შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ადმინისტრაციული სამართლის ფორუმს უმასპინძლა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ადმინისტრაციული სამართლის ფორუმს უმასპინძლა

access_time2021-12-20 11:42:22

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ადმინისტრაციული სამართლის ფორუმს უმასპინძლა. ფორუმი საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის, იურიდიული პროფესიის განვითარების ცენტრი და შავის ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორგანიზებით ჩატარდა.

 


ფორუმის დაწყებამდე გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და „საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის“ შორის.

 

ფორუმზე განიხილეს ადმინისტრაციული სამართლის მნიშვნელოვანი და პრობლემური საკითხები, მათ შორის, ადმინისტრაციული სამართალწარმოების დროს სარჩელის დასაშვებობის, დროებითი განჩინებისა და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისა და უძრავი ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებული დავების განხილვის პრობლემური საკითხები.

 




ფორუმის პირველ სესიას უძღვებოდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე, ხატია არდაზიშვილი, რომელმაც სასამართლოში ადმინისტრაციული საქმის წარმოების საკითხებზე და გამოწვევებზე ისაუბრა.

 

მეორე სესია ჩაატარა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ თამარ ოქროპირიძემ, რომელმაც მონაწილეებს უძრავი ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებული დავების განხილვის პრობლემური საკითხები გააცნო.

 



ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებმა, პრაქტიკოსმა იურისტებმა და საჯარო მოხელეებმა, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ადმინისტრაციული სამართლის საკითხებით“.


საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიის თავმჯდომარე ნინო ლიპარტია განმარტავს, რომ მემორანდუმის გაფორმება ემსახურება უნივერსიტეტსა და ორგანიზაციას შორის თანამშრომლობის გაძლიერებას. სწორედ მის ფარგლებში იგეგმება არაერთი პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს უნივერსიტეტის სტუდენტთა და ორგანიზაციის წევრთა პროფესიულ განვითარებას.




აღსანიშნავია, რომ საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის 12 წელის უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს საგანმანათლებლო  პროექტებს, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე, ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ამ პროექტებში ადვოკატებთან ერთად, მუდმივად არიან ჩართული სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები. ღონისძიების დროს ფართო ადგილი ეთმობა დისკუსიას მოსამართლეებსა და ადვოკატებს შორის. სწორედ ამგვარი დიალოგი  წყობს ხელს სასამართლო პრაქტიკის განვითარებასა და მართლმსაჯულების პროცესში არსებული პრობლემის აღმოფხვრას“- აცხადებს ნინო ლიპარტია






დიდი შვიდეულის ფინანსთა მინისტრები უკრაინის დასახმარებლად 18,4 მილიარდი დოლარის გამოყოფაზე შეთანხმდნენ

დიდი შვიდეულის ფინანსთა მინისტრები უკრაინის დასახმარებლად 18,4 მილიარდი დოლარის გამოყოფაზე შეთანხმდნენ
access_time2022-05-19 22:38:11
დიდი შვიდეულის ქვეყნების ფინანსთა მინისტრები უკრაინის დასახმარებლად 18,4 მილიარდი დოლარის გამოყოფაზე შეთანხმდნენ და განაცხადეს, რომ მზად არიან ოფიციალური კიევისთვის საჭიროებისამებრ მეტი გააკეთონ -...

აშშ-ს კონგრესმა უკრაინისათვის დამატებით 40 მილიარდიანი სამხედრო დხმარების პაკეტი დაამტკიცა

აშშ-ს კონგრესმა უკრაინისათვის დამატებით 40 მილიარდიანი სამხედრო დხმარების პაკეტი დაამტკიცა
access_time2022-05-19 21:37:26
აშშ-ს კონგრესმა უკრაინისათვის დამატებით 40 მილიარდიანი სამხედრო დხმარების პაკეტი დაამტკიცა ამის — ამის შესახებ იფნორმაციას reuters...

დაშბაშის კანიონზე 240 მეტრის სიგრძის შუშის ხიდი 14 ივნისს იხსნება

დაშბაშის კანიონზე 240 მეტრის სიგრძის შუშის ხიდი 14 ივნისს იხსნება
access_time2022-05-19 21:00:57
წალკის (დაშბაშის)  კანიონზე 240 მეტრის სიგრძის შუშის ხიდი  და სხვადასხვა ატრაქციები, მათ შორის, რესტორანი და ზიპლაინი 14 ივნისს იხსნება. ვიზიტორების მიღება კი 15 ივნისიდან დაიწყება. როგორც ცნობილია, კანიონის მონახულება გასული წლიდან უკვე შესაძლებელი...

მაკდონალდსი რუსულ რესტორნებს ადგილობრივ ოპერატორს მიჰყიდის

მაკდონალდსი რუსულ რესტორნებს ადგილობრივ ოპერატორს მიჰყიდის
access_time2022-05-19 20:30:26
მაკდონალდსის კორპორაცია (MCD.N) თავის რუსულ ბიზნესს მის ამჟამინდელ ლიცენზიატს ალექსანდრე გოვორს მიჰყიდის და რესტორნები ახალი ბრენდის ქვეშ იმუშავებენ, რაც ქვეყანაში მაკდონალდსის ყოფნას დაასრულებს. — ამის შესახებ ფინორმაციას...

FT: Polestar ელექტორმანქანების წარმოებაზე პროგნოზებს წყვეტს - მიზეზი ჩინეთში ნაწილების დეფიციტია

FT: Polestar ელექტორმანქანების წარმოებაზე პროგნოზებს წყვეტს -  მიზეზი  ჩინეთში ნაწილების დეფიციტია
access_time2022-05-19 19:49:00
შვედური “ვოლვოსა“ და ჩინური “ჯელის“ თანამფლობელი კომპანია Polestar წარმოების პროგნოზირებას თითქმის მეოთხედით ამცირებს, ამის მიზეზი ჩინეთის მასშტაბით ნაწილების დეფიციტია. - აღნიშნულ ინფორმაციას Financial Times...


მსგავსი სიახლეები

up