შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამით დაფინანსებული კომპანია წილს ასხვისებს –  “ბანკებმა სესხი არ მომცეს და გაჩერებულები ვართ“

შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამით დაფინანსებული კომპანია წილს ასხვისებს – “ბანკებმა სესხი არ მომცეს და გაჩერებულები ვართ“

access_time2017-08-23 10:00:30

შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული კალმახის მწარმოებელი კომპანია „ალგოთი“ წილს ასხვისებს. კომპანიის დამფუძნებელი გიორგი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება კომპანიამ ფინანსური რესურსების სიმცირის გამო მიიღო. მისი განცხადებით, კომპანიაში განხორციელებული ინვესტიცია წარმოების გაფართოებას მოხმარდება.

 

კითხვაზე, რა ოდენობის წილს ყიდის კომპანია „ალგოთი“ და ვინ იქნება ინვესტორი, ღარიბაშვილი ამ დროისთვის ვერ აკონკრეტებს, რადგან აცხადებს, რომ ინვესტორთან მოლაპარაკებები ამჟამადაც მიმდინარეობს. შედეგად, წილის ოდენობა მხოლოდ მოგვიანებით გახდება ცნობილი. რაც შეეხება ინვესტორის ვინაობას, ღარიბაშვილი აცხადებს, რომ კომპანიაში წილით ქართველი ბიზნესმენი შევა.

 

„კომპანიაში ინვესტორის შესვლა იმანაც განაპირობა, რომ „ალგოთმა“ შეღავათიანი აგროკრედიტების პროგრამის ფარგლებში 2013-2014 წლებში შეღავათიანი სესხი მიიღო, წარმოება დაიწყო, თუმცა, 2015 წელს თეთრიწყაროში მომხდარმა სტიქიამ (ძლიერი წვიმა) არსებული თევზი სრულად გამინადგურა. მას შემდეგ არც ბანკებმა მომცეს სესხი და გაჩერებულები ვართ“-აცხადებს ღარიბაშვილი.

 

მისი ინფორმაციით, ახალი მეწილე კომპანიაში სავარაუდოდ, სექტემბრიდან შევა, წლის ბოლოდან კი წარმოება მცირე მასშტაბით აღდგება. მომდევნო წლის გაზაფხულიდან კი კომპანია წლიური წარმადობის გაზრდას გეგმავს. ღარიბაშვილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე  კომპანიას წელიწადში 80-100 ტონის წარმოება შეუძლია, გადაიარაღების შემდეგ კი მოცულობა 300 ტონამდე გაიზრდება.

 

როგორც ღარიბაშვილი განმარტავს,  შპს „ალგოთი ქართული წარმოების კალმახს მომავალი წლიდან ექსპორტზეც გაიტანს.


 

ქართული კალმახის რეალიზაციას  კომპანია წინა წლებში ადგილობრივ ბაზარზე, კონკრეტულად, კი მარნეულში ახდენდა. როგორც შპს „ალგოთის“ ხელმძღვანელი განმარტავს, კომპანიამ ოპერირება 2 წლის წინ დაიწყო. საწყის ეტაპზე მხოლოდ ინკუბატორი ჰქონდათ, თუმცა, მას შემდეგ, რაც 2015 წელს კომპანია შეღავათიანი აგროკრედიტების პროგრამის ფარგლებში 136 500 აშშ დოლარით დაფინანსდა, გაკეთდა რამდენიმე რკინა-ბეტონის აუზი, სადაც ხდება თევზის მოშენება.

 

„ფინანსების ნაკლებობის გამო ვერ ვაწარმოებ იმდენს, რამდენიც დაგეგმილი მქონდა. სესხი მხოლოდ სამშენებლო სამუშაოებისთვის იყო საკმარისი. პატარა წარმოება მოგებას ვერ მოიტანს, რადგან სესხის პროცენტიც გადასახდელია და მოგება იმდენი არ რჩება, რომ რეინვესტირებაში იყოს საკმარისი. შედეგად, თუ ინვესტორი შემოვიდა, წარმოებაც გაფართოვდება, ექსპორტზე გავალთ და  მდგომარეობა ბევრად უკეთესობისკენ შეიცვლება“-აცხადებს ღარიბაშვილი.

