შეღავათიანი აგროკრედიტის” ძირითადი საშუალებების კომპონენტში  თანადაფინანსების პროცენტი იზრდება

შეღავათიანი აგროკრედიტის” ძირითადი საშუალებების კომპონენტში თანადაფინანსების პროცენტი იზრდება

access_time2020-05-12 16:34:03

„უნივერსალურ პროგრამა, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ 2013 წლიდან, ეს არის აგროკრედიტის პროგრამა. ეს არის „ქართული ოცნების” ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დაპირება - იაფი რესურსი სოფლის მეურნეობაში.  შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი წლიდან წლამდე სახეს იცვლის, გარკვეულ მოდიფიკაციას გადის რეალობიდან გამომდინარე. დღეს შეცვლილია რეალობა ბანკებში; აქედან გამომდინარე, საპროცენტო განაკვეთი გავზარდეთ იმისთვის, რომ მეტი შესაძლებლობა ჰქონდეს აგროსასურსათო სექტორს და აგროსასურსათო ბიზნესს.  ეს არის ახალი შესაძლებლობები, რომელიც კრიზისის დროს ჩნდება ფერმერებისთვის სოფლის მეურნეობაში. ჩვენი მოსახლეობის, დააახლოებით, 39 %-ია  სოფლის მეურნეობაში ჩართული. ამ პერიოდის განმავლობაში ადამიანები მიუბრუნდნენ სოფელს, თავიანთ ნაკვეთებს და მათ სჭირდებათ შესაძლებლობები იმისათვის, რომ თავიანთ მიწებზე, რეგისტრირებულ მიწებზე შეძლონ სასოფლო-სამეურნეო წარმოება“,  ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანტიკრიზისული გეგმის წარდგენის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.



მისივე ინფორმაციით, შეღავათიანი აგროკრედიტის” ძირითადი საშუალებების კომპონენტში თანადაფინანსების პროცენტი იზრდება.


მისი თქმით, არსებული წლიური 8%-ის  ნაცვლად სახელმწიფო ფერმერს 48 თვის განმავლობაში დაუფინანსებს 11%-ს. იზრდება ლიზინგის თანადაფინანსების პროცენტიც, ნაცვლად არსებული 9%-ისა იქნება 12 %. ძირითადი საშუალებების კომპონენტში და მის ყველა ქვეკომპონენტში იზრდება ბანკებისთვის დაწესებული პროცენტის ზედა ზღვარი, ნაცვლად 15%-ისა იქნება 18%. ძირითადი საშუალებების კომპონენტს და ლიზინგს ემატება ყურძნის გადამმუშავებელი საწარმოების და მაკარონის ნაწარმის წარმოების დაფინანსება.


პროგრამის ფარგლებში ფერმერებზე გაცემული სესხების ჯამური სავარაუდო მოცულობა იქნება 25,000,000 ლარი. წლიური პროცენტის თანადაფინანსების საბიუჯეტო ჯამური თანხა 4,000,000 ლარი (2 წლის განმავლობაში).


  • პროექტს კომპონენტად ემატება, მეორადი უზრუნველყოფის კომპონენტი მეხორცული მიმართულების მეცხოველეობისათვის და მეთხილეობისთვის საბრუნავი საშუალებებისათვის გაცემულ სესხებზე

კომპონენტის ფარგლებში გაცემული ყოველი ახალი სესხის ძირითადი თანხის მთლიანი მოცულობის არაუმეტეს 50%-ის მეორადი უზრუნველყოფა მოხდება სახელმწიფოს მიერ სესხის ან მისი პირველი ტრანშის გაცემიდან მომდევნო 18 თვის განმავლობაში.


 

  • პროექტს ასევე დაემატა ახალი ქვეკომპონენტი სასურსათო მრეწველობის დაფინანსებისთვის.

ქვეკომპონენტის ფარგლებში სესხი გაიცემა  1 500 001 ლარიდან  5 000 000 ლარის ჩათვლით, რომლის საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას სააგენტო მოახდენს წლიური 10 %-ის მოცულობით 24 თვის განმავლობაში. არსებულ მიზნობრიობებს ემატება ყურძნის გადამმუშავებელი საწარმოების, პურისა და პურპროდუქტების წარმოების და მაკარონის ნაწარმის წარმოების დაფინანსება. პროექტს ემატება აგროლიზინგის კომპონენტის ქვეკომპონენტი სასურსათო მრეწველობის დაფინანსებისათვის, სადაც სახელმწიფო თანადაფინანსება 12% იქნება 24 თვის განმავლობაში. პროგრამის ფარგლებში, ფერმერებზე გაცემული სესხების ჯამური სავარაუდო მოცულობა იქნება 20,000,000 ლარი. 500,000 ლარის ბიუჯეტის ოდენობით ანაზღაურდება მეორადი უზრუნველყოფის ფარგლებში.

 

„შეღავათიანი აგროკრედიტით” სარგებლობა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ და საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს.


ბენეფიციარი რეგისტრირებული უნდა იყოს ფერმერთა/ფერმათა რეესტრში.


„შეღავათიანი აგროკრედიტის” მიღების სურვილით პირს შეუძლია მიმართოს პროექტში ჩართულ 12 ბანკს, ხოლო შეღავათიანი აგროლიზინგით სარგებლობის სურვილით, მიმართოს პროექტში ჩართულ 4 სალიზინგო კომპანიას.


დაინტერესებულ პირს შეუძლია მიმართოს პროექტში ჩართულ ნებისმიერ საფინანსო ინსტიტუტს, რომელიც განიხილავს განაცხადს. თუ პოტენციური მსესხებელი აკმაყოფილებს პროექტით დადგენილ პირობებს და ბანკის/სალიზინგო კომპანიის მიერ დადგენილ მოთხოვნებს, საფინანსო ინსტიტუტი გასცემს შეღავათიან აგროკრედიტს/აგროლიზინგს და ბენეფიციართან აფორმებს ყველა საჭირო დოკუმენტს, რის შემდეგაც, სააგენტო ახდენს სესხის/ლიზინგის თანადაფინანსებას.

 

2020 წელს პროექტის „შეღავათიანი აგროკრედიტი” ბიუჯეტი 74 მლნ ლარია. ანტიკრიზისული ღონისძიებების ფარგლებში პროექტისთვის დამატებით გამოიყო 7.5 მლნ ლარი.

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up