ნავთობის ღირებულება იანვრის ფასებთან შედარებით 40%-ით დაბალ ნიშნულზე ნარჩუნდება

ნავთობის ღირებულება იანვრის ფასებთან შედარებით 40%-ით დაბალ ნიშნულზე ნარჩუნდება

access_time2020-10-21 19:00:21

2020 წელი ნავთობის ბაზრისთვისაც დრამატული აღმოჩნდა. ფასების მკვეთრი ვარდნა ჯერ კიდევ პანდემიამდე მაშინ დაიწყო, როდესაც კორონა ჩინეთის საზღვებში იყო მოქცეული, აპრილში კი საერთოდ მინუსში გავიდა.


OPEC+ ქვეყნების შეთანხმების შედეგად ივნისიდან ფასები მეტ-ნაკლებად დასტაბილურდა. წლის დასაწყისში Brent-ის ტიპის ნავთობის ღირებულება $69-ს შეადგენდა, ჩინეთში ახალი ვირუსის გავრცელების შედეგად შემცირებული მოთხოვნის გამო ფასი 1 თვეში 23%-ით $53-მდე შემცირდა. ეს მხოლოდ დასაწყისი აღმოჩნდა. 8 მარტს ორი უმსხვილესი ექსპორტიორის, რუსეთისა და საუდის არაბეთის მიწოდების შემცირებაზე მიუღწეველი შეთანხმების შედეგად „შავ ოქროზე“ ფასები ერთ ღამეში 35%-ით $52-დან $34-მდე შემცირდა. $47-დან $31-მდე გაიაფდა რუსული ურალისა და WTI-ს სახელით ცნობილი ამერიკული მსუბუქი ნავთობიც. 


11 მარტს კორონავირუსი ჯანმომ პანდემიად გამოაცხადა, რასაც ევროპაში მთელი რიგი რეგულაციები მოჰყვა. ცალკე დისტანციურ სამუშაოზე გადასვლამ და ცალკე საკუთრივ სატრანსპორტო შეზღუდვამ ნავთობზე მოთხოვნა მკვეთრად შეამცირა. 18 მარტს 1 ბარელი Brent-ის ტიპის ნავთობის მაისის ფიუჩერსული ფასი $26-მდე შემცირდა.30 მარტს Brent უკვე $22 ღირდა, WTI - $20 ხოლო რუსული ურალის ნავთობი $17-ზე ნაკლები.


აპრილის მოვლენებმა წინა თვეებში მოხდარი დაჩრდილა. 20 აპრილს XXI საუკუნეში პირველად Brent-ის ტიპის ნავთობის ფასი $20-იან ნიშნულს ჩამოსცდა, ნომინალში ეს 1999 წლის მაჩვენებელს უდრიდა, მსყიდველობითუნარიანობაზე გადაყვანით კი 80-იანი წლებისას. თუმცა მთავარი მოქმედი გმირი მაინც WTI გახდა, რომლის ფასი ნულოვან ნიშნულს ჩასცდა და რაღაც მომენტში -$38-ც კი დაფიქსირდა, რაც ნავთობის მოპოვების მთელი ისტორიის მანძილზე ანტირეკორდად შეფასდა. 2020 წლამდე ყველაზე დაბალი ფასი -11 დოლარი 1986 წელს იყო დაფიქსირებული. წმინდა ეკონომიკური თვალსაზრისით ფასი მოთხოვნის ვარდნამ, მარაგების გადავსებამ და ამ ფონზე ძველი კონტრაქტების ვადის ამოწურვამ შეამცირა. კითხვები უარყოფითმა ფასმა გააჩინა. მიზეზი ნავთობის სპეციფიკაშია. ჭაბურღილის გაჩერება და შემდეგ სასურველ დროს ამუშავება მომპოვებელს უფრო ძვირი უჯდება, ვიდრე მცირე პერიოდით მინუს ნიშნით რეალიზება. ეკოლოგიური თვალსაზრისით ასევე ყოვლად დაუშვებელია მისი ადგილზე დაღვრაც.



ფასების გამინუსებამდე 1 კვირით ადრე ხანგძლივი მოლაპარაკებების შედეგად დისტანციურ სამიტზე OPEC+ ქვეყნებმა მოპოვების რეკორდულ დღიურად 9.7 მლნ ბარელით შემცირებაზე შეთანხმებას მიაღწიეს, რაც ბაზარზე მიწოდების 10%-იან კლებას ნიშნავდა. გარიგება ორწლიანია და თუ მასში რამე კორექტივები არ შევიდა ძალაში 2022 წლის აპრილამდე დარჩება.


მიწოდების შემცირებისა და რეგულაციების მოხსნის შედეგად მაისიდან ფასები ნელ-ნელა გაიზარდა, თუმცა Brent $46-ს აღარ ასცილებია, ამჟამად $42 ღირს, $41-მდე გაიზარდა ამერიკული მსუბუქი ნავთობის ღირებულებაც. რუსული ურალი $39-ზე ნარჩუნდება. ნავთობის ამჟამინდელი ფასები 1-ლი იანვრის მაჩვენებელთან შედარებით 35-40 პროცენტითაა შემცირებული.


იანვარ-აგვისტოში საქართველომ $325 მლნ-ის ნავთობის იმპორტი განახორციელა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით $150 მლნ-ით ნაკლებია. რაც შეეხება საცალო ფასს ის დაგვიანებით, მაგრამ 1 ლიტრზე 60-70 თეთრით მაინც შემცირდა, მაგრამ მალევე 30-40 თეთრით ისევ გაძვირდა. დღეს ბრენდულ ბენზინგასამართ სადგურებზე 1 ლიტრი რეგულარის ტიპის ბენზინის ფასი 2.02-2.17 ლარის ფარგლებში მერყეობს, პრემიუმი - 2.21-2.38 ლარი ღირს, დიდელი - 2.09-2.28 ლარი.


ახალი ანტირეკორდები ნაკლებად, მაგრამ შეზღუდვების განახლების შედეგად, ნავთობზე მოთხოვნის და შესაბამისად ფასის შემცირება კვლავ მოსალოდნელია.


გიორგი ელიზბარაშვილი

თეგები:
ნავთობი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up