 

მისი ინფორმაციით, სამომავლოდ კომპანია ზუთხის ხიზილალას წარმოებასაც გეგმავს.

 

შპს „ალგოთი ქვემო ქართლში, თეთრიწყაროს რაიონში მდებარეობს.

 

 

ავტორი: სოფო ქსოვრელი 

 

 

 




სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებმა უნდა დაგვარწმუნონ იმაში, რომ შეუძლიათ სიტუაციის მართვა - ნათია თურნავა

სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებმა უნდა დაგვარწმუნონ იმაში, რომ შეუძლიათ სიტუაციის მართვა - ნათია თურნავა
access_time2020-11-30 13:33:54
თურნავას თქმით, სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებმა მთავრობა უნდა დაარწმუნონ იმაში, რომ შეუძლიათ სიტუაციის მართვა. მისი თქმით, ფასდაკლებაზე მოლებში განვითარებული სიტუაცია დემონსტრირება იყო იმისა, თუ რატომ არის მთელ მსოფლიოში მოლები და რესტორნები ყველაზე დიდი მიზიდულობის ცენტრი, რომელიც ადამიანების მობილობას ქმნის.   "ეს ყოველთვის არის ორმხრივი პროცესი — მთავრობა ითვალისწინებს მოლების მოთხოვნებს, მოლებმა უნდა გვაჩვენონ, რომ შეუძლიათ ვითარების მართვა, მათ შორის რიგების...

2020 წლის 9 თვეში სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგება 10,5 მლნ. ლარით გაიზარდა

2020 წლის 9 თვეში სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგება 10,5 მლნ. ლარით გაიზარდა
access_time2020-11-30 12:00:06
2020 წლის 9 თვის განმავლობაში საქართველოს სადაზღვევო სექტორის მიერ მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 513,4 მილიონი ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია, დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია მოცემული. ამავე პერიოდის შედეგებით, მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ 129,7 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 44,3 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან...

საქსტატის წინასწარი შეფასებით, სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა 3.9 პროცენტით შემცირდა

საქსტატის წინასწარი შეფასებით, სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა 3.9 პროცენტით შემცირდა
access_time2020-11-30 11:45:10
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2020 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) კლებამ 3.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2020 წლის პირველი ათი თვის საშუალო მაჩვენებელი – 5.1 პროცენტია.   საქსტატის ცნობით, 2020 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით კლება დაფიქსირდა თითქმის ყველა სექტორში, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების გარდა.

ჩვენ რომ ბერკეტები გვქონოდა .. - დააწესებდა თუ არა შეზღუდვებს ოპოზიცია?!

ჩვენ რომ ბერკეტები გვქონოდა .. - დააწესებდა თუ არა შეზღუდვებს ოპოზიცია?!
access_time2020-11-30 11:00:17
„ილუზიებში ნუ ვიცხოვრებთ, რომ ორ თვეში ყველაფერი გადაივლის და მერე ყველაფერი კარგად იქნება - არაფერიც არ იქნება კარგად. ჩაკეტვა არის უიმედობის ბოლო წერტილი, როდესაც ახალს  ვერაფერს აკეთებ. მთავრობის მიერ გაწერილია 2 თვიანი ჩაკეტვის გეგმა, მაგრამ არავის წარმოუდგენია გეგმა, რატომ ვიკეტებით და რას გავაკეთებთ ამ ჩაკეტვის დროს,“ - ამის შესახებ...

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4426 ადამიანს დაუდასტურდა

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4426 ადამიანს დაუდასტურდა
access_time2020-11-29 11:00:07
საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4426 ადამიანს დაუდასტურდა, 3721 კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა. ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში 35 კოვიდინფიცირებული...


მსგავსი სიახლეები

up