თიბისი კაპიტალის პროგნოზით, სებ-ი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად, 11%-ზე დატოვებს. თიბისი კაპიტალში განმარტავენ, რომ ძლიერი ლარი, სასაქონლო ფასების კლებასა და წლის დასაწყისთან შედარებით ეკონომიკური ზრდის ნორმალიზებასთან ერთად, კვლავ მონეტარული პოლიტიკის შერბილების არგუმენტია.
„თუმცა, როგორც ჩანს, მხოლოდ წლის ბოლოსათვის. შესაბამისად, ოთხშაბათს, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზრდის გამორიცხვის ფონზე, მიუხედავად იმისა, რომ შემცირების წინაპირობები წონადია, ჩვენი საბაზო სცენარი განაკვეთის უცვლელად დატოვებაა, - აცხადებენ თიბისი კაპიტალში.
აღსანიშნავია, რომ სხდომა 14 სექტემბერსაა ჩანიშნული. ბოლო 4 სხდომის განმავლობაში, ანუ 30 მარტიდან მონეტარული პოლიტიკის კომიტეტს განაკვეთი არ შეუცვლია.
2008 წლის შემდეგ კი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 11%-იანი ნიშნული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.