შეგვიძლია, ნებისმიერ დროს ჩვენთვის სასურველი მენტორი შევარჩიოთ, დავუკავშირდეთ და გაგვიზიაროს გამოცდილება- Tripcars-ი 500 Startups ის აქსელერაციის პროგრამაზე

შეგვიძლია, ნებისმიერ დროს ჩვენთვის სასურველი მენტორი შევარჩიოთ, დავუკავშირდეთ და გაგვიზიაროს გამოცდილება- Tripcars-ი 500 Startups ის აქსელერაციის პროგრამაზე

access_time2020-08-12 12:00:56

საქართველოს ბანკისა და  საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თანამშრომლობით, უმსხვილესი ბიზნეს აქსელერატორის 500 Startups-ის აქსელერაციის პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს. პროექტის მთავარი მიზანია ნიჭიერი ანტრეპრენერების აღმოჩენა, მათი მხარდაჭერა, რათა შექმნან წარმატებული კომპანიები, გავიდნენ გლობალურ ბაზრებზე და საბოლოო ჯამში კიდევ უფრო კარგად გააცნონ საქართველო, როგორც გლობალური ეკო სისტემის განვითარების პოტენციალის მქონე ქვეყანა. 



აქსელერაციის პროგრამის 14-მა  კომპანიამ პირველი ეტაპი წარმატებით დაასრულა, ახლა კი მენტორშიპის მეორე ეტაპზე იმყოფებიან. დღეს ჩვენ გიამბობთ 500 Startups Georgia-ს ერთ-ერთ რჩეულ კომპანიაზე, Tripcars-ზე.



როდესაც კარლ ბენცმა 1980 წელს პირველი ავტომობილი გამოიგონა, ალბათ ვერც კი წარმოიდგენდა რამხელა ინდუსტრიას ჩაუყრიდა საფუძველს. მხოლოდ 2017 წელს, რომელიც ამ ინდუსტრიისათვის სარეკოდო აღმოჩნდა, მსოფლიოს მასშტაბით 79.6 მილიონი ერთული ავტომობილი გაიყიდა. (წყარო - Statista.com).



ბევრს აწუხებს  პარკირების პრობლემა, მაგრამ ალბათ არ დაფიქრებულხართ იმაზე თუ საკუთარი მანქანით დღის განმავლობაში რა დროით სარგებლობთ. სხვა მხრიდან რომ შევხედოთ, პარკირებული ავტომობილები არის გამოუყენებელი რესურსი, რომელსაც მფლობელისთვის შეიძლება შემოსავალი მოეტანა.



წლების განმავლობაში საკუთარი ავტომობილის გაქირავება ნელი და მოუქნელი პროცესი იყო. ინტერნეტისა და სმარტფონების განვითარებამ კი გააჩინა სრულიად ახალი ბიზნესი - ე.წ „Peer to peer car sharing”. მსგავსი პროდუქტი უკვე აღარაა უცხო არც ქართული ბაზრისათვის. Tripcars ქართული სტარტაპია, რომელიც მომხმარებლებს ყოველდღიურად მანქანების გაქირავების/ქირაობის სერვისს სთავაზობს.    



„ერთ-ერთ ჩემს მეგობარს ჰქონდა სტანდარტული მანქანის გაქირავების კომპანია, რომელმაც შემომთავაზა დღიურად გამექირავებინა ავტომობილი. სერვისი ძალიან მოუქნელი იყო, რადგან მანქანა უნდა დაგვეტოვებინა კონკრეტულ ავტოსადგომზე და არ ვიცოდი საერთოდ გაქირავდებოდა თუ არა.  ამ დროს მივხვდით, რომ  ეს სერვისი შეგვეძლო გაგვეკეთებინა ციფრულად და შეგვექმნა სისტემა, რომელიც იქნებოდა გამჭვირვალე, სწრაფი და მარტივად დააკავშირებდა გამქირავებელს მომხმარებელთან. ჩვენ ავიღეთ Airbnb-ს მოდელი და მოვარგეთ ავტომობილების გაქირავების სერვისს. ჩვენს მომხმარებლებს წინასწარ აღარ უწევთ მანქანის სადმე მიყვანა და მხოლოდ ჯავშნის მიღების შემდეგ გადასცემენ ავტომობილს კლიენტს,“ - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი ირაკლი ცაგარეიშვილი. 



Tripcars ქართულ ბაზარზე 2019 წლის ივლისში გამოჩნდა და თავდაპირველად ძირითადი სამიზნე აუდიტორია უცხოელი ტურისტები იყვნენ, მაგრამ COVID-19 პანდემიის შემდეგ დამფუძნებლებმა სტრატეგია შეცვალეს და პროდუქტი ლოკალურ მომხმარებლებსაც მოარგეს. პანდემიის გარდა კომპანიას სხვა უფრო დიდი გამოწვევაც ჰქონდა პროდუქტის შექმნისას. ქართულ ბაზარზე არ არსებობდა ყოველდღიური დაზღვევა, რაც სტარტაპისთვის დიდ სირთულეს წარმოადგენდა. ჩვენს პარტნიორთან თანამშრომლობით Tripcars-ისთვის შეიქმნა ყოველდღიური დაზღვევა და თუ გადაწყვეტთ მანქანის გაქირავებას, ის დაზღვეული იქნება იმდენი დღით, რამდენი დღითაც იქირავებს კლიენტი. 




„სტარტაპს ერთ წლიანი საოპერაციო გამოცდილებაც არ ჰქონდა და 500 startup-ის აქსელერაციის პროგრამაში მონაწილეობა ჩვენთვის იქნება უდიდესი ნახტომი ბიზნესის განვითარებაში.  მანამდე გვქონდა სხვადასხვა მცირე გამოცდილება, მაგრამ ამ აქსელერაციის პროგრამაში მონაწილეობამ ჩვენი მიდგომა და ხედვა სრულიად ახალ საფეხურზე გადაიყვანა.



500 Startup-ს აქვს საკმაოდ დიდი პორტფელი, რომელიც 500-ზე მეტ გამოცდილ მენტორს აერთიანებს. პროგრამის მონაწილეებს შეგვიძლია, ნებისმიერ დროს ჩვენთვის სასურველი მენტორი შევარჩიოთ, დავუკავშირდეთ და გაგვიზიაროს გამოცდილება. 



პროგრამამ ჩვენი მოლოდინი სრულიად გაამართლა და მენტორშიპის პირველ ეტაპზე  სრულიად ახალი ტექნიკები და მიდგომები ვისწავლეთ, თუ როგორ უნდა გაიზომოს სტარტაპი. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ  მენტორები დაგვეხმარნენ სტარტაპის გრძელვადიანი ხედვის ჩამოყალიბებაში და დავიწყეთ ფიქრი ჩვენთვის რელევანტური სხვა სერვისების დამატებაზეც,“ - გვიყვება ირაკლი ცაგარეიშვილი.



დღესდღეობით ავტომობილი ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა და წლების განმავლობაში ადამიანებს მასთან სხვადასხვა ტიპის ემოციური კავშირი ჩამოგვიყალიბდა. ბევრი ახალგაზრდა ოცნებობს გახდეს თვრამეტი წლის, აიღოს მართვის მოწმობა და ჰყავდეს საკუთარი ავტომობილი, მაგრამ დროთა განმავლობაში მანქანის ყოლა ხარჯებთან, პროფილაქტიკებში სიარულთან და პარკირების დაუსრულებელ პრობლემასთან ასოცირდება. მაგრამ დღეს უკვე შეგიძლიათ შეხვიდეთ www.tripcars.com-ზე და მანქანის ყიდვის ნაცვლად ყოველდღიურად იქირაოთ დაზღვეული ავტომობილი თქვენთვის ხელსაყრელი პირობებით.


(R)


თეგები:
Tripcars



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up