„შავი ლომი“  3.2 მილიონ აშშ  დოლარად გაიყიდა

„შავი ლომი“ 3.2 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა

access_time2018-02-09 13:00:07

BGEO ჯგუფის საინვესტიციო ბიზნეს ჯგუფმა საქართველოს კაპიტალმა ლუდის მწარმოებელი კომპანია „შავი ლომი“ შეისყიდა. „კომერსანტისთვის“ ცნობილი გახდა, რომ გარიგების მოცულობა 3.2 აშშ დოლარია. როგორც კომპანია „შავი ლომის“ ყოფილმა მფლობელმა ზაურ ცხადაძემ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, კომპანიის გაყიდვა ერთ კონკრეტულ მიზეზს არ უკავშირდება და ეს პარტნიორების საერთო გადაწყვეტილება იყო.

 

„რაიმე ერთი კონკრეტული მიზეზი, რატომაც გავყიდეთ „შავი ლომი“, არ ყოფილა. უბრალოდ, პარტნიორებმა ცალკ-ცალკე მუშაობა გადავწყვიტეთ, საქმეში მცირე შეცდომებიც იყო და ზოგადად, ხარისხიანი ლუდის წარმოება გარკვეულ სირთულეებს უკავშირდება, ამიტომ გაყიდვა სწორი გადაყვეტილება იყო“,-აღნიშნავს ცხადაძე.

 

„კომერსანტის“ კითხვაზე, თუ რატომ მოხდა გარიგება კონკრეტულად BGEO ჯგუფთან, ზაურ ცხადაძის თქმით, აღნიშნული კომპანია თავად დაუკავშირდა მათ.

 

„ამ ჯგუფს ეკუთვნის Heineken-ის ბრენდიც და თავის დროზე ჩვენ ერთმანეთის კონკურენტებიც ვიყავით. გადაწყვიტეს დაგვკავშირებოდნენ და რადგან ჩვენც გაყიდვაზე ვფიქრობდით, გარიგებაც შედგა. ამასთან, მიმაჩნია, რომ BGEO ჯგუფს საკამოდ დიდი პერსპექტივები აქვს და ლუდის ბიზნესის მიმართულებით ბაზარზე შეიძლება 40 %-იანი წილიც დაიკავოს. ნამდვილად მსხვილი კომპანიაა“,-განმარტავს ცხადაძე.

 


BGEO ჯგუფის მფლობელობაშია კომპანია თელიანი ველიც, რომელიც ლუდს ICY აწარმოებს.

 

ამასთან, ჯგუფი აპირებს 2018 წლის პირველ კვარტალში დაიწყოს Heineken-ის ბრენდის ლუდების წარმოება. აღსანიშნავია, რომ კომპანიას აქვს 10-წლიანი ექსკლუზიური უფლება, აწარმოოს ამ ბრენდის ალკოჰოლური სასმელი და კავკასიის ქვეყნებში გაყიდოს.

 

რაც შეეხება შავ ლომს,კომპანია ქართულ ბაზარზე 2016 წელს წელს შემოვიდა. მაშინ მწარმოებლები აცხადებდნენ, რომ ლუდი განსხვავებული ტექნოლოგიით მზადდებოდა და ის ნატახტარში, ყოფილი „მირზაანის“ ქარხანაში ისხმებოდა.

 

ლუდს, ბრენდით „შავი ლომი“ GBC - Genuine Brewing Co აწარმოებდა. კომპანიამ ინვესტიციის სახით 5 მილიონი ლარი ჩაიდო და დამატებით ამდენივეს ჩადება იგეგმებოდა.

 

ავტორი: სალომე ლემონჟავა

 




„სავარაუდოდ, გაზაფხულზე „ვიზეარი“ საქართველოში ბაზას აღადგენს“ - ნათია თურნავა

„სავარაუდოდ, გაზაფხულზე „ვიზეარი“ საქართველოში ბაზას აღადგენს“ - ნათია თურნავა
access_time2020-10-29 11:13:24
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, სავარაუდოდ, გაზაფხულზე „ვიზეარი“ საქართველოში ბაზას აღადგენს. როგორც მინისტრმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საავიაციო კომპანიები ოპტიმისტურად აფასებენ სამომავლოდ, საქართველოში ფრენების აღდგენას. „ოპტიმისტურად აფასებენ საავიაციო კომპანიები მომავალში საქართველოში ფრენის და ტურიზმის აღდგენის პერსპექტივებს. რა თქმა უნდა, ეს არ მოხდება მყისიერად, ეს მოხდება ეტაპობრივად, მაგრამ...

არქიმ მთავარ არხსა და TV 1-ს ქარტიაში პროცესი მოუგო

არქიმ მთავარ არხსა და TV 1-ს ქარტიაში პროცესი მოუგო
access_time2020-10-29 10:45:34
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ მთავარი არხისა და TV 1-ს ჟურნალისტებმა არქის შვილობილ კომპანიასთან მიმართებაში ცრუ ინფორმაცია გაავრცელეს. ორივე ტელეკომპანიამ 2020 წლის 23 ივნისს ბაკურიანში მშენებლობის შესახებ მოამზადა სიუჟეტი, სადაც ნათქვამი იყო, თითქოს, შპს “ბაკურიან რიზორტს” საკუთრებაში არსებული ქონება მთავრობისგან გადაეცა, იგეგმებოდა ტყის გაჩეხვა და მრავალსართულიანი შენობის აშენება, რაც ბაკურიანში დამსვენებლების ჩასვლას საფრთხის ქვეშ აყენებდა. ყოველივე...

კომუნალური გადასახადების ანაზღაურების 4-თვიანი სახელმწიფო პროგრამა 1-ელი ნოემბრიდან დაიწყება

კომუნალური გადასახადების ანაზღაურების 4-თვიანი სახელმწიფო პროგრამა 1-ელი ნოემბრიდან დაიწყება
access_time2020-10-29 10:50:30
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მესამე ტალღა 1-ელი ნოემბრიდან დაიწყება. როგორც მან მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ეს ითვალისწინებს კომუნალური გადასახადების ანაზღაურებას მოქალაქეებისთვის ნოემბრიდან 4 თვის მანძილზე. პრემიერის თქმით, როგორც წინა ეტაპზე, ეს შეეხება თითოეულ ოჯახს, რომელსაც ექნება 200 კილოვატამდე მოხმარებული ელექტროენერგია, ასევე 200 კუბურ მეტრამდე გაზის მოხმარება, ასევე წყლისა და...

„გალფს“ ზესტაფონის ავტოგასამართი სადგური ჩამოერთმევა - კომპანია საავტომობილო გზების დეპარტამენტთან ვერ შეთანხმდა

„გალფს“ ზესტაფონის ავტოგასამართი სადგური ჩამოერთმევა - კომპანია საