შეკითხვა „ქართულ ოცნებას'': იცით თუ არა, რომ თქვენი ხელისუფლების პერიოდში მომავალ თაობას ვალი 4 მლრდ $-ით გაეზარდა?

შეკითხვა „ქართულ ოცნებას'': იცით თუ არა, რომ თქვენი ხელისუფლების პერიოდში მომავალ თაობას ვალი 4 მლრდ $-ით გაეზარდა?

access_time2018-07-02 09:00:00

კოალიციაქართული ოცნება” 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინნაციონალურ მოძრაობასსაგარეო და შიდა ვალის აღების გამო აკრიტიკებდა. თუმცა ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამ პრაქტიკაზე არც თავად უთქვამს უარი.  


რატომ სესხულობს  ხელისუფლება სულ უფრო მეტ ფულს?


მთლიანი  საგარეო ვალი რამდენიმე  კომპონენტისგან შედგება:  სახელმწიფო საგარეო ვალი, მთვარობის საგარეო ვალი, საბანკო სექტორის ვალი და სახელმწიფო კომპანიების მიერ აღებული ვალი.


მთლიანი საგარეო ვალი


  • 2012  წელი  - 13 414 700 000 აშშ დოლარი
  • 2013 წელი  -  13 443 000 000  აშშ დოლარი
  • 2014 წელი  -  13 989 100 000  აშშ  დოლარი
  • 2015 წელი  -  15 848 700 000  აშშ დოლარი
  • 2016 წელი  -  15 874 300 000  აშშ  დოლარი
  • 2017 წელი  -  17 283 400 000  აშშ  დოლარი
  • 2018  წელი  - 17 476  000 000  აშშ დოლარი


ეროვნული ბანკის საიტზე  nbg.ge სტატისტიკა  აჩვენებს, რომ მთლიანი საგარეო  ვალი  6 წელიწადში  4 მილიარდი აშშ დოლარით გაიზარდა. 

 

წმინდა საგარეო ვალი  მშპ -სთან

  • 2012  წელი  - მშპ -ს   54,3%
  • 2013  წელი  - მშპ -ს   52,3%
  • 2014  წელი  - მშპ -ს   54,1%
  • 2015  წელი  - მშპ -ს   68,5%
  • 2016  წელი  - მშპ -ს   68,0%
  • 2017  წელი  -  მშპ-ს   67,0%
  • 2018  წელი  -  მშპ -ს  67,4%


მთლიან საგარეო ვალში, იზრდება სახელმწიფო საგარეო ვალის მოცულობაც. ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე mof.ge  მოცემული სტატისტიკით სახელმწიფო საგარეო ვალი 6 წელიწადში თითქმის 1,2  მილიარდი აშშ დოლარით გაიზარდა.   


  • 2012 წელი  -  3 997 301 000 აშშ დოლარი
  • 2013 წელი  -  4 202 026 000 აშშ დოლარი
  • 2014 წელი  -  4 199 798 000  აშშ დოლარი
  • 2015 წელი  -  4 314 909 000 აშშ დოლარი
  • 2016 წელი  -  4 515 717 000 აშშ დოლარი
  • 2017 წელი  -  5 177 390 000 აშშ დოლარი
  • 2018 წელი  -  5 169 029 000 აშშ დოლარი 


სახელმწიფო საგარეო ვალის  დიდი ნაწილი მთავრობამ  საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად აიღო.



სოლიდური დაფინანსების ფონზე მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა“ გზების ხარისხისმიხედვით გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში  საქართველო  82- ადგილზეა. შვიდბალიანი შეფასებით 3,8 ქულით შეფასდა გზების ხარისხი საქართველოში და  სამხრეთაფრიკაში მდებარე ბოტსვანის რესპუბლიკისა და ცენტრალური ამერიკის სახელმწიფო ჰონდურასის გვერდით აღმოჩნდა 


იცით თუ არა, რომ საქართველოში ყოველი ახალშობილი 4 ათას ლარზე მეტი ვალით იბადება?



არადა, საარჩევნო ბლოკბიძინა ივანიშვილიქრთული ოცნებისსაარჩევნო პროგრამის თანახმად, მთავრობა დიდი ოდენობით ვალის აღების პრაქტიკაზე უარის თქმას გეგმავდა და მთავრობაში მოსვლის შემთხვევაში, ვალს მხოლოდ მომგებიანი პროექტების დაფინანსებისთვის აიღებდნენ. 


საარჩევნო  ბლოკ “ბიძინა ივანიშვილი- ქართული ოცნების”  2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის წარმოდგენილ საარჩევნო პროგრამა


 “ჩვენთვის მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, მომავალი თაობებისათვის დიდი ოდენობით ვალების დაგროვების არსებულ პოლიტიკაზე უარის თქმა და კრედიტების მხოლოდ გონივრულად  და, რაც მთავარია, გამჭვირვალედ, დასაბუთებული 
საინვესტიციო  პროექტებისათვის  გამოყენება.  აქედან გამომდინარე:  გატარდება ვალების მართვის ეფექტიანი პოლიტიკა, რომელიც გაითვალისწინებს თაობათა შორის სამართლიანობას და უზრუნველყოფს მდგრადი მაკროეკონომიკური პოლიტიკის ხელშეწყობას; 


სწორი პოლიტიკის განხორციელებით უზრუნველყოფილი იქნება ვალების ოპტიმალურ დონეზე შენარჩუნება და მართვა, რაც ამავე დროს ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ კეთილდღეობას.


ბოლო 20 წლის განმავლობაში არ არსებობდა სახელმწიფო პოლიტიკა საშინაო ვალების მიმართულებით. სხვადასხვა პერიოდში საქართველოს სახელმწიფომ აღიარა ან არ აღიარა მოქალაქეთა მიმართ ცალკეული დავალიანებები, როგორც შიდა ვალი. მიუხედავად ამისა, ვერ მოხერხდა ვერც პრიორიტეტების განსაზღვრა და ვერც საშინაო ვალის მომსახურების გრძელვადიანი გეგმის შემუშავება.


 აქედან გამომდინარე, დავიწყებთ მუშაობას იმისათვის, რომ მოხდეს სახელმწიფო შიდა ვალის ინვენტარიზაცია და დაფარვის რეალური მექანიზმის შექმნა .

 

ნინო ნატროშვილი

 





დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-09-23 21:00:22
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი:   1. ბათუმში კუნძულის აშენებას „ამბასადორი“ აპირებს – ახალი მონაცემები აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მიერ დაანონსებული კუნძულის მშენებლობას ბათუმში შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ გეგმავს.     2. მუნიციპალიტეტების შავი ხვრელი - რატომ...

ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან კი გამყარდა

ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან კი გამყარდა
access_time2021-09-23 18:00:28
23 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.24 თეთრით 3.1179-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.1100 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 0.19 თეთრით 3.6532-მდე გამყარდა, ხოლო ბრიტანულ ფუნტთან 1.36 თეთრით 4.2650-მდე გაუფასურდა. თურქულ ლირასთან ლარი 0.01 თეთრით 0.3601-მდე, ხოლო აზერბაიჯანულ მანათთან 0.31 თეთრით 1.8322-მდე გამყარდა. 100 რუსულ რუბლთან კი 0.58 თეთრით 4.2872-მდე, ხოლო 1000 სომხურ დრამთან 3.35 თეთრით...

ბათუმში კუნძულის აშენებას „ამბასადორი“ აპირებს – ახალი მონაცემები

ბათუმში კუნძულის აშენებას „ამბასადორი“ აპირებს – ახალი მონაცემები
access_time2021-09-23 17:20:01
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მიერ დაანონსებული კუნძულის მშენებლობას ბათუმში შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ გეგმავს. ეს ინფორმაცია „ბათუმელებმა“ ინფორმირებულ პირებთან კომუნიკაციისა და საჯარო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით დაადასტურა. ინვესტორი ელგუჯა ქებურიასთან ერთად ბიზნესმენი ფრიდონ ქათამაძეა, თუმცა მისი წილი კომპანიაში ბევრად მცირე – 18 პროცენტია. ამ პროექტისთვის შპს „ამბასადორ ბათუმი აილენდი“ 2021 წლის ივნისში დააფუძნა ოფშორში,...

BAG ინდექსი: კომპანიების საინვესტიციო გეგმები პანდემიამდე არსებულ მდგომარეობას უბრუნდება

BAG ინდექსი: კომპანიების საინვესტიციო გეგმები პანდემიამდე არსებულ მდგომარეობას უბრუნდება
access_time2021-09-23 14:30:32
BAG ინდექსის ფარგლებში, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, წევრებისა და მათი შვილობილი კომპანიების ინვესტიციების ცვლილების ტენდენციასაც აკვირდება. ცხადია, 2020 წელს, მკვეთრად შემცირებული შიდა თუ საგარეო მოთხოვნის, ლოგისტიკური სირთულეებისა და სხვა დაბრკოლებების გათვალისწინებით, კომპანიებმა თავიანთი საინვესტიციო გეგმები მნიშვნელოვნად დააკორექტირეს. მიმდინარე წელს კი, პანდემიის მიუხედავად, ინვესტიციების ზრდის ტემპი კოვიდამდე არსებულ მდგომარეობას უბრუნდება. ცნობისათვის, 2019 წელს ჯამური ინვესტიციები...

ვლადიმერ პაპავა: საუბარი, რომ „ვისოლში“ საწვავი არ ჩავასხათ, კონკრეტულ ქსელში საკვები არ ვიყიდოთ, ბიზნესზე ტერორია

ვლადიმერ პაპავა: საუბარი, რომ „ვისოლში“ საწვავი არ ჩავასხათ, კონკრეტულ ქსელში საკვები არ ვიყიდოთ, ბიზნესზე ტერორია
access_time2021-09-23 14:55:34
ეკონომიკის ექსპერტმა ვლადიმერ პაპავამ სარეკლამო ბიზნესზე ზეწოლის შესახებ „პრაიმტაიმის“ პრეს–კლუბში განცხადება გააკეთა. მისი თქმით, იმაზე საუბარი, რომ „ვისოლში“ საწვავი არ ჩავასხათ, კონკრეტულ ქსელში საკვები არ ვიყიდოთ, ბიზნესზე ტერორია. „ქვეყანაში დღეს წინასაარჩევნო პერიოდია. დაძაბული სიტუაციაა. პოლიტიკურად ცხელი შემოდგომაა. ამ პირობებში არის ხშირი ურთიერთბრალდება. ამაში, სამწუხაროდ, ყვება ბიზნესი. ნუ გვავიწყდება, რომ ცხოვრება არჩევნების შემდეგაც გრძელდება და ეს...


მსგავსი სიახლეები

up