შეცვლის თუ არა არჩევნების შედეგს  სააკაშვილის ჩამოსვლის ჭორ-მართალი – ბიზნესმენების კომენტარები

შეცვლის თუ არა არჩევნების შედეგს სააკაშვილის ჩამოსვლის ჭორ-მართალი – ბიზნესმენების კომენტარები

access_time2021-10-01 13:55:47

ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ ბიზნესმენთა წრეში დაბნეულობა გამოიწვია. ნაწილს სჯერა, რომ სააკაშვილი საქართველოშია, ნაწილიც - მორიგ პროვოკაციად მიიჩნევს.  ალბათ,  ჭორ-მართალი მალე გაირკვევა, თუმცა, ბიზნესმენების აზრით, როგორიც არ უნდა იყოს იგი, არჩევნების შედეგზე გარკვეულ დონეზე ასახვას მოახდენს.  



როგორც ბიზნესმენი დავით ბეგიაშვილი ,,კომერსანტთან“ ამბობს, არა მარტო პოლიტიკური სიტუაცია აირევა,  სააკაშვილის ჩამოსვლით სერიოზული საფრთხე დაემუქრება ეკონომიკას, ინვესტიციებს და შესაძლოა ლარის კურსსაც, რომელიც გარკვეულ ცვლილებას არჩევნების წინ ტრადიციულად, ისედაც განიცდის.

 


,,მეეჭვება ფაქტი, რომ მიშა  სააკაშვილი ჩამოსულია საქართველოში. ასეთი ,,სიურპრიზი“  ყოველთვის იწვევს რყევებს როგორც სავალუტო ბაზარზე, ასევე ეკონომიკაშიც.  ალბათ მალე გაირკვევა სიტუაცია და უფრო ნათელი გახდება სააკაშვილის ქცევის გავლენა ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებზე. ცხადია, სერიოზულ დაძაბულობას გამოიწვევს.  არჩევნების გავლენა ყოველთვის იგრძნობა ლარის  კურსზე, ახლა მეტნაკლებად ამ პროცესის ზემოქმედების ქვშ არის ეროვნული ვალუტა, თუმცა არასტაბილურობა ამ მხრივაც გამოიწვევს არასასურველ შედეგს.  ცხადია, ბიზნესგარემოზეც ადეკვატურად იმოქმედებს.  სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ბიზნესი რა მდგომარეობაშიც იყო, ყველას გვახსოვს. რისკები ისეც გაჩნდება, უფრო მეტად შემცირდება ინვესტიციებიც. ეს იმ შემთხვევაში, თუ დავუშვებთ, რომ სააკაშვილი საქართველოშია. ჩემი აზრით, ეს სცენარი ვერ განვითარდება, რადგან საზოგადოების საღი ნაწილი არ დაუშვებს მის  დაბრუნებას საქართველოში და აუცილებლად  პროტესტიც მოყვება“, - ამბობს დავით ბეგიაშვილი.

 


განსხვავებული მოსაზრებისაა ბიზნესმენი თემურ ჭყონია, რომელიც დარწმუნებულია, რომ ექს–პრეზიდენტი საქართველოშია, თუმცა რა გავლენას მოახდენს ეს პროცესი ქვეყნის ეკონომიკურ გარემოზე, არ აკონკრეტებს. ჭყონია ფიქრობს, რომ ასეთი ფაქტი არჩევნების შედეგზეც გარკვეულ გავლენას მოახდენს.


 


,,ეჭვების დონეზე არ ვსაუბრობ, ნამდვილად მგონია, რომ მიშა საქართველოშია. როგორ და რანაირად მოახერხა ეს, ჩემთვის უცნობია, მაგრამ გამორიცხული არაფერია.  შედეგი ორშაბათს გამოჩნდება, როგორი გათენდება არჩევნებიდან პირველი დღე საქართველოში. სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოვიდა, აბა, სხვა რა აზრი უნდა ჰქონდეს მის გადაწყვეტილებას?!  ახლა საუბარი და ანალიზის გაკეთება ძალიან ნაადრევია,  ყველა ადამიანი თვითონ აგებს თავის საქციელზე პასუხს, ალბათ ასე ჩათვალა საჭირო იყო და ჩამოვიდა საქართველოში“, - ამბობს ჭყონია ,,კომერსანტთან“ საუბარში.

 


ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც აცხადებს, რომ ის ბათუმშია. ვი­დე­ოს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბამ­დე სა­ა­კაშ­ვილ­მა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ის უკვე საქართველოშია.



შინაგან საქმეთა სამინისტროში კი გაკეთდა განცხადება, რომ ექს-პრეზიდენტს  საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს.



განცხადება გაკეთდა ,,ქართულ ოცნებაშიც“. მმართველი პარტიის წარმომადგენლების თქმით,  სააკაშვილი საქართველოში არ ჩამოსულა და ის  უკრაინიდან არც გასულა.

 

მარი ჩიტაია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up