შეინ როზენტალი: „შორაპანი-არგვეთას და ქვეშეთი-კობის გზის მონაკვეთების რეაბილიტაცია მნიშვნელოვნად შეამცირებს ავტოსაგზაო შემთხვევებს“

შეინ როზენტალი: „შორაპანი-არგვეთას და ქვეშეთი-კობის გზის მონაკვეთების რეაბილიტაცია მნიშვნელოვნად შეამცირებს ავტოსაგზაო შემთხვევებს“

access_time2020-02-03 10:45:29

„შორაპანი-არგვეთას მონაკვეთი აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალზე და ქვეშეთი-კობის მონაკვეთი ჩრდილოეთ-სამხრეთ დერეფანში დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ორი მთავარი პროექტია, რომლებიც აზიასა და ევროპას შორის საქართველოს ტრანსპორტისა და ეკონომიკური დერეფნის პოტენციალის რეალიზებას შეუწყობს ხელს,“ - ამის შესახებ აზიის განვითარების ბანკის (ADB) საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა შეინ როზენტალმა „კომერსანტთან“ მიმდინარე პროექტების შესახებ საუბრისას განაცხადა.

 

მისივე განმარტებით, ეს პროექტები ასევე გააუმჯობესებს საქართველოს რეგიონებს შორის კომუნიკაციას, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს შემდგომ ეკონომიკურ განვითარებას მათ შორის ტურიზმსა და სოფლის მეურნეობას.

 

„შორაპანი-არგვეთას გზის მონაკვეთის გაუმჯობესების პროექტი ხელს შეუწყობს აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალზე ტრანსპორტის ეფექტიან და უსაფრთხო გადაადგილებას. პროექტი მოიცავს ახალი ოთხზოლიანი გზის მშენებლობას, წვდომას მეორადი მნიშვნელობის გზებზე და გზაზე დასასვენებელი ადგილების მოწყობას.  

 

შარშან ADB-მა 415 მილიონი დოლარის (ექვივალენტი ევროში) ხელშეკრულებას მოაწერა ხელი ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფანში ქვეშეთი-კობის გზის მონაკვეთის მშენებლობისთვის. ამ გზის განახლება, რომელიც ახლა საფრთხის შემცველი და ავტოტრანსპორტით გადატვირთულია მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ტრანსპორტის მიმოსვლას და შეამცირებს ავტოსაგზაო შემთხვევებს. შემოვლითი გზისა და გრძელი გვირაბის სამშენებლო სამუშაოები უკვე დაწყებულია და ამ რეგიონში ვაჭრობისა და ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს.


 

ეს ორი პროექტი განსაკუთრებით შეუწყობს ხელს საქართველოს ევროკავშირთან, ცენტრალური აზიისა და მეზობელ ქვეყნებთან დაკავშირებას. ისინი ასევე მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ მთავრობის დასახული გეგმის განხორციელებაში — გახადონ საქართველო აზიასა და ევროპას შორის ტრანსპორტისა და ეკონომიკური დერეფანი“, - განაცხადა შეინ როზენტალმა.

 

2019 წლის აგვისტოში აზიის განვითარების ბანკმა (ADB) საქართველოში ახალი მაგისტრალის მშენებლობისთვის, კერძოდ ქვეშეთი-კობის პროექტისთვის, 415 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი დაამტკიცა. აზიის განვითარების ბანკის ცნობით, ქვეშეთი-კობის გზის პროექტი პირველია ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანსპორტო დერეფნის დაგეგმილ გაუმჯობესებათა ნუსხაში და ეს დერეფანი მნიშვნელოვანი სატრანზიტო მიმართულებაა საქართველოს, სომხეთისა და რეგიონული სავაჭრო პარტნიორებისთვის.

 

2019 წლის ნოემბერში კი ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა და საქართველოში აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა, შეინ როზენტალმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას 255.1 მლნ ევროს ოდენობის ფინანსური რესურსის გამოყოფის თაობაზე. აღნიშნული თანხა მიიმართება შორაპანსა და არგვეთას შორის, დაახლოებით, 14.7-კილომეტრიანი ორმხრივი, 4-ზოლიანი გზის მშენებლობასა და აღნიშნულ ავტომაგისტრალზე საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესების ღონისძიებებზე.


ნინო თამაზაშვილი






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up