“შეიძლებოდა რომ ეს გადაწყვეტილება 2-3 კვირით ადრე მიეღოთ, თუმცა არც დღეს ყოფილა დაგვიანებული“ -  შოთა ბურჯანაძე

“შეიძლებოდა რომ ეს გადაწყვეტილება 2-3 კვირით ადრე მიეღოთ, თუმცა არც დღეს ყოფილა დაგვიანებული“ - შოთა ბურჯანაძე

access_time2022-02-22 17:00:20

საკოორდინაციო საბჭომ 22 თებერვალს გამართულ სხდომაზე თითქმის ყველა მანამდე არსებული კოვიდრეგულაცია გააუქმა. როგორც რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარე შოთა ბურჯანაძეკომერსანტთან” საუბარში აღნიშნავს, საკოორდინაციო საბჭოს ეს გადაწყვეტილება მოსალოდნელი და ადეკვატური იყო. მისივე თქმით, რამდენიმე კვირაში დარჩენილი მცირედი რეგულაციებიც სრულად მოიხსნება.


„კორონავირუსის არსებულ შტამთან “ომიკრონთან“ მიმართებით საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება ადეკვატური და მოსალოდნელი იყო, შეიძლებოდა რომ ეს გადაწყვეტილება 2-3 კვირით ადრე მიეღოთ, თუმცა არც დღეს ყოფილა დაგვიანებული.

შეზღუდვებს, რომლებიც დღეს გვაქვს, რეალურად “ომიკრონის“ მოქმედებასთან მიმართებაში არანაირი შეხება არ ჰქონია და რაც არ უნდა დაწესდეს, ეს მხოლოდ და მხოლოდ ფურცელზე დაწერილი გამოვა და მხოლოდ და მხოლოდ ეკონომიკას და სახელმწიფოს დააზარალებს. აქედან გამომდინარე, ის მცირედი შეზღუდვები, რაც დარჩენილია, ეგეც რამდენიმე კვირაში მოიხსნება“, - აღნიშნა შოთა ბურჯანაძემ.


ბურჯანაძის თქმით, საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილება ფაქტობრივად შეზღუდვების სრულიად მოხსნაა და ძალიან მცირე ბერკეტია დატოვებული იმისთვის, რომ თუ ეპიდსიტუაცია გაუარესდება, რაღაც შეზღუდვა მაინც არსებობდეს.



„დღევანდელი გადაწყვეტილება, ფაქტობრივად, შეზღუდვების სრულიად მოხსნას ნიშნავს, დატოვეს მხოლოდ მცირე შეზღუდვა რაოდენობაზე, თუმცა ამ რაოდენობის შემმოწმებელიც ხომ უნდა არსებობდეს? რეალურად, ის ნაბიჯი, რაც გადაიდგა, არის ის მოტივაცია, რომ მომავალში ყველაფრის მოხსნა უფრო მარტივი იყოს. თუმც რაღაც ბერკეტი დატოვებულია იმისთვის, რომ სასწაული რომ მოხდეს და სიტუაცია გამწვავდეს რაღაც შეზღუდვა არსებობდესს, რომ ისევ დიდ შეზღუდვებს არ დავუბრუნდეთ. ეს არის უბრალოდ ფიქცია, რომელზეც ვფიქრობ რომ ყურადღება დიდად არ მიექცევა“, – თქვა შოთა ბურჯანაძემ.


საკოორდინაციო საბჭოს 22 თებერვლის გადაწყვეტილებით ქორწილებზე და ქელეხებზე აკრძალვა მოიხსნა, ერთ მაგიდასთან დასაშვები რაოდენობა კი 10 ადამიანამდე გაიზარდა, გარდა ამისა მოიხსნა დეზობარიერის თერმოსკრინინგის და ე.წ. ჟურნალის წარმოებაც. 



თაკო კვაჭანტირაძე 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up