„შეიძლება ამანათების რიცხვი ისეთ მინიმუმამდე დავიდეს, რაც ჩვენს ბიზნესს არ ახსოვს.“ - ამანათების გადაზიდვები და საბაჟო გადასახადის პრობლემა

„შეიძლება ამანათების რიცხვი ისეთ მინიმუმამდე დავიდეს, რაც ჩვენს ბიზნესს არ ახსოვს.“ - ამანათების გადაზიდვები და საბაჟო გადასახადის პრობლემა

access_time2020-03-20 10:45:33

„ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ამანათების რიცხვი მცირდება,  არის დოლარის კურსი.  განბაჟებაზე  300 ლარიანი ზღვარია დაწესებული  მას შემდეგ, რაც ლარი ჯერ კიდევ 1,7-იან ნიშნულზე იყო დოლართან მიმართებაში.  ზოგადად, დოლარის კურსის გამო გაუძვრიდა მოსახლეობას ნივთები, რომელსაც იწერდა. ხალხი ჯერ თავს იკავებს რაიმეს შეძენისგან იმიტომ, რომ რა იქნება ქვეყანაში არ იციან. ველოდებით, რომ შეიძლება ამანათების რიცხვი საერთოდ ისეთ მინიმუმამდე დავიდეს, როგორიც ჩვენს ბიზნესს არ ახსოვს“.  - საფოსტო გადაზიდვების კომპანია Inex Group-ის დირექტორმა „კომერსანტთან“ საუბრისას კორონავირუსის პანდემიის ფონზე ამ პროფილის კომპანიების მთავარ გამოწვევებზე ისაუბრა, მათ შორისაა, შემცირებული ამანათების რიცხვი, საბაჟო გადასახადის  სიმძიმე დოლარის კურსის მატებასთან ერთად და გაძვირებული ავიაგადაზიდვები.


საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, კორონავირუსის მიუხედავად, ჩინეთიდან ამანათებისა და წერილების მიღება უსაფრთხოა. ამასთან, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კორონავირუსის ამანათების მეშვეობით გავრცელების საშიშროება არ არსებობს,  თუ ყველა ტვირთი საგულდაგულოდ იქნება დამოუშავებული საზღვრის გადაკვეთამდე. მიუხედავად ამისა, ამანათების ჩამოსვლა რამდენიმე ქვეყნიდან შემცირებული და გაუქმებულიც არის,  რაც კორონავირუსით გამოწვეულ სხვა მიზეზებს უკავშირდება, მათგან ერთ-ერთი ვალუტის კურსის ცვლილებაა.


„კომერსანტი“ სხვადასხვა კომპანიას დაუკავშირდა, რომლებიც ექსპედირების სერვისს, გადაზიდვასა და საფოსტო მომსახურებას უზრუნველყოფენ საერთაშორისო ბაზრიდან საქართველოში, მათ შორის ონლაინ გამოწერილი ტვირთისა და პერსონალური ამანათების ქართველი მომხმარებლებისთვის მიწოდებას. მათი ნაწილი აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე მცირედით შეინიშნება ჩამოსული ამანათების რაოდენობებში ცვლილება, თუმცა, ნივთების გამოწერისგან ხალხი თავს იკავებს.


„ჩვენ ორი სახის ამანათები გვაქვს -  ერთი არის გამოწერილი ამანათები და მეორე -პერსონალური ამანათები, რომელსაც ქართველი ემიგრანტები თავიანთი ოჯახის წევრებს უგზავნიან. ყველაზე მეტი ქართველი იტალიაში ცხოვრობს და ამ ეტაპისთვის იტალიიდან შეჩერებულია ყველანაირი გზავნილი, ნაწილი კი, რომელიც გამოგზავნილია,  გზაშია და ჯერჯერობით არ უშვებენ საზღვარზე.  რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, ყველგან ძალიან არის შემცირებული და ზოგან გაჩერებულია.  ესპანეთში დაკეტილია ჩვენი პარტნიორების ოფისები, სადაც ამანათები გროვდება.  საბერძნეთი ჯერჯერობით ჩვეულებრივად მუშაობს, თუმცა იქიდანაც ძალიან არის  შემცირებული ამანათების რიცხვი.  ხალხი გარეთ გამოსვლას ერიდება და ეშინიათ, რომ ჩაბარებული ამანათი შეიძლება დროულად ვერ ჩამოვიდეს საქართველოში. რაც შეეხება გამოწერილ ამანათებს, ჯერჯერობით მხოლოდ იტალიიდან ვერ ხდება გამოგზავნა. გერმანიიდან ხდება დაბრკოლებებით გამოგზავნა. ჩინეთთან თებერვალში იყო შეფერხება და ახლა ჩვეულებრივად ღიაა.


