უკრაინაში ომის დროს რუსეთში ჩვენი მაღაზიების მუშაობა შეცდომა იყო - Paul Smith

უკრაინაში ომის დროს რუსეთში ჩვენი მაღაზიების მუშაობა შეცდომა იყო - Paul Smith

access_time2023-02-04 16:00:17

ძვირადღირებულმა ბრიტანულმა ბრენდმა Paul Smith-მა რუსეთი დატოვა და სინანული გამოთქვა, რომ ეს უფრო ადრე არ გააკეთა. ამის შესახებ Financial Times-ი წერს.

 

მოდის სახლი ყურადღების ცენტრში გასულ კვირას მოექცა მას შემდეგ, რაც Daily Mail-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ Paul Smith-ი რუსეთში ფრენჩაიზის პარტნიორის მეშვეობით კვლავ ყიდის თავის პროდუქტებს.

 

გამოცემის ცნობით, კომპანიამ ტანსაცმლისა და აქსესუარების ახალი კოლექცია მოსკოვის ერთ მაღაზიას მიაწოდა.

 


„ახლა ჩვენ გვესმის, რომ შეცდომა იყო ამ მაღაზიების ფუნქციონირება უკრაინაში საომარი მოქმედებების ფონზე. ამიტომ, ჩვენ მათი დახურვა მოვითხოვეთ“, - განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა.

 

ძვირადღირებული ბრენდებმა - Louis Vuitton-მა, Chanel-მა და Burberry-მ რუსული ბუტიკები დახურეს და რუს ფრანჩაიზებთან ურთიერთობა ჯერ კიდევ 2022 წლის მარტში გაწყვიტეს, წერს FT.

 

პოლ სმიტმა თავისი პირველი ბუტიკი ნოტინჰემში 1970 წელს გახსნა. ბრენდს ამჟამად 100-ზე მეტი მაღაზია აქვს მთელ მსოფლიოში.



თეგები:
Paul Smith



Colliers- ის ინფორმაციით თბილისში პრემიუმ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა 143%-ით გაიზარდა

Colliers- ის ინფორმაციით თბილისში პრემიუმ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა 143%-ით გაიზარდა
access_time2023-03-26 09:00:57
2023 წლის თებერვალში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 3,421 ერთეული შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიდთან შედარებით 5% -...

საქართველოში არასეზონურ მარწყვზე მოთხოვნა იზრდება

საქართველოში არასეზონურ მარწყვზე მოთხოვნა იზრდება
access_time2023-03-25 23:55:13
საქართველოში მარწყვის იმპორტი იზრდება - ამის შესახებ ინფორმაციას East Fruit ავრცელებს. მათივე ცნობით 2023 წლის იანვარსა და თებერვალში ქვეყანაში 420 ტონა ახალ მარწყვი შემოვიდა, რაც  გასული წლის ანალოგიურ პერიოდს...

“რუსეთი ბელარუსში ტაქტიკურ ბირთვულ შეიარაღებას განათავსებს, რომლის საცავი პირველი ივლისისთვის მზად იქნება” ვლადიმერ პუტინი

“რუსეთი ბელარუსში ტაქტიკურ ბირთვულ შეიარაღებას განათავსებს, რომლის საცავი პირველი ივლისისთვის მზად იქნება” ვლადიმერ პუტინი
access_time2023-03-25 23:00:47
რუსეთი ბელარუსში ტაქტიკურ ბირთვულ შეიარაღებას განათავსებს, რომლის საცავი პირველი ივლისისთვის მზად იქნება, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა...

ქართულმა კომპანიებმა ლონდონში IFE 2023-ში მიიღეს მონაწილეობა

ქართულმა კომპანიებმა ლონდონში IFE 2023-ში მიიღეს მონაწილეობა
access_time2023-03-26 13:30:46
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში ექსპორტის მიმართულების ორგანიზებითა და USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის მხარდაჭერით, ქართულმა კომპანიებმა ლონდონში, საკვებისა და სასმელის მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენაზე International Food & Drink Expo (IFE 2023) მიიღეს მონაწილეობა. სააგენტოს დაფინანსებით, საკვები და სასმელი პროდუქციის მწარმოებელმა ქართულმა კომპანიებმა გამოფენაში  მეორედ  მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიებას ყოველწლიურად 25 000-მდე...

რომელ ქვეყნებში გადის საქართველოდან ავტომობილები რეექსპორტზე

რომელ ქვეყნებში გადის საქართველოდან ავტომობილები რეექსპორტზე
access_time2023-03-25 22:08:54
...


მსგავსი სიახლეები

up