შეფერხდება თუ არა ინფრასტრუქტურული პროექტები -  ირანული ბიტუმი საქართველოში ვეღარ შემოდის

შეფერხდება თუ არა ინფრასტრუქტურული პროექტები - ირანული ბიტუმი საქართველოში ვეღარ შემოდის

access_time2020-03-06 10:00:58

საქართველოსა და ირანის სავაჭრო ურთიერთობებზე კორონავირუსის გავლენა პირველ რიგში იმ პროდუქტს შეეხო, რომლის ძირითადი მომწოდებელიც ირანია. საქართველოში ასფალტის წარმოებისთვის საჭირო ბიტუმის 90 პროცენტი ირანულ პროდუქტს უჭირავს.საქართველო-ირანის სავაჭრო-სამრეწველო პალატის დირექტორთა საბჭოს წევრი  ვანო მთვრალაშვილი განმარტავს, რომ  ირანთან ვაჭრობის მთავარი ბენეფიტი ლოგისტიკა და პროდუქტის ფასი იყო. შესაბამისად, აუცილებელია ალტერნატიული გზების ძიება, რადგან ბიტუმის მარაგი ქვეყანას არ აქვს.


„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროდუქტი,  რაც ირანიდან საქართველოში შემოდიოდა ეს იყო საგზაო ბიტუმი. გვქონდა ერაყული და აზერბაიჯანული ბიტუმიც, მაგრამ ირანი იყო ძირითადი მომწოდებელი, რომელსაც ახლა ვერ ვიღებთ. მთავარი კომფორტი ირანულ სატრანსპორტო საშუალებას უკავშირდებოდა - 24 ტონიანი ტრაილერები  აღჭურვილი იყო იმ საშუალებებით, რომ მას შეუძლია პირდაპირ მწარმოებელს, ასფალტის ქარხანას პირდაპირ ადგილზე მიაწოდოს ტვირთი. ბიტუმის გადამტანი ტრანსპორტის დიდი ავტოპარკი ჩვენ არ გაგვაჩნია, შესაბამისად, ეს ორივე მხარისთვის მისაღები იყო. იქიდან წამოღებული ტვირთის ფასიც საკმაოდ კონკურენტუნარიანი იყო. რუსეთშიცაა ეს პროდუქტი და ყაზახეთშიც ამიტომ სასურველია, რომ დროზე დაიწყოს ალტრნატიული ბაზრის ძიება. ახლა ის პერიოდია, რომ გზების მშენებლობა იწყება და შეფერხდება იმიტომ, რომ დიდი მარაგები ამ პროდუქტზე არასდროს არ ყოფილა. ამიტომ საჭიროა გადაეწყოს ბაზარი. ამ პროდუქტზე ქმნის ამ პრობლემას, თუმცა სხვა პროდუქტიც მოდიოდა   სამშენებლო მასალები, კერამოგრანიტის ფილები, საკვები პროდუქცია, ქიმიური პროდუქცია. თუ ეს პერიოდი დიდხნას გაიწელა ბიტუმის საკითხში ალბათ სირთულეები იქნება. ესეც მოგვარებადია, მაგრამ დროზეა საჭირო ალტერნატიული გზების ძიება“. - ამბობს ვანო მთვრალაშვილი.


ბიზნესმენი ნაზი ალასანია აღნიშნავს, რომ აუცილებელია სახელმწიფომ მოახდინოს პროდუქტის შემოტანა ალტერნატიული ქვეყნებიდან და საწარმოებისთვის მიწოდება. მისივე  თქმით,  მიუხედავად იმისა რომ ირანულ ბიტუმზე არ არის დამოკიდებული ქართული ბაზარი, ახლა მარაგების სერიოზული პრობლემაა.



„ ახლა ბიტუმის მარაგები ქვეყანაში არ არის, მაგრამ ალტერნატიული გზების ძიებაში ვართ,  მაქვს შემოთავაზება თურქმენეთიდან და ვოლგოგრადიდან. ახლა ბაქოდან შემოდის ბიტუმი მაგრამ ხარისხი არ არის ისეთი, როგორიც ირანული. რაც შეეხება რუსულ ბიტუმს, კარგი ხარისხისაა და ირანულს სჯობს. პრობლემა ისაა, რომ რუსული ბიტუმის შემოტანისას თანხა წინასწარ უნდა გადაიხადო. ამის საშუალება კი არცერთ მეგზევეს არ აქვს. თუ სახელმწიფო დაგვეხმარება, რომ შემოგვატანინოს ბიტუმი და მან გასცეს მეგზევეებზე, ეს არავითარ პრობლემას არ შექმნის.


არის სხვა ბაზრების ალტერნატივა და  ირანზე არ არის დამოკიდებული საქართველო. ირანი იმიტომ იყო კარგი, რომ თვითონ ირანელებს შემოჰქონდათ, მაგრამ იქ უფრო ძვირად ყიდულობდნენ და  იაფად ყიდდნენ, რითაც გააფუჭეს მთელი ბაზარი. მე მივესალმები რომ ირანი დაიკეტა, მიუხედავად იმისა, რომ 30 წელია ირანთან ვმუშაობ. ახლა ბიტუმის მარაგი არავის არ აქვს , ხოლო ვისაც აქვს, მაქსიმუმ ორი კვირას ეყოს. მე ვაპირებ მისვლას მერიაშიც და მთავრობაშიც,  რათა  შევთავაზო გზა, რომ სახელმწიფომ შემოიტანოს ბიტუმი და მან გაანაწილოს მეგზევეებზე.მგონი თვის ბოლოსთვის გაიხსნება საზღვარი და კორონავირუსი აღარ იქნება საფრთხის შემცველი, ამიტომ არ ვთვლი ამ ყველაფერს ზარალად.“ - აღნიშნა ნაზი ალასანიამ.


საქართველოს ირანთან პირდაპირი საზღვარი არ აქვს. ორ ქვეყანას შორის დაკავშირება თურქეთის აზერბაიჯანის და სომხეთის გავლით ხდება. შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პრევენციის მიზნით საქართველოში ირანული ტვირთის შემოსვლა აიკრძალა. ამავე მიზეზით რამდენიმე დღეა საქართველოს საზღვართან 60-ამდე სომხური სატვირთოა გაჩერებული , რომელსაც რუსეთში სარეალიზაციოდ ირანული ხილი და ბოსტნეული გადააქვს.

 

მარიამ მორგოშია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up