შეიძლება მთელი პანთეონი და მამადავითი ჩამოიშალოს - დავით მესხიშვილი მთაწმინდაზე კლდის ჩამოშლის შესახებ

შეიძლება მთელი პანთეონი და მამადავითი ჩამოიშალოს - დავით მესხიშვილი მთაწმინდაზე კლდის ჩამოშლის შესახებ

access_time2018-05-31 13:31:43


ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე დავით მესხიშვილი სოციალურ ქსელში მთაწმინდაზე, ყიფიანი-ჭონქაძის კვეთაზე მიმდინარე სასტუმროს მშენებლობაზე კლდის ჩამოშლის ფაქტს ეხმიანება.


ტექსტს უცვლევად გთავაზობთ:



მიუხედავად ჩვენი არაერთგზის გაფრთხილებისა (მათ შორის ტრანსპორტისა და გზების ასოციაციაცაა), რომ მამადავითისა და მთაწმინდის პანთეონის ძირში შეეჩერებინათ კლდის ჭრა და მრავალბინიანი კორპუსის მშენებლობა, თბილისის მერია ყოველ ჯერზე გვპასუხობდა აგდებულად, რომ ჩვენ არაფერი ვიცით და მათ აქვთ კვლევები. 


  ვიცი რა ნეიტრალური ექსპერტების (გეოლოგები, ჰიდროლოგები, სეისმოლოგები და სხვ.) მოსაზრებები და სხვადასხვა დროში ჩატარებული კვლევების შედეგები, აშკარა ხდება, რომ ნებართვების აბსოლუტური უმრავლესობა აშკარად გაყალბებულია. აქაც და ჟვანიას ქუჩაზეც გავმართეთ აქციები, მაგრამ შესაბამისმა სამსახურებმა საერთოდ არ მოახდინეს რეაგირება. დღეს, კლდის ჩამოშლა რომ უფრო მასშტაბური არ იყო და თან მსხვერპლი არ მოჰყვა, სასწაული უფროა, ვიდრე რაიმე კანონზომიერება. ოღონდ, აშკარად დროებით გადავრჩით! კლდის თავზე, ჩამონგრევის ადგილიდან 4-5 მეტრის დაშორებით არაერთი ბარაკული ტიპის სახლია განთავსებული, ხოლო ძირში მუდმივად ირეოდნენ მუშები, რომლებიც ახლა საძირკველის ჩაყრით არიან დაკავებულები. გადავრჩით! მაგრამ მეწყერს და შესაბამისად სიკვდილს ვერ გადაურჩა, ამ ადგილიდან ერთი კილომეტრის მოშორებით განთავსებულ ბენზინგასამართ სადგურზე მომუშავე 2 პერსონალი რამდენიმე წლის წინ. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ შეიძლება მთელი პანთეონი და მამადავითი ძირს, ჭონქაძის ქუჩაზე ჩამოიშალოს. რაც შეეხება თბილისის მერიას, ძალიან ძვირად დაგიჯდებათ ფუთფუთი დეველოპერებთან და სრულიად აგდებული, არაპროფესიონალური და გულგრილი დამოკიდებულება საკუთარი მოქალაქეების მიმართ! ძალიან ცუდად დამთავრდება ეს ამბები! სამწუხაროდ ეს დასაწყისია!.



RealClearEnergy: „ფრონტერას“ მხრიდან საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა სამართლის ექსპერტების მოსაზრებებს ეწინააღმდეგება

RealClearEnergy: „ფრონტერას“ მხრიდან საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა სამართლის ექსპერტების მოსაზრებებს ეწინააღმდეგება
access_time2020-07-14 12:00:17
„უჩვეულო დავა მიმდინარეობს ტეხასის ენერგეტიკულ ფირმასა და საქართველოს სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ნავთობკომპანიას შორის, ბრძოლა, რომელიც აერთიანებს კორპორატიული ინტრიგების, საერთაშორისო სამართლისა და აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ელემენტებს. ერთ მხარეს არის საქართველო, აშშ-ის მოკავშირე და ნატოს პარტნიორი, რომელმაც ხელი მოაწერა ნავთობის მოძიების ხელშეკრულებას ტეხასის კომპანიასთან 1990-იანი წლების შუა პერიოდში, საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის მოპოვებიდან მალევე. მოწინააღმდეგე მხარეა...

