შავი სიმინდი, ოკრა, პეპინო, კივანო - რა პოტენციალი აქვს ეგზოტიკური ხილის წარმოებას საქართველოში

შავი სიმინდი, ოკრა, პეპინო, კივანო - რა პოტენციალი აქვს ეგზოტიკური ხილის წარმოებას საქართველოში

access_time2020-07-06 12:30:31

მინი კივი, ოკრა, პეპინო, კივანო, ფიზალისი და ახლა უკვე შავი სიმინდი - „ლოლაძეების ფერმა“ საქართველოს ბაზარზე ეგზოტიკურ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებს უკვე 5 წელია აწარმოებს. საზღვარგარეთიდან ჩამოტანილი სანერგე და სათესლე ხილის ტექნოლოგიური დამუშავების შემდეგ,  ლაგოდეხში მოყვანილი ფერმის სხვადასხვა პროდუქცია მსხვილ სუპერმარკეტებში იყიდება.  


როგორც „ლოლაძეების ფერმის“ დამფუძნებელმა ლაშა ლოლაძემ „კომერსანტთან“  განაცხადა, მომავალ წელს მექსიკური შავი სიმინდის პროდუქტი საქართველოში, მექსიკური „ტორტილიას“ ფორმითაც გაიყიდება. მისივე თქმით, პროდუქტის ფასი ხელმისაწვდომი იქნება.


„შავი სიმინდის წარმოება ამჟამად სატესტო რეჟიმშია, ორი წელია ამ პროდუქტზე ვმუშაობთ და ახლა მიმდინარეობს ტექნოლოგიური დამუშავება. მისი გასაყიდად მომზადება წელს სავარაუდოდ ვერ მოესწრება, მომავალ წელს უფრო შევითვისებთ ბაზარს.  ბოლო დროს, საზღვარგარეთ შავი სიმინდი ძალიან პოპულარულია, მისგან ამზადებენ სხვადასხვა პურ-პროდუქტებს. ჩვენი ბაზრის სიმცირიდან გამომდინარე იმედია საექსპორტო რაოდენობაც მალე იქნება, “ - აღნიშნავს ლაშა ლოლაძე.


რაც შეეხება კიდევ ერთ პროდუქტს, რასაც საქართველოში გამოხმაურება მოჰყვა ეს იყო კივანო, მისი მოსავლის მიღება ფერმაში ივლისის ბოლოს მოხდება და „აგროჰაბსა“ და „გუდვილში“ კვლავ გაიყიდება. კივანო, იგივე აფრიკული კიტრი გოგრისებრთა ოჯახს ეკუთვნის და წარმოშობით აფრიკიდანაა. დღეისთვის მას აწარმოებენ სამხრეთ ამერიკაში, ისრაელში, იტალიასა და ახალ ზელანდიაში. პროდუქტი გამოიყურება, როგორც 10–15 სმ სიგრძის ეკლებიანი გოგრა, მისი რბილობი მწვანეა და უმეტესად გრძელი, 5–10 მმ სიგრძის მქონე თეთრი თესლები აქვს. საკვებად გამოიყენება როგორც კოქტეილების, ისე ხილის სალათების დასამზადებლად. პროდუქტის ღირებულება 1 კგ-ზე 28 ლარია.



როგორც ლაშა ლოლაძე განმარტავს, საქართველოს ბაზარი მცირეა ისეთი ძვირადღირებული პროდუქტებისთვის, როგორებიც „ლოლაძეების ფერმის“ მიერ წარმოებული კივანო, ფიზალისი, პეპინო და სხვა ეგზოტიკური ხილი.  


„ზოგადად, ჩვენი ბაზარი დიდი  არ არის. ამ პროდუქტების წარმოებასა და დამუშავებას კი იმდენი რესურსი სჭირდება, რომ  ექსპოტზე  გასვლა უმჯობესი იქნება. ძალიან ბევრ პროდუქტს გაუჭირდა, თავის დამკვიდრება, რადგან ძვირადღირებულია.  ალბათ მინი კივის საექსპორტო რაოდენობის მოყვანას შევძლებთ, ივლისიდან გვექნება ამ ხილის რამდენიმე ჯიში,“ - აღნიშნა ლაშა ლოლაძემ.


რაც შეეხება პეპინოს, „ლოლაძეების ფერმაში“ ეს ხილი წელს პირველად ტექნოლოგიურ დამუშავებაში. ოკრა კი ერთწლიანი კულტურაა, რომლის ახალი მოსავალი, ივლისში იქნება.


მცირე ზომის უბუსებო მინი კივის პლანტაციები  ლაგოდეხში პირველად 15 წლის წინ დაირგო. მინი კივი ტრადიციულისგან არა მხოლოდ ზომით, არამედ გემო თვისებებითაც განსხავდება. ამასთან, პროდუქტს არ აქვს ბუსუსები და მისი დაგემოვნება კანითაც შესაძლებელია.


ფიზალისის, იგივე ოქროსფერი კენკრის წარმოება „ლოლაძეების ფერმაში“ 2019 წელს დაიწყო. ეს არის მრავალწლიანი მცენარე. ფიზალისს ხალხურ მედიცინაში მრავალი დაავადების სამკურნალოდ გამოიყენებენ, მდიდარია A, B და C ვიტამინებით. გარდა ამისა, მისგან ამზადებენ მარინადს. ფიზალისის მოყვანა უფრო რთულია და მცირე მოსავალსაც იძლევა, თუმცა ბაზარზე ერთი კილოგრამის ფასი, შესაძლოა 60 ლარიც იყოს.

 

მარიამ მორგოშია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up