შეღავათიანი იპოთეკები - საპენსიო სააგენტოს შესაძლოა, სოციალური პროექტის დაფინანსება დაევალოს

შეღავათიანი იპოთეკები - საპენსიო სააგენტოს შესაძლოა, სოციალური პროექტის დაფინანსება დაევალოს

access_time2019-02-11 14:55:45

თქვენ მიერ საპენსიო ფონდში გადარიცხული ფულით, ყველაზე დაბალშემოსავლიან მოქალაქეებს შესაძლოა “იაფი კრედიტები” მიეცეს, რათა მათ ბინები შეიძინონ. ეს ცვლილება წერია კანონპროექტში, რომელსაც პარლამენტი განიხილავს.

 

ფრაქცია “სოციალ-დემოკრატების” მიერ მომზადებული კანონპროექტით, ქვეყანაში ახალი სსიპ-ი “ეროვნული საბინაო ფონდი” უნდა შეიქმნას, რომელიც დაფინანსებას პირდაპირ საპენსიო სააგენტოსგან მიიღებს. კანონპროექტის მიხედვით, “სსიპ ეროვნულმა საბინაო ფონდმა” საბაზროზე უფრო დაბალ ფასად, გრძელვადიანი იპოთეკური სესხები ქვეყნის ყველაზე დაბალშემოსავლიან მოქალაქეებს უნდა მისცეს.

 

“საპენსიო აქტივების ნაწილი მიემართება საბინაო ფონდისკენ, რომლის საჯარო სამართლის იურიდიული პირი დაარსდება საპენსიო სქემის ამუშავების შემდეგ. ხელმისაწვდომი საცხოვრებლის პროგრამის ფარგლებში განხორციელდება გრძელვადიანი დაბალპროცენტიანი საცხოვრებლის მიწოდება, განსაკუთრებით დაბალშემოსავლიანი დასაქმებულებისთვის (სპეციალური კრიტერიუმების მიხედვით), უპირატესად კი ახალგაზრდებისთვის, რომელთაც დეკლარილებული აქვთ საკუთარი შემოსავლები. ეს შეამცირებს კომერციული ბანკების მიერ გაცემულ მაღალ პროცენტიან სესხებზე დამოკიდებულებას და თანხებს ეკონომიკის რეალური სექტორისკენ მიმართავს. ყველა სხვა პოზიტიური ეფექტების გარდა, ამას შეუძლია მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ახალგაზრდების საბინაო საჭიროებების დაკმაყოფილების საქმეში,” - წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

 

დღეს მოქმედი საპენსიო სისტემით, საპენსიო სააგენტომ ინვესტირება მხოლოდ მომგებიან ფინანსურ აქტივებში უნდა მოახდინოს. “შეღავათიანი საცხოვრისის” პროგრამა კი, თავისი არსით სოციალური პროექტია. იქიდან გამომდინარე, რომ საპენსიო სააგენტოს დაევალება დაასუბსიდიროს მაღალრისკიანი სესხები, რათა მათი საპროცენტო განაკვეთი საბაზრო განაკვეთზე დაბალი იყოს ეს პროგრამა მაღალი ალბათობით, სააგენტოსთვის წამგებიანი ინვესტიცია იქნება.

 


“ფრაქცია სოციალისტების” მიერ წარდგენილი კანონპროექტი ცვლილებებს კიდევ ბევრი მიმართულებით ითვალისწინებს.

 

პენსიის გაცემის მექანიზმი შემდეგია: დღევანდელი დასაქმებულები აფინანსებენ არსებულ პენსიონერებს, ხოლო დღევანდელ დასაქმებულებს პენსიაზე გასვლის შემდეგ დააფინანსებენ იმ დროის დასაქმებულები.

 

კანონპროექტის მიხედვით, მეორე სვეტის შენატანები ნაწილდება დამსაქმებელსა და სახელმწიფოზე დასაქმებულის დაუბეგრავი ხელფასის სავალდებულო 2%-2%-ის ოდენობით და ირიცხება საპენსიო ფონდში მოქალაქის ანგარიშზე თაობათა შორის სოლიდარობის განსაზღვრული სარგებლის სქემისთვის. როდესაც მოქალაქე მიაღწევს საპენსიო ასაკს სახელმწიფო და დამსაქმებელი შესაბამისად შეწყვეტენ შენატანების განხორციელებას.

 

ნარჩუნდება კერძო დაგროვებითი სისტემა. მონაწილეობა სავალდებულოა ყველა დასაქმებულისთვის საპენსიო ასაკის მიღწევამდე, პენსიაზე გასვლის შემდეგ კი - ნებაყოფლობითი იმ პენსიონერებისთვის, რომლებიც აგრძელებენ მუშაობას, მათ შეეძლებათ გააგრძელონ საკუთარი დაუბეგრავი ხელფასის სულ მცირე 2%-ის შეტანა დაგროვებით საპენსიო სქემაში.

 

კანონპროექტის ავტორი, ბექა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ თუ მის წინადადებას მხარს არ დაუჭერენ, ის საპარლამენტო უმრავლესობას დატოვებს.


წყარო: bm.ge






„რადიოქალაქის“ პროექტზე აქუციონი უახლოეს მომავალში გამოცხადდება

„რადიოქალაქის“ პროექტზე აქუციონი უახლოეს მომავალში გამოცხადდება
access_time2019-02-19 21:45:40
„ჩვენ უახლოეს მომავალში გამოვაცხადებთ აუქიონს რადიოქალაქის პროექტზე“,— ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ facebook-ლაივში განაცხადა. „კომერსანტის“ კითხვაზე, რომელი კომპანია ჩაიბარებს პროექტს, როგორც კალაძემ განაცხადა ამ ეტაპზე უცნობია და აუციონის შემდეგ გამოვლინდება გამარჯვებული.  „ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო პროექტი. ზოგადად გლდანის, თემქის და მუხიანის მოსახლეობისთვის ეს იქნება ერთ-ერთი საინტერესო...

სატრანსპორტო გენერალურ გეგმაზე მუშაობას მერია ზაფხულიდან დაიწყებს

სატრანსპორტო გენერალურ გეგმაზე მუშაობას მერია ზაფხულიდან დაიწყებს
access_time2019-02-19 21:53:39
„კომერსანტის“ კითხვაზე, რამდენად რეალურია დიდ დიღომში მიწისზედა მეტროსაგდურის მშენებლობა და თუ იგეგმება ამ კუთხით კონკრეტული პროექტის განხორციელება, როგორც მერის მაოდგილებ მაია ბითაძემ განაცხადა დიდი დიღმის განვითარება ორი მიმართულებით იგეგმება.  „ფაქტია, დიდ დიღომში გადაადგულება პრობლემას წარმოადგენს და მგზავრთნაკადთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. შესაბამისად, ვგეგმავთ ამ ადგილის ორი მიმართულებით განვითარებას. პირველი, ჩვენ ზაფხულის ბოლოს აზიის...

სოფო ხუნწარია: „ღამის ეკონომიკის ფარგლებში ძალიან მალე ფუდ-გარდენი მოეწყობა“

სოფო ხუნწარია: „ღამის ეკონომიკის ფარგლებში ძალიან მალე ფუდ-გარდენი მოეწყობა“
access_time2019-02-19 21:33:00
„კომერსანტის“ კითხვაზე, როდის იგეგმება ღამის ეკონომიკის ფარგლებში კონკრეტული პროექტის განხორციელება, როგორც თბილისის მერის მოადგილემ სოფო ხუნწარიამ განაცხადა ძალიან მალე ერთ კონკრეტულ ლოკაციაზე მოეწყობა ფუდ-გარდენი, იგივე მოძრავი კვების ობიექტები.  „ღამის ეკონომიკა ეს არის კომუნიკაცია მერიასა და  მცირე ბიზნესს შორის, ასევე მოსახლოებასთან,...

თბილისის ვიცე- მერი „ცენტრ-პოინტის„ დაზარალებულებზე - მიმდინარეობს ალტერნატიულ გადაწყვეტილებაზე მუშაობა

თბილისის ვიცე- მერი „ცენტრ-პოინტის„ დაზარალებულებზე - მიმდინარეობს ალტერნატიულ გადაწყვეტილებაზე მუშაობა
access_time2019-02-19 19:15:56
თბილისის მერი კახა კალაძე ამ წუთებში მოადგილეებთან ერთად facbook-live-ში მოსახლეობის კითვებს პასუხობს. პირველი თემა, რასაც კალაძე შეეხო ეს კომპანია „ცენტ-პოინტის“ მიერ დაზარალებულებია.  თემაზე ისაუბრა ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ ისაუბრა და როგორც მან განმარტა, ამ ეტაპზე გადაწყტვეილება მიღებული არ არის. მიმდინარეობს სამუშაო პროცესი. ყველამ ვიცით, რომ 4000-ზ მეტი ოჯახია დაზარალეული და რა თქმა უნდა, თბილისის მერიას აქვს როლი ამ პრობელემების დარეგულირებაში. გარდა...

Forbes.ru: საქართველო - ბლექ-ჯეკით და ხაჭაპურით

Forbes.ru: საქართველო - ბლექ-ჯეკით და ხაჭაპურით
access_time2019-02-19 20:00:47
"საქართველოსადმი რუსების ინტერესის ზრდა შესამჩნევია არასპეციალისტებისთვისაც კი - საკმარისია ჰკითხოთ ნაცნობებს, სად გაატარეს მათ შვებულება და ალბათ, გამოკითხვის 10 მონაწილეს შორის მოიძებნება 1 ან 2-3 ადამიანი, რომელიც ისვენებდა საქართვლოში," — წერს Forbes.ru. გამოცემის ინფორმაციით, სულ უფრო მეტ რუსს იზიდავს თბილისის გასტრონომიული სიუხვე, კახეთის ღვინოები, სვანეთის პეიზაჟები და ბათუმის თბილი...


მსგავსი სიახლეები

up