შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (IBSU) და „გრანთ თორნთონს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (IBSU) და „გრანთ თორნთონს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

access_time2019-05-16 13:28:20

შავი ზღვის საერთაშორისო  უნივერსიტეტსა და გრანთ თორნთონს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა ილიას ჩილოღლუმ და გრანთ თორნთონის მმართველმა პარტნიორმა ვახტანგ ცაბაძემ.


მემორანდუმის ფარგლებში,  „გრანთ თორნთონი“ მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტებში.


აღსანიშნავია, რომ „გრანთ თორნთონს“ უკვე აქვს გაფორმებული მემორანდუმები საქართველოს ბანკის უნივერსიტეტთან და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან.


როგორც „გრანთ თორნთონის“ მმართველი პარტნიორი ვახტანგ ცაბაძე აღნიშნავს, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რაც ახალი მემორანდუმის ფარგლებში დაინერგება, ეს პრაქტიკული სწავლების შესაძლებლობაა:



„ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებასთან, რაც გულისხმობს უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ლექციებისა და მასტერკლასების ჩატარებას. უნივერსიტეტის რეკომენდაციით წარჩინებულ სტუდენტებს კი  მიეცემათ როგორც სტაჟირების, ისე დასაქმების შესაძლებლობები“.


რაც შეეხება მოსალოდნელ ცვლილებებს, ვახტანგ ცაბაძე რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორზე ამახვილებს ყურადღებას:


„საგანმანათლებლო სფეროში კომერციული სექტორის ჩართულობა მნიშვნელოვნად გაზრდის სტუდენტების მოტივაციას, რაც  გამოიწვევს ცოდნის გაღრმავებას და სწავლით დაინტერესებას.  ჩვენს ორგანიზაციაში, საწყის პოზიციებზე არ ვითხოვთ გამოცდილებას, რაც ამარტივებს ახალგაზრდა კადრების დასაქმებასაც. ჩვენთან დასაქმებულ კადრს  შესაძლებლობა აქვს, რომ განვითარდეს და ჩამოყალიბდეს მაღალი დონის პროფესიონალად; წარმატებას მიაღწიოს როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ჩვენი კომპანია მსოფლიოს  140 ქვეყანაშია წარმოდგენილი  53000 თანამშრომლით, შესაბამისად მუდმივ რეჟიმში ხდება გამოცდილების გაზიარება და პროფესიული  განვითარება“,- განმარტავს ვახტანგ ცაბაძე.



(R)





„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში სამეგრელოს რეგიონში ლოკოკინების ფერმა ამოქმედდა

„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში სამეგრელოს რეგიონში ლოკოკინების ფერმა ამოქმედდა
access_time2019-09-21 10:00:49
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ ხიბულაში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ლოკოკინების ფერმა „ნადი გრუპი“ სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში აშენდა. ფერმის ასაშენებლად ჯამურად 1,410,000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 1,260,000 ლარი ბენეფიციარმა შეღავათიანი აგროკრედიტით მიიღო. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორთან ოთარ შამუგიასთან, სამეგრელო ზემო-სვანეთის...

მამუკა ხაზარაძე - არ აჰყვეთ ბიძინა ივანიშვილის რუსეთში, კრემლში ნაშოვნ ფულს, რომელიც დღეს პანამიდან შემოდის საქართველოში

მამუკა ხაზარაძე - არ აჰყვეთ ბიძინა ივანიშვილის რუსეთში, კრემლში ნაშოვნ ფულს, რომელიც დღეს პანამიდან შემოდის საქართველოში
access_time2019-09-20 21:45:06
არ აყვეთ პროვოკაციებს, არ აყვეთ ბოტებს, აგერ რომ იჯდნენ და ახლა საბურთალოზე ზიან, არ აჰყვეთ ბიძინა ივანიშვილის რუსეთში, კრემლში ნაშოვნ ფულს, რომელიც დღეს პანამიდან შემოდის საქართველოში,- ამის შესახებ მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ აქციაზე „სირცხვილია“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.   მისივე თქმით, საქართველოს ბევრი პრობლემა აქვს და პრობლემების დაძლევა თავისუფლების გარშემო გაერთიანებით უნდა დაიწყოს.   „ჩვენ გვეგონა, რომ ყველაფერი უკვე...

როგორ აგდებს ჩინეთი რუსეთს შუა აზიიდან და კავკასიიდან

როგორ აგდებს ჩინეთი რუსეთს შუა აზიიდან და კავკასიიდან
access_time2019-09-20 18:30:30
გავლენიანი რუსული ინტერნეტ-გამოცემა gazeta.ru ანალიტიკოსების მოსაზრებას აქვეყნებს იმასთან დაკავშირებით, რომ ჩინეთის მნიშვნელობა როგორც სავაჭრო პარტნიორის და ინვესტორის შუა აზიასა და კავკასიაში საგრძნობლად გაიზარდა, რამაც ეს რეგიონების, გარკვეულწილად მოსკოვს და პეკინს შორის ბრძოლის არენა გახადა.ყაზახეთი, ყირგიზეთი, და უზბეკეთი არიან საკვანძო ქვეყნები ჩინეთის ინიციატივაში „ერთი სარტყელი - ერთი გზა, რომლის მიზანიცაა ჩინური ტვირთების ნაწილის...

m2-მა სამშენებლო კოლეჯ „კონსტრუქტ2-ს“ პირველი ნაკადის გამოშვება აღნიშნა

m2-მა სამშენებლო კოლეჯ „კონსტრუქტ2-ს“ პირველი ნაკადის გამოშვება აღნიშნა
access_time2019-09-20 16:05:42
20 სექტემბერს, 13:00 საათზე, დეველოპერულმა კომანია „m2 უძრავი ქონებამ“ სამშენებლო კოლეჯ „კონსტრუქტ2-ს“ პირველი ნაკადის გამოშვების საზეიმო ცერემონია გამართა. ცერემონიას ესწრებოდნენ m2-ის, სამშენებლო კომპანია BK Construction-ის, ადგილობრივი მთავრობისა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები. ღონისძიების ფარგლებში კურსდამთავრებულებს გადაეცათ სერთიფიკატები. ასევე მოხდა მათთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება. ამიერიდან, ისინი m2-ის დიდი...

ირაკლი ლექვინაძე: „წარმოდგენილი ცვლილებებით უხეშად ხდება ჩარევა ბიზნესის და დასაქმებულის ურთიერთობებში“

ირაკლი ლექვინაძე:  „წარმოდგენილი ცვლილებებით უხეშად ხდება ჩარევა ბიზნესის და დასაქმებულის ურთიერთობებში“
access_time2019-09-20 16:30:57
„წარმოდგენილი ცვლილებებით უხეშად ხდება ჩარევა ბიზნესის და დასაქმებულის ურთიერთობებში და მიგვაჩნია, რომ მსგავსი ფორმით შრომის კოდექსში ცვლილებებს ექნება ბევრად ნეგატიური შედეგები, ვიდრე ის მოლოდინები და მიზნები, რომლებიც ჩადებულია მასში“ - ასე აფასებს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს. ...


მსგავსი სიახლეები

up