მსოფლიოში ნავთობის ფასის მკვეთრმა ვარდნამ ლონდონის საფონდო ბირჟაზე რუსული კომპანიების აქციების ფასების მკვეთრი ვარდნა გამოიწვია.
- “გაზპრომის“ აქციების ფასი ლონდონის ბირჟაზე 24,8 პროცენტით დაეცა და 4,12 დოლარი გახდა.
- Rosneft-ის ფასიანი ქაღალდები 23,54 %-ით გაიაფდა 4,41 დოლარამდე.
- Novatek-ის ქაღალდები 33,6%-ით 92,5 დოლარამდე ჩამოვიდა.
- Gasprom Neft-ი – 11,62 %-ით გაიაფდა.
- НЛМК -ის (ნოვოლიბეცკის მეტალურგიული კომნინატის) აქციების ფასი 13,6 % პროცენტით დაეცა.
- CEVERSTALI – აქციების 18 %-იანი ვარდნა
ფინანსური სექტორიდან ყველაზე მეტად Sberbank-ი დაზარალდა, მისი აქციები - 30% ით დაეცა, დღის განმავლობაში ცვლილება 25,3 პროცენტამდე დაკორექტირდა. Банк ВТБ -ის ქაღალდები 23,19 პროცენტით გაიაფდა.
კრახი განიცადეს რითეილერებმაც - X5 Retail Group –ის ქაღალდები 22,5 პროცენტით გაიაფდა, Magnit-ის აქციები კი - 19,9 პროცენტით.
OPEC-ის შეთანხმებიდან რუსეთის გასვლის შემდეგ, გასულ შაბათს, საუდის არაბეთმა ნავთობზე, რომელსაც შიდა ბაზარზე ჰყიდის ფასი შეამცირა. ამ უპრეცედენტო ფასდაკლების მიზანი ევროპული აზიური და ამერიკული ნავთობგადამამუშავებელი კომპანიების არაბეთის ნავთობზე გადასვლა იყო, წერს Bloomberg-ი. სააგენტოს წყაროები იუწყებიან, რომ ქვეყანა ასევე ნავთობის მოპოვების გაზრდას გეგმავს. შედეგად ორშაბათს Brent-ის ნავთობის ფასი 30 პროცენტით - ბარელზე 45 დოლარიდან 31,02 დოლარამდე ჩამოვიდა. საერთაშორისო ბაზარზე რუბლი სწრაფად გაუფასურდა დოლართან და ევროსთან მიმართებაში. 9 მარტს ამერიკული ვალუტის ღირებულებამ 75 რუბლს გადააჭარბა, ხოლო ევრო 86 რუბლი ღირს.
Forbes.ru
მარიამ მორგოშია