„თელიასონერა“ მაგთიკომის მფლობელს პარლამენტის ტრიბუნიდან გაკეთებული სიცრუის ტირაჟირებაში ამხელს

„თელიასონერა“ მაგთიკომის მფლობელს პარლამენტის ტრიბუნიდან გაკეთებული სიცრუის ტირაჟირებაში ამხელს
access_time2020-07-14 13:22:50
„მსურს ხაზი გავუსვა, რომ ჩვენი გადაწყვეტილება რეგიონიდან გასვლის შესახებ, გამომდინარეობს  „თელიასონერას ბიზნეს სტრატეგიიდან და არავითარ შემთხვევაში არ ეხება ცალკეულად თქვენს ქვეყანას, საქართველოს, - ეს ამონარიდია იმ წერილიდან, რომელიც კომპანია „თელიასონერას  პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა იოჰან დენელინდიმ 2015 წლის 16 ნოემბერს მაშინდელი კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარეს და ეკონომიკის მინისტრს მიწერა.       როგორც ჩანს,...

პანდემიის მიუხედავად სასტუმროებმა ფასები წინა წელთან შედარებით არ შეამცირეს

პანდემიის მიუხედავად სასტუმროებმა ფასები წინა წელთან შედარებით არ შეამცირეს
access_time2020-07-14 14:00:33
საქართველოში სასტუმროს საშუალო ფასები გაიზარდა. PMCG- ის კვლევითი ცენტრის მიერ მომზადებული კვლევის მიხედვით ირკვევა, რომ 2020 წლის მაისთან შედარებით ივნისის თვეში 5 ვარსკვლავიანი, 4 ვარსკვლავიანი და 3 ვარსკვლავიანი ტიპის სასტუმროების ფასები 2,4%-ით გაიზარდა. ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასმა 9.9 % — ით იმატა. 2020 წლის...

ლევან კობერიძე „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონპროექტის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს

ლევან კობერიძე „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონპროექტის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს
access_time2020-07-14 13:00:03
პარლამენტის მიერ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონში ცვლილებების პროექტის დამტკიცების შემთხვევაში, ფრაქცია დამოუკიდებელი დეპუტატები მას საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქციის წევრმა ლევან კობერიძემ განუცხადა.   ეს კანონი უკვე ანტიკონსტიტუციურია, მაგრამ ის იმ დათქმით არის მიღებული, რომ იმოქმედოს 15 ივლისამდე. ეს კანონი პარლამენტის გვერდის ავლით, მთავრობას აძლევს იმ უფლებების შეზღუდვის საშუალებას, რაც მხოლოდ და მხოლოდ საგანგებო...

გავაკეთოთ ,,დროებითი მწვანე რეზიდენცია“ და ვისაც სურს, რომ მეორე ტალღა ,,გამოიზამთროს“, მივცეთ საქართველოში ჩამოსვლის საშუალება

გავაკეთოთ ,,დროებითი მწვანე რეზიდენცია“ და ვისაც სურს, რომ მეორე ტალღა ,,გამოიზამთროს“, მივცეთ საქართველოში ჩამოსვლის საშუალება
access_time2020-07-13 19:01:29
„იქნებ გავაკეთოთ ,,დროებითი მწვანე რეზიდენცია“ ( 3-6 თვიანი) და ვისაც სურს, რომ მეორე ტალღა ,,გამოიზამთროს“, მივცეთ საქართველოში ჩამოსვლის საშუალება ოჯახებთან ერთად“, - ამის შესახებ ანაკლია სითის აღმასრულებელი დირექტორი ქეთი ბოჭორიშვილი სოციალურ ქსელში წერს.   „კომერსანტი“ მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:   „Thinking out of box- ჩვენ ვუმკლადვდებით ამ ვირუსს, ამავდროულად, სამწუხაროდ რეგიონში მძიმე მდგომარეობა არის. იქნებ შევძლოთ ამის უფრო მეტად...


მსგავსი სიახლეები

up