„შეიძლება მომდევნო წლის ბიუჯეტი ტრანსფერებით და დახმარებებითაც კი, ვერ იყოს ისეთი, როგორიც მაგალითად, 2020 წლის ბიუჯეტი იყო“ - კახა კალაძე

„შეიძლება მომდევნო წლის ბიუჯეტი ტრანსფერებით და დახმარებებითაც კი, ვერ იყოს ისეთი, როგორიც მაგალითად, 2020 წლის ბიუჯეტი იყო“ - კახა კალაძე

access_time2020-08-19 13:36:47

დედაქალაქის მერიამ თბილისის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის წინასწარი პარამეტრები დაამტკიცა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.



როგორც მერმა აღნიშნა, 2021 წლის ბიუჯეტი მიმდინარე წლის ბიუჯეტისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება, რაც პანდემიასთან დაკავშირებული მოვლენებით არის განპირობებული.



„დედაქალაქის მერიამ თბილისის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის წინასწარი პარამეტრები დაამტკიცა, რაც კანონმდებლობით არის გაწერილი და სავალდებულოა. მნიშვნელოვანი გარემოებაა ის, რომ აღნიშნული პარამეტრები არსებითად განსხვავდება 2020 წლის ბიუჯეტის წინასწარი ფაქტობრივი პარამეტრებისგან. თუ გადავხედავთ, როგორ იზრდებოდა დედაქალაქის ბიუჯეტი 2017 წლიდან მოყოლებული, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი იყო იმ თვალსაზრისით, რომ უფრო მეტი ინფრასტრუქტურული, სოციალური და ჯანდაცვის პროექტის განხორციელების საშუალება გვეძლეობდა, თუმცა პანდემიიდან გამომდინარე, გარკვეული პრობლემები შეიქმნა, როგორც ქვეყანაში, ასევე, მთელ მსოფლიოში. რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტია, რომ შეიძლება მომდევნო წლის ბიუჯეტი ტრანსფერებით და დახმარებებითაც კი, ვერ იყოს ისეთი, როგორიც მაგალითად, 2020 წლის ბიუჯეტი იყო“, - განაცხადა კახა კალაძემ.




თბილისის მერმა იმ ინფრაქტრუქტურულ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება, რომლის დროებით შეჩერება ქვეყანაში არსებულმა ვითარებამ გამოიწვია.



„2020 წელს პროექტების განხორციელების თვალსაზრისით, საკმაოდ ამბიციური გეგმები გვქონდა, თუმცა სამწუხაროდ, პანდემიის გამო, გარკვეულ სამუშაოებს ჯერ ვერ ვიწყებთ. ასეთი პროექტებია მაგალითად, წერეთლის გამზირი, რომლის სრული რეაბილიტაცია გვქონდა დაგეგმილი; ქეთევან დედოფლის გამზირი, სადაც იგივე მიდგომები და დამოკიდებულება გვქონდა; ვაჟა-ფშაველას გამზირი; ბაგებიდან საბურთალოს მიმართულებით გადამსვლელი ხიდის პროექტის განხორციელება; ვეფხი და მოყმის მიმდებარე ტერიტორიის განახლება და მოწესრიგება; აღნიშნულ პროექტებს, ამ ეტაპზე, არსებული რეალობიდან გამომდინარე, ვერ ვიწყებთ, თუმცა ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ წლის ბოლოს ან მომავალი წლის დასაწყისში, შესაძლებელი იქნება მათი განხორციელება“, - განაცხადა თბილისის მერმა.



კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს საპრივატიზაციო ნუსხის გაზრდა დაავალა, რათა დედაქალაქის მთავრობამ უფრო მეტი პროექტის განხორციელება შეძლოს.



„მინდა, ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს დავავალო, რომ რაც შეიძლება მეტი საპრივატიზაციო აქტივი მოვიძიოთ. შეიძლება ეს იყოს მიწები, შენობა-ნაგებობი, რადგან შემოსავლების ნაწილშიც სერიოზული კლება და პრობლემები გვაქვს. მესმის, რომ ბევრი დაწესებულება დახურულია და ეკონომიკური აქტივობები ჯერ კიდევ არ შეინიშნება, რომელიც ჩვენი ბიუჯეტისთვის მნიშვნელოვანი იყო. შესაბამისად, ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ გავზარდოთ შემოსავლები, ჩავრთოთ ბიზნესსექტორი, გავზარდოთ საპრივატიზაციო ნუსხა იმისთვის, რომ მეტი შემოსავალი გვქონდეს და უფრო მეტი პროექტი განვახორციელოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up