ამასთან, მდგომარეობას ართულებს ის, რომ ევროპიდან ამერიკაში ფრენები აიკრძალა და დანარჩენი თავისუფალი საჰაერო ტრანსპორტი გადაიტვირთა.  ამის გამო ველოდებით, რომ გარკვეული შეფერხებები ჩამაოტანის ვადებთან დაკავშირებით იქნება და არა მარტო ჩვენთან, არამედ ყველა კომპანიაში.  ერთეული ავიაკომპაბნიები დაფრინავენ, რომელსაც საქართველოში ტვირთის შემოტანა შეუძლია. რაც უფრო გაგრძელდება ეს კრიზისი, უფრო იქნება შესამჩნევი მისი ნეგატიური შედეგები. ავიაკომპაბიებმა გააძვირეს ავიაგადაზიდვა და ყველა მხრიდან ერთდროუალდ ხდება ჩვენი საქმიანობის ხელის შეშლა.“ - განმარტავს Inex Group-ის დირექტორი გიორგი კაპანაძე „კომერსანტთან“ საუბრისას.



ბიზნესმენი არსებული სიტუაციის შემსუბუქების საშუალებად სახელმწიფოს მხრიდან განბაჟების ზღვარის გაზრდასა და გადამზიდავი კომპანიებისთვის შეღავათების დაწესებას მიიჩნევს. გიორგი კაპანაძის თქმით, ამ ეტაპზე ამ სფეროს სხვა კომპანიებთან ერთად ხელისუფლებისგან ინიციატივას ელის, თუმცა კრიზისის გაგრძელების შემთხვევაში  შესაბამის უწყებებთან შეხვედრებსაც გეგმავს.


„სახელმწიფოს ორი მიმართულებით შეუძლია ჩაერიოს, ერთი არის ის, რომ განბაჟების 300 ლარიანი ზღვარი ძალიან დიდი პრობლემაა ჩვენი მომხმარებლისთვის და სახელმწიფოს შეუძლია გადახედოს მის გაზრდას. ეს მომხმარებლისთვის ძალიან დიდი შვება იქნება რადგან,  მას უწევს დამატებით დღგ-ს გადახდა იმ ნივთებზე, რომელიც 300 ლარს სცდება, რაც არსებული დოლარის კურსის პირობებში ძალიან რთულია. მეორე საკითხი, უკავშირდება კომპანიებს, რომელთაც პირდაპირი შეხება აქვთ საერთაშორისო გადაზიდვებთან, ალბათ შესაძლებელია, რომ მათ გარკვეული შეღავათები დაუწესდეთ გადასახადების კუთხით.  რასაც ვაკვირდები, სახლემწიფო თვითონ იჩენს ინიციატივას და დგამს ნაბიჯებს მდგომარეობის შესამსუბუქებლად,  ყოველთვიურად ახალი ინიციატივები მოდის და ველოდებით, თუმცა ალბათ დადგება საკითხი, რომ შედგეს შეხვედრა კომპეტენტურ მხარესთან და ჩვენი პრობლემები განვიხილოთ. ჯერ არ ვიცით ეს მდგომარეობა როდემდე გასტანს, ამიტომ ზარალს ჯერჯერობით ვერ ვაფასებთ, რაც მეტად გაჭიანურდება დროში, მით უფრო დიდი ზიანი იქნება ჩვენი პროფილის მქონე კომპანიებისთვის.“- ამბობს კაპანაძე.


„საქართველოს ფოსტაში“ აღნიშნავენ, რომ ევროპის რამდენიმე ქვეყნიდან ამანათებისა და წერილების გამოგზავნა სრულადაა შეჩერებული. მიუხედავად ამისა, ამანათების კუთხით, მსოფლიოში გავრცელებული კორონავირუსის რეალური ეფექტი,  მომდევნო თვეში უფრო  შესამჩნევი იქნება.


„ჩვეულებრივად მიმდინაროებს ამ ეტაპზე ამანათების ჩამოსვლა. აღსანიშნავია, რომ ყველა ქვეყანა ატარებს სადეზინფექციო სამუშაოებს ამანათის გამოგზავნამდე და არცერთი ამანათი საზღვარს არ ტოვებს თუ შესაბამისად დამუშავებული არ არის. როგორც იცით, გამოწერიდან ჩამოსვლამდე გარკვეული დროა საჭირო, შესაბამისად, ამ ეტაპზე ამანათების შემცირება არ შეინიშნება.  თუმცა, ეს შეიძლება მომდევნო თვეში გამოჩნდეს. აღსანიშნავია, რომ ბევრმა  ქვეყანამ შეაჩერა ამანათების ტრანსპორტირება და არც წერილები  მოდის და არც გზავნილები.“ - აცხადებენ „საქართველოს ფოსტაში“.


კომპანია Amanati ტვირთს ჩინეთიდან და ამერიკიდან იღებს, მათი თქმით, ამჟამად ამ ორ ქვეყანასთან ტრსანსპორტირების კუთხით მდგომარეობის მკვეთრი ცვლილება არ შეინიშნება.


„ჩვენი კომპანიის ძირითადი ხაზი  ჩინეთი და ამერიკაა.  საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამანათებით არ გადადის ვირუსი. უბრალოდ, ახლა უფრო მეტ შემოწმებას გადის ყველა ამანათი, ვიდრე აქამდე გადიოდა. თუმცა ამ მომენტისთვის ჩინეთში საკმაოდ სტაბილური სიტუაციაა, ამ ქვეყნიდან  გზავნილების დამუშავება გამკაცრებულია. სანამ  საქართველომდე ჩამოდის ამანათი, მას რამდენიმე საზღვრის კვეთა უწევს და სრულიად უსაფრთხოა ვირუსის თვალსაზრისით. ჩვენს მომხმარებლებზე ვერ ვიტყვით რომ ერიდებიან ჩამოსული ამანათების გატანას ან გამოწერა არ სურთ. რადგან თვითონვე აზუსტებენ მომწოდებელთან და ეკონტაქტებიან, რწმუნდებიან რომ უსაფრთხოა. გვყავს როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირები, ზოგი კომერციული საქმიანობისთვის  ყიდულობს ნივთებს, ზოგი პირადი მოხმარებისთვის.“ - აცხადებენ კომპანია Amanati-ს საზოგადოებასთნ ურთიერთობის სამსახურში.

 

მარიამ მორგოშია






დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-26 21:00:58
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.კეთილდღეობის და სწრაფი განვითარების ლოზუნგით მოსული „ქართული ოცნების“ დეპუტატები 4 წლიან საქმიანობას აჯამებენ „კომერსანტი“ დაინტერესდა ამ დროის განმავლობაში რა გააკეთეს მმართველი პარტიის დეპუტატებმა მთავარი დანაპირების - „კეთილდღეობის და სწრაფი განვითარების“ შესასრულებლად, რის გამოც ოთხი წლის წინ ამომრჩევლებს ხმას სთხოვდნენ. როგორ აფასებენ...

26 ოქტომბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გაუფასურდა

26 ოქტომბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გაუფასურდა
access_time2020-10-26 18:30:27
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 26 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2285 ლარი...

„საწარმოები რეფორმით გათვალისწინებული მოთხოვნების შესასრულებლად, მზად არ არიან“ - როგორია ფინანსური ანგარიშგებისა და აუდიტის რეფორმის შედეგები 4 წლის შემდეგ

„საწარმოები რეფორმით გათვალისწინებული მოთხოვნების შესასრულებლად, მზად არ არიან“ - როგორია ფინანსური ანგარიშგებისა და აუდიტის რეფორმის შედეგები 4 წლის შემდეგ
access_time2020-10-26 18:00:06
ფინანსური ანგარიშგებისა და აუდიტის რეფორმა პანდემიის პირობებში, როგორია რეფორმის შედეგები 4 წლის შემდეგ და რა მოლოდინები აქვთ აუდიტორულ კომპანიებს. „გრანთ თორნთონის“ მმართველი პარტნიორი, ვახტანგ ცაბაძე რადიო კომერსანტის გადაცემაში „ჩემი აუდიტორი“ მეოთხე კატეგორიის კომპანიებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ საწარმოები რეფორმით გათვალისწინებული მოთხოვნების შესასრულებლად, ჯერჯერობით, მზად არ...

მთავრობა 48 მილიონი ლარის ღირებულების საწოლფონდის შესყიდვას გეგმავს

მთავრობა 48 მილიონი ლარის ღირებულების საწოლფონდის შესყიდვას გეგმავს
access_time2020-10-26 16:30:39
მთავრობამ საწოლფონდის შესაძენად გამარტივებული შესყიდვა გამოაცხადა. შესაბამისი განაცხადი უკვე ფიქსირდება სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე. სოციალური მომსახურების სააგენტომ კლინიკებთან უკვე გააფორმა ხელშეკრულებები 5,645,320 ლარის საწოლფონდის შესაძენად. შესყიდული საწოლი ადგილები თბილისსა და ქვეყნის სხვა რეგიონებში არის გადანაწილებული. ჯამურად, სოციალური მომსახურების სააგენტო 48 მილიონი ლარის ღირებულების საწოლფონდის შესყიდვას...

KTW მზის ენერგიის გამოყენებას იწყებს - პროექტში ჯგუფი 3 წელში $3-4 მლნ-ს ჩადებს

KTW მზის ენერგიის გამოყენებას იწყებს - პროექტში ჯგუფი 3 წელში $3-4 მლნ-ს ჩადებს
access_time2020-10-26 14:30:55
კომპანია KTW ჯგუფი მზის ენერგიის გამოყენებას იწყებს. მომავალი 3 წლის განმავლობაში კომპანია პროექტში 3-4 მლნ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ KTW ჯგუფის დამფუძნებელმა ზურაბ ჩხაიძემ განუცხადა, ამ დროისთვის უკვე განხორციელებულია 0,5 მლნ დოლარის ინვესტიცია, წლის ბოლომდე კი ჯგუფს ამ მიმართულებით 1 მლნ დოლარის ინვესტიცია ექნება განხორციელებული. მიკროელექტროსადგურის საშუალებით საწარმო გარემოზე მავნე ზემოქმედების გარეშე იღებს...


მსგავსი სიახლეები

up