კალაძის მიერ გაკრიტიკებული კომპანია „მილენიუმ ბილდერს გრუპი“ თბილისის მერს პასუხობს

კალაძის მიერ გაკრიტიკებული კომპანია „მილენიუმ ბილდერს გრუპი“ თბილისის მერს პასუხობს

access_time2020-03-02 13:30:49

თბილისის მერის კახა კალაძის მიერ გაკრიტიკებული საგზაო კომპანია  „მილენიუმ ბილდერს გრუპის“  დირექტორი თეიმურაზ ბოჭორიშვილი, კომენტარს „კომერსანტთან“ აკეთებს. როგორც ცნობილია, თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებთან დაკავშირებით ისაუბრა. კალაძემ   გლდანში რამდენიმე ქუჩაზე წარმოებულ სამუშაოებზე გაამახვილა ყურადღება და სამუშაოების შესრულების ხარისხთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოთქვა.


შპს „მილენიუმ ბილდერს გრუპმა“  ხიზაბავრისა  და ხარაძის ქუჩებზე გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით, გზის საფარის კაპიტალური რეაბილიტაცია განახორციელა. თეიმურაზ ბოჭორიშვილის თქმით, გზა 18 თებერვალს გაიხსნა და მისთვის უცნობია, რატომ კეთდება აქცენტი ისევ იმ ქუჩებზე, როდესაც რეალურ პრობლემას გლდანის ცენტრალური ქუჩა, ხიზანიშვილი ქმნის.


„ხალხის პროტესტი  გლდანში გადაკეტილი გზის გამო,  უკავშირდება ხიზანიშვილის ქუჩას და ამ ქუჩასთან ჩემს კომპანიას არანაირი შეხება არ აქვს. არ ვიცი მერმა რატომ გამოთქვა უკმაყოფილება ამ ქუჩებთან დაკავშირებით, დასკვნა თქვენ გააკეთეთ, ალბათ შეცდომაში შეიყვანეს და ამის გამო ახსენა ის ქუჩები რომელიც მე მქონდა ჩაბარებული და სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები 18 თებერვალს დასრულდა.“-ამბობს თეიმურაზ ბოწორიშვილი.

 

რაც შეეხება ხიზაბავრისა და ხარაძის ქუჩებს, „მილენიუმ ბილდერს გრუპის“  დირექტორის თქმით, სამუშაო პროცესში პრობლემები აღმოჩნდა, რომელიც საკუთარი ხარჯით გამოასწორა და პროექტი დათქმულ ვადაში დაასრულა.


 

„ის ასფალტი,რომელიც გზის მშენებლობისთვის ვიყიდე, ვერ დააკმაყოფილა სტანდარტის მაჩვენებელი. ასფალტის ქარხანამ თავისი ხარჯებით გაასწორა ჩვენთვის მიყენებული ზარალი. რაც შეეხება ტენდერში მონაწილეობას, რა თქმა უნდა მივიღებთ, რადგან ჩვენ არ დავჯარიმებულვართ, არც შავ სიაში ვართ. იმიტომ რომ ჩვენი ხარჯით დავასრულეთ პროცესი.“-ამბობს ბოჭორიშვილი.

 

„კომერსანტის“ კითხვაზე, თუ რატომ მიიჩნევენ ქართულ კომპანიებს არაკომპედენტურებად, თეიმურაზ ბოჭორიშვილი ამ მოსაზრებას არ ეთანხმება და აცხადებს:


„საქართველოში ამ სფეროში  პროფესიონალები ჰყავს,  თუმცა, საკვალიფიკაციო  გამოცდილება არ ჰყოფნით, რომ  საერთაშორისო ტენდერებში მიიღონ მონაწილეობა. შესაბამისად, საერთაშორისო  კომპანიები, რომლებიც დიდ მაგისტრალებზე მუშაობენ, რა თქმა უნდა იგებენ ტენდერებს, შემდეგ კი ქართველ კომპანიებს ქვეკონტრაქტორად განიხილავენ,“-აღნიშნავს ბოჭორიშვილი.


ნათია ლომიძე




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up