებით საინტერესოა ჭავჭავაძის გამზირის ახალი სქემა, რადგან აქ, სპეციალური საავტობუსო ხაზისა და გაჩერებების მოწყობა გზის ცენტრალურ ნაწილშია დაგეგმილი. მოცემული რენდერები არაოფიციალური ხასიათისაა და შესაძლოა არ ემთხვეოდეს...

ჰოსპიტალური სექტორის წარმომადგენლები უკვე მეორედ ცდილობენ სახელმწიფოს აჩვენონ ის უარყოფითი შედეგები, რომელიც 520-ე დადგენილების ამოქმედებას მოჰყვა

ჰოსპიტალური სექტორის წარმომადგენლები უკვე მეორედ ცდილობენ სახელმწიფოს აჩვენონ ის უარყოფითი შედეგები, რომელიც 520-ე დადგენილების ამოქმედებას მოჰყვა
access_time2020-02-22 10:00:29
საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანებამ და მისმა წევრმა 37 კლინიკამ  საქართველოს მთავრობისთვის ახალი წერილი მოამზადა. ჰოსპიტალური სექტორის წარმომადგენლები უკვე მეორედ ცდილობენ სახელმწიფოს აჩვენონ ის უარყოფითი შედეგები, რომელიც 520-ე დადგენილების ამოქმედებას მოჰყვა. მედიკოსები წერილში წერენ, რომ ჯანდაცვის სამინისტოს მიდგომა მედიცინის რამდენიმე წამყვან დარგს გამოუსწორებელ დარტყმას აყენებს. თეთრ ხალათიანები კიდევ ერთხელ მოუწოდებენ...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-02-21 21:30:32
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.როგორ ემზადება ხელისუფლება ხანძარსაშიში სეზონისთვის - ზაფხულამდე 3 თვე რჩება „კომერსანტი“ დაინტერესდა არის თუ არა მზად და რა ღონისძიებებს ახორციელებს...


მსგავსი სიახლეები

up