შეძლებენ თუ არა საქართველოში დაბრუნებული მიგრანტები ქვეყნის ლეგალურად დატოვებას

შეძლებენ თუ არა საქართველოში დაბრუნებული მიგრანტები ქვეყნის ლეგალურად დატოვებას

access_time2020-02-23 14:00:10

ბოლო პერიოდში უმუშევრობის შემცირების მიზნით საქართველოში ცირკულარული მიგრაციის განვითარების თემას დიდი ყურადღება ექცევა. მიგრაციის ერთ-ერთ მამოძრავებელ ძალად მიჩნეულია უფრო მაღალი ანაზღაურების მიღების სურვილი.

 

წლებთან ერთად ადამიანებს საშუალება ეძლევათ ისწავლონ და იმუშაონ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. დასაქმებისა და განათლების არეალი გლობალური  გახდა და მსურველებს სულ უფრო მეტი არჩევანი აქვთ.

 

საქართველოს 2019 წლის მიგრაციის პროფილის მიხედვით, 2015 წელთან შედარებით 2018 წელს უცხოეთში თავშესაფრის მაძიებელ საქართველოს მოქალაქეთა განცხადებები 147%-ით გაიზარდა და 20,255-ს გაუტოლდა. ამ განცხადებებიდან უმეტესი ნაწილი, 95%, ევროკავშირში თავშესაფრის მოთხოვნაზე დარეგისტრირდა. ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეთა თავშესაფრის მოთხოვნაზე  დადებითი გადაწყვეტილბა კი გამოტანილი იქნა მხოლოდ 695 განცხადებაზე.


რაც შეეხება არალეგალი მიგრანტების რაოდენობას, ბოლო დროინდელი მონაცემებით, 2018 წელს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში 9115 არალეგალურად მყოფი საქართველოს მოქალაქე გამოვლინდა.


 

„ კომერსანტი“ დაინტერესდა რა პირობით ბრუნდებიან უკან  მიგრანტები.  როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია  iset-ში ამბობენ:

 

„ცირკულარული მიგრაციის შესახებ ორმხრივი შეთანხმების ხელმომწერ ქვეყნებს განზრახული აქვთ, რომ ყოველნაირად შეუწყონ ხელი მიგრანტების სამშობლოში დაბრუნებას და მათ რეინტეგრაციას.  მობილურობაზე დაფუძნებული დროებითი შრომითი მიგრაცია ზრდის მიგრანტების უკან დაბრუნების პერსპექტივას, თუმცა მნიშვნელოვანი ფაქტორი  დაბრუნების პროცესში ენიჭება წარმოშობის ქვეყანაში არსებულ  ეკონომიკურ და სოციალურ გარემოს და დაბრუნებული სპეციალისტების დასაქმების ან/და ხელახალი დასაქმების შესაძლებლობას.“

 

დიდია ინტერესი იმის თაობაზე, თუ რა ბედი ელით იმ პირებს, რომლებიც მიგრაციიდან საკუთარ ქვეყანაში დაბრუნდნენ, აქვთ თუ არა სურვილის შემთხვევაში ისევ წავიდნენ სხვა ქვეყანაში და ეს გასვლა არ იყოს არა ლეგალური.  

 

Iset-ის ინფორმაციით,  მართული ცირკულარული მიგრაციის სქემები მოიცავს დროებით, თუმცა, განმეორებად ლეგალური მიგრაციის შესაძლებლობებს, რაც მსგავს სქემებში ჩართულ მიგრანტებს ხელახალი მიგრაციის პოტენციალის აძლევს. სამომავლო,განმეორებითი მიგრაციის პერსპექტივა დიდწილად დამოკიდებულია ორ ქვეყანას (წარმოშობის და დანიშნულების ქვეყნებს) შორის დადებულ ორმხრივ შეთანხმებაზე ცირკულარული მიგრაციის შესახებ, რომელიც არეგულირებს მიგრანტთა უცხოეთში ბინადრობის ვადებს, განახლების პირობებს და წლიურ სამუშაო ქვოტებს, ასევე, უცხოელ დამსაქმებლებთან გაფორმებულ მიგრანტების ინდივიდუალურ შრომით ხელშეკრულებების ტიპზე და ზოგადად, კონკრეტული პროფესიების და კვალიფიკაციის მქონე სამუშაო ძალის მიმართ უცხოეთში არსებულ მოთხოვნაზე.


ნათია ლომიძე




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up