შეამცირებს თუ არა ტრანს-ადრიატიკის მილსადენის ამოქმედება გაზის სამომხმარებლო ფასებს?

შეამცირებს თუ არა ტრანს-ადრიატიკის მილსადენის ამოქმედება გაზის სამომხმარებლო ფასებს?

person access_time2016-05-20 09:40:16

ტრანს-ადრიატიკის მილსადენის მშენებლობით საქართველო, როგორც ქვეყანა ელოდება ინვესტიციების გაფართოებას პროექტის ფარგლებში, გაზის დამატებით მოცულობებს შეღავათიან ფასებში, ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებას, რაც ნიშნავს სტაბილურ სატარიფო პოლიტიკას წლების განმავლობაში- ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიაშვილმა „კომერსანტთან" განაცხადა.


სამხრეთ კავკასიური გაზსადენის გაფართოების პროცესი  რამდენიმე დღის წინ დაიწყო.   საბერძნეთის ქალაქ თესალონიკში  საფუძველი ჩაეყარა ტრანს-ადრიატიკის (TAP) 800 კილომეტრიანი მილსადენის მშენებლობის დაწყებას, რაც გულისხმობს ბუნებრივი აირის იტალიაში ტრანსპორტირების მარშრუტის შერჩევას აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის, საბერძნეთისა და ალბანეთის გავლით. მშენებლობის დაწყების ცერემონიალს, რომელიც საბერძნეთის ქალაქ თესალონიკში გაიმართა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე დაესწრნენ.


მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ჯამში პროექტის ღირებულება 45 მილიარდია, თანხის ნაწილი აზერბაიჯანში იხარჯება, 2 მილიარდამდე ინვესტიცია „ბიპის" მხრიდან კი საქართველოში განსახორციელებელ სამუშაოებში დაიხარჯება. მარიამ ვალიშვილის განმარტებითვე, 2019 წლისთვის ეს კომპონენტი დასრულებული იქნება და მილსადენით დაიწყება დამატებითი მოცულობების ტრანსპორტირება. მისივე თქმით, ძირითად სამუშაოებს „ბიჭი" აწარმოებს, საქართველოს ტერიტორიაზე იგეგმება მხოლოდ ორი საკომპრესორო სადგურის მშენებლობა, რადგან მილსადენი  უკვე აშენებულია და „შაჰდენიზის კონსორციუმი" ოპერირებას ახორციელებს, ახლა კი მისი გაფართოება მოხდება. ვალიშვილის განცხადებითვე, მშენებლობის პროცესში 3 წლის განმავლობაში 400 მილიონის საქონელი და მომსახურება შესყიდული იქნება საქართველოში, ათასზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნება სამუშაოს დროს და 2 ასეულამდე მუდმივი სამუშაო ადგილი დარჩება ინფრასტრუქტურის ოპერირების პროცესში.



რაც შეეხება ბუნებრივი აირის შეღავათიანი ტარიფით მიღებას. მინისტრის მოადგილის ინფორმაციით საფასო პოლიტიკა შეთანხმებულია, კონტრაქტის ფარგლებში შეთანხმება ჯერ კიდევ 2000 წელს გაფორმდა „შაჰდენიზის კონსორციუმთან" და იგივე ფორმატით გაგრძელდება თანამშრომლობა, თუმცა განსხვავება იქნება მოცულობაში ანუ თუ დღეს გატარებული მოცულობის 5% შეძენა ხდება შეღავათიან ფასად, რაც არის 300 მილიონი კუბური მეტრი, ეს გასამმაგდება მას შემდეგ, რაც დამატებითი მოცულობები გაივლის და შეგვეძლება 800 მილიონი კუბური მეტრის შეძენა იგივე ფასად, რაც,  მისი მტკიცებით, საკმაოდ დიდი რესურსია, რომ გაზის ხელმისაწვდომობა, უსაფრთხო და სტაბილური წყაროდან გარანტირებული იყოს წლების განმავლობაში.

 

აისახება თუ არა საბოლოო ჯამში ბუნებრივი აირის დიდი მოცულობებით შეღავათიან ფასში მიღება სამომხმარებლო ტარიფზე? ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილი პასუხობს, რომ ეს რთული სათქმელია . „ფაქტია,  რომ „შაჰდენიზის კონსორციუმთან“ გაფორმებული ხელშეკრულებების პირობები გვაძლევს საშუალებას, საბაზრო ფასზე გაცილებით ნაკლებად მივაწოდოთ და სუბსიდია  მოხდეს  როგორც მოსახლეობის ასევე თბოსადგურების მოხმარებული გაზის და თუ ეს რესურსი იქნება, კიდევ უფრო დიდი შესაძლებლობები შეიქმნება. წინააღმდეგ შემთხვევაში მოგვიწევდა კომერციულ ფასად სხვა მომწოდებლებისგან დაბალანსება იმ დეფიციტის, რომელიც მომავალ წლებში მოხმარების ზრდასთან ერთად შეიქმნებოდა„ – განმარტავს მარიამ ვალიშვილი.



ომბუდსმენმა „ბოლტი“ გაფიცული კურიერების დისკრიმინაციაში დაადანაშაულა

ომბუდსმენმა „ბოლტი“ გაფიცული კურიერების დისკრიმინაციაში დაადანაშაულა
access_time2021-06-15 19:18:56
საქართველოს სახალხო დამცველმა „ბოლტის“ გაფიცული კურიერების საქმეზე დისკრიმინაცია დაადგინა და კომპანიას მიმართა რეკომენდაციით, დაუყოვნებლივ აღუდგეთ განმცხადებლებს აპლიკაციაზე წვდომა. ამის შესახებ სახალხო დამცველის მიერ 15 ივნისს გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი: „2021 წლის 14 ივნისს სახალხო დამცველმა შპს „ფუდლს“ („ბოლტი“) გაფიცული კურიერების მიმართ განსხვავებული მოსაზრების გამო დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ რეკომენდაციით მიმართა. კურიერების ინტერესებს სახალხო დამცველის...

GASTRONOME – მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო დელიკატესების გასაცნობად

GASTRONOME – მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო დელიკატესების გასაცნობად
access_time2021-06-15 21:00:27
თბილისში Gastronome-ის ოთხი მაღაზიაა. როგორც Gastronome-ის აღმასრულებელი დირექტორი თამარა ჯავახაძე ამბობს, ოთხივე ფილიალს გააზრებული სტილისტური ერთგვაროვნებაც აქვს და, იმავდროულად, თითოეულ ობიექტს ინდივიდუალური შტრიხებიც გამოარჩევს. თამარა  ჯავახაძე:   გვინდოდა, შთამბეჭდავი ექსტერიერი გვქონოდა. მოგეხსენებათ, ყურადღება მანამდე უნდა მიიქციო, სანამ მომხმარებელი შემოვა, ამიტომაც არის ასე საგულდაგულოდ დამუშავებული ფასადიც და ინტერიერიც...

15 ივნისი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გამყარდა

15 ივნისი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გამყარდა
access_time2021-06-15 18:00:42
15 ივნისის ვაჭრობაზე დაფიქსირებული ოფიციალური კურსის თანახმად, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 10 პუნქტით გამყარდა. შედარებისთვის, დაახლოებით 112 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი, პრაქტიკულად, უცვლელია. 15 ივნისის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში გამყარდა და 3.1751 ლარი გახდა (ეს კურსი 16 ივნისს შევა ძალაში). ქართული ვალუტით ვაჭრობა Bloomberg-ზე...

უკრაინაში საგადასახადო ამნისტია გამოცხადდა

უკრაინაში საგადასახადო ამნისტია გამოცხადდა
access_time2021-06-15 17:28:55
უკრაინის უმაღლესმა რადამ მეორე, საბოლოო მოსმენით დაამტკიცა საგადასახადო ამნისტიის კანონპროექტი. კანონის თანახმად, მოქალაქეებს, რომლებიც თავს არიდებდნენ გადასახადების გადახდას, სასჯელი აღარ დაეკისრებათ, თუ თავის შემოსავლების დეკლარირებას მოახდენენ. უკრაინის პარლამენტის საიტზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, საგადასახადო ამნისტია შეეხება ვალუტას, გარდა ნაღდი ფულისა, ფასიან ქაღალდებს, ასევე უკრაინასა და საზღვარგარეთ არსებულ მოძრავ და უძრავ ქონებას....

„თელმიკო“ „თელასის“ ნაცვლად - მომხმარებლის დამატებით უფლებები ელენერგიის ახალ საცალო ბაზარზე

„თელმიკო“ „თელასის“ ნაცვლად - მომხმარებლის დამატებით უფლებები ელენერგიის ახალ საცალო ბაზარზე
access_time2021-06-15 15:00:59
მთელი საქართველოს მასშტაბით, 1–ლი ივლისიდან საყოფაცხოვრებო მომხმარებლისა და მცირე  საწარმოებისთვის ელექტროენერგიის მიმწოდებელი კომპანიები იცვლება. თბილისში სს „თელასის“ ნაცვლად ელექტროენერგიის მიმწოდებელი „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია“   (თელმიკო) იქნება, ხოლო  რეგიონებში სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ ნაცვლად კომპანია „ეპ ჯორჯია მიწოდება“ იქნება. აღსანინავია, რომ არ იცვლება  სამომხმარებლო ტარიფი. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების...


მსგავსი სიახლეები

up