„შეიძლება ითქვას, რომ წელს პასკის სეზონი ჩავარდა“ - საკონდიტროები

„შეიძლება ითქვას, რომ წელს პასკის სეზონი ჩავარდა“ - საკონდიტროები

access_time2021-04-30 11:00:23

„რა თქმა უნდა პასკაზე ფასი გავზარდეთ, რადგან ყველა  პროდუქტის ფასი, რომლითაც ჩვენ პასკებს  ვამზადებთ გაიზარდა თუ 2-ჯერ არა 50% - ით მაინც, მაგალითად  ფქვილზე  შაქარზე იმატა ღირებულებამ.   ჩვენი ინგრედიენტები, მაგალითაც  პასიკის  სუნელები, რითაც პასკა  გამოირჩევა 50% - ით არის  გაზრდილი - შარშან თუ  ფასი  20 ლარი იყო, ახლა 30 ლარია,“ - ამის შესახებ კომერსანტს საკონდიტრო „ტარტანის“ მენეჯერი ჯული ჭაჭიაშვილი უყვება.


წინასააღდგომოდ ყველაზე აქტუალური საკონდიტრო ნაწარმი, როგორც ჩანს ისეთივე მასშტაბებით არ იყიდება, როგორც ამ პერიოდს შეეფერება.  როგორც საკონდიტროები აღნიშნავენ,  თუ ადრე ერთი მომხმარებელი 10 პასკას იძენდა , წელს ეს რიცხვი 2 ამდე შემცირდა.

 

პანდემიამ ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ჩვენი მომხმარებლის მსყიდველუნარიანობაზე, ადრე თუ შეკვეთილი პასკების რაოდენობა ერთი მომხმარებლის მხრიდან იყო 10 ცალი და მეტი, წელს იგივე მომხმარებელი მხოლოდ 2 პასკას ყიდულობს. მყიდველების ძალიან უმნიშვნელო  რაოდენობას შეკვეთილი აქვს ხუთი ცალი , ეს თავისთავად  პანდემიის  გავლენაა.


შეიძლება  ვთქვა, რომ შარშანდელთან  შედარებით  წელს  პასკები თითქმის არ იყიდება, დიდ ხუთშაბათს  შარშან უამრავი მომხმარებელი გვყავდა , წელს  შემოდიან, მაგრამ  უმეტესობა პასკას  აღარ  ყიდულობს, ჩვენ  ბვრ  სხვა  რაღაცასაც  ვაცხობთ.



როგორც  ასეთი,  წელს  პასკა  შეიძლება  ითქვას რომ ჩავარდა.


შარშან ეს პროდუქტი ღირდა 25 ლარი,  წელს  ერთ კილოგრამიანი პასკა  30 ლარი  ღირს.


მაგალითად  შაქარს თუ 50 ლარად  ვყიდულობდით, იგივე  რაოდენობაში 80-90 ლარს  ვიხდით, ასევეა  ფქვილიც , ადრე თუ 60 ლარი ღირდა, იგივე  რაოდენობა  წელს 105 ლარი ღირს. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ პასკის  თვითღირებულება  ძალიან მაღალია, მოგების  პროცენტი  შარშანდელთან შედარებით დავწიეთ, რადგან ჩვენი ერთგული კლიენტები არ დაგვეკარგა. ამ პროპორციების მიხედვით სულ მცირე  ათი ლარით უნდა  გაგვეზარდა, მაგრამ გამომდინარე იქიდან,  რომ ჩვენი კლიენტები  არ დაგვეკარგა, მხოლოდ ხუთი ლარი მოვუმატეთ,“ - ამბობენ „ტარტანში“.

 

კომპანია „იფქლი“, როგორც ბაზარზე კიდევ ერთი მოთამაშე პასკის ბაზრის მცირე ნიშას იკავებს, თუმცა გვიყვება, რომ კომპანიაც იძულებული გახდა ფასი დაეკორექტირებინა ლარის კურსისა და პანდემიის გავლენით.

 

„ფასები დიდად არ გაგვიზრდია, ალბათ ასე 10 პროცენტით, თუმცა ყველა მწარმოებელმა გაზარდა და ზოგმა გააორმაგა კიდეც, არეული სიტუაციაა.  მართალია პასკებს ძალიან ცოტას ვაწარმოებთ და არ ვართ ბაზარზე წამყვანი მოთამაშეები, მაგრამ ჩვენი ობიექტების გარდა რამდენიმე ქსელურ მარკეტში შეგვაქვს ცოტა რაოდენობით.  პასკის რეალიზაცია  ისეთივეა წელსაც როგორიც შარშან, დიდი ცვლილება ჩვენთვის არ ყოფილა. - ამბობს ბაქარ ბაკურაძე, „იფქლის“ გენერალური დირექტორი.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up