შეიცვლება თუ არა დენის ტარიფი 6 თვის შემდეგ

შეიცვლება თუ არა დენის ტარიფი 6 თვის შემდეგ

access_time2021-01-09 00:00:00

„ზაფხულიდან ფუნქციონირებას დაიწყებს ენერგეტიკული ბირჟა, როგორც ეს ევროპული მოდელით არის წარმოდგენილი. ამასთან, „თელასს“ და „ენერგოპროს“ გამოეყოფა ელექტროენერგიის მიწოდების ნაწილი და ისინი იქნებიან მხოლოდ ქსელის მფლობელები“,- ამის შესახებ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ განაცხადა.



როგორც მან განმარტა, 6 თვის შემდეგ სწორედ ბაზრის გახსნასთან დაკავშირებული ცვლილებები იქნება და ელექტროენერგიის ახლახანს დადგენილი ტარიფების შემცირება ან გაზრდა დაგეგმილი არ არის.



„გავაკეთებ რამდენიმე განმარტებას, ვინაიდან, ელექტროენერგიის ტარიფები დადგენილი იყო 3 წლის ვადით და ეს ვადა იწურებოდა 2020 წლის დეკემბრის ბოლოს, უნდა დაგენილიყო ახალი ტარიფები.



მეორე მნიშვნელოვანი გარემოება იყო ის, რომ დადგენილი წესის მიხედვით, ტარიფების ვადის გასვლამდე 6 თვით ადრე მოგვამართავენ კომპანიები. ისინი წარმოადგენენ თავიანთ სატარიფო განაცხადებს, სადაც არის მათი ყველა ტიპის ხარჯი, რომელიც აქვთ გაწეული და მომავალში გასაწევი. ასევე, წარმოდგენილია საინვესტიციო პროექტები, რომელიც გულისხმობს ზუსტად იმ პრობლემური ელექტროსადენების, ბოძების, ტრანსფორმატორების გამოცვლას და ა.შ. იქ, სადაც დატვირთვები იმატებს, იმ უბნებში, რაიონებში, სოფლებში დამატებითი პროექტების განხორციელება, სწორედ ენერგიის უწყვეტი და ხარისხიანი მიწოდებისთვის ხდება. შესაბამისად, ჩვენ ამ და სხვა რამდენიმე ფაქტორზე დაყრდნობთ, დავიწყეთ კომპანიების მიერ წარმოდგენილი ხარჯების აუდიტი. ამის შედეგად, ხარჯები მნიშვნელოვნად დაიწურა. ჩვენ თითქმის, 30 მლნ ლარამდე არ გავითვალისწინეთ „თელასის“ და „ენერგოპროსთვის“.




ამასთან, წარმოდგენილი საინვესტიციო პროექტების ანალიზი გაკეთდა და ამის საფუძველზე, ხარჯები აქაც დაიწურა. შემდეგ უკვე, მიღებული მაჩვენებლები ჩავსვით სპეციალურ ფორმულაში, რომელიც დადგენილია ტარიფების გაანგარიშებისთვის და დავადგინეთ ახალი სამომხმარებლო ტარიფი, როგორც თბილისში, ისე რეგიონებში.



გამოვეხმაურები კიდევ ერთ საკითხს - ითქვა, რომ 6 თვეში მარეგულირებელ კომისისას მოუწევს ახალი ტარიფების დადგენაო. თუმცა, აქ ჩვენ ბაზრის გახსნასთან დაკავშირებული ცვლილებები გვექნება და რაიმე არსებითს ახლანდელი ტარიფების მიმართ არ ველოდებით. გამომდინარე იქიდან, რომ ამ წლის ზაფხულიდან ფუნქციონირებას დაიწყებს ენერგეტიკული ბირჟა, როგორც ეს ევროპული მოდელით არის წარმოდგენილი და მსხვილი მომხმარებლები იყიდიან ბაზარზე, ამასთან, „თელასს“ და „ენერგოპროს“ გამოეყოფა ელექტროენერგიის მიწოდების ნაწილი და ისინი იქნებიან მხოლოდ ქსელის მფლობელები. ანუ, გამანაწილებელი კომპანიები. ამიტომ, ეს იქნება უფრო სამართლებრივი ხასიათის ცვლილებები. ამდენად, ნუ გავაჩენთ მოლოდინს, რომ როდესაც ჩვენ ამ ცვლილებებიდან გამომდინარე ხელახლა გადავამტკიცებთ ტარიფს და კომპონენტების ცვლილება იქნება, ეს არსებითად რაიმე სახით აისახება მომხმარებლებზე. ამის მოლოდნი ამ ეტაპზე ნამდვილად არ გავქვს“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.



BPN.GE






თეგები:
ტარიფი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up