„შეადგინეთ ქვეყნების მიხედვით ჩარჩენილი მგზავრების სია და აუხსენით მათ, რომ ეტაპობრივად მოხდება უკლებლივ ყველას გამოყვანა“

„შეადგინეთ ქვეყნების მიხედვით ჩარჩენილი მგზავრების სია და აუხსენით მათ, რომ ეტაპობრივად მოხდება უკლებლივ ყველას გამოყვანა“

access_time2020-04-06 18:41:28

„ჯორჯიან ეარვეისის“ ყოფილი გენერალური დირექტორი იასე ზაუტაშვილი სოციალურ ქსელ facebookში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „"შერჩევითი სამართლიდან" "შერჩევით მგზავრამდე"


რაც ეხლა ხდება ჩარჩენილი მგზავრების გამოყვანაზე, რბილად რომ ვთქვა უპასუხისმგებლობაა, თუ არა მავნებლობა.


პირადად მე მირეკავს ყოველდღე მინიმუმ 10-15 ადამიანი, რომლის მეგობარი, შვილი, და, ძმა, თუ მეუღლე ჩარჩენილია უპატრონოდ ევროპაში.


რას ვთავაზობთ ჩვენ მათ?

1. იყიდეთ ონლაინ ბილეთი აირზენაში - ნონსენსი. წარმოუდგენელია, 2 დღით ადრე ონლაინ ბილეთის შეძენა, სერვერი იტვირთება, პროგრამა ჭედავს და ა.შ.

2. მიმართეთ საელჩოებს - ისინი თავის მხრივ ადგენენ რაღაც პრიორიტეტულ მგზავრთა სიებს, შეიძლება მართებულადაც, მაგრამ აბსოლუტურად გაუგებარი პრინციპებით. შედეგად, საელჩოში მისულ გასაცოდავებულ ხალხს ამისამართებენ აირზენაში და პირიქით.


3. კვირაში 1-2 რეისი არ ყოფნის ჩარჩენილი მგზავრების გამოყვანას. - ეკონომიკის სამინისტრო არ ჩქარობს დაუკავშირდეს სხვა ავიაკომპანიებს ანალოგიური თხოვნით თუ დავალებით, რათა ინტენსიურად და გეგმაზომიერად გამოიყვანონ მგზავრები ევროპის ქალაქებიდან. ახსნა: საკარანტინო ადგილების და ექიმების შესაძლო დეფიციტი.


შედეგად, ჩვენ არ ვიცით ვინ და რატომ ადგენს ამ იდუმალებით მოცულ "მგზავრთა სიას" და რატომ აბრიყვებენ ხალხს ე.წ. ვირტუალური ონლაინ ბილეთებით.

რჩევა მთავრობას:


შეადგინეთ ქვეყნების მიხედვით ჩარჩენილი მგზავრების ღია და გამჭვირვალე სია და აუხსენით მათ, რომ ეტაპობრივად მოხდება უკლებლივ ყველას გამოყვანა. დაელაპარაკეთ ავიაკომპანიებს, შეადგინეთ რეალისტური ფრენების გრაფიკი, გამოისყიდეთ ყველა ჩარტერული რეისი თვითღირებულების ფასში და პრიორიტეტის მიხედვით (ავადმყოფები, ასაკობრივი კატეგორიის, ადრე შეძენილი ბილეთების მქონე, ჩარჩენილი ტურისტი, თუ სტუდენტი) რიგითობით წამოიყვანეთ და არა ისე შერჩევით, როგორც ახლა აკეთებთ. აქ, ადგილზე იზრუნეთ საველე -საკარანტინო პირობების შექმნაზე, დაელაპარაკეთ სხვა სასტუმროებსაც და ექიმის დიპლომიანი ყველა მოქალაქე,დარწმუნებული ვარ,სიამაყით ჩაერთვება ამ საქმეში.


p.s. მე რომ თქვენი ვიყო "რაინეარს" უფასოდ ჩამოვაყვანინებდი ამ ხალხს, რაში გადაუხადეთ აბა 30 მილიონი ევრო რამოდენიმე თვის წინ? თუმცა სად გაქვთ თქვენ მაგის შნო და უნარი?!!!!!!“-წერს ზაუტაშვილი. 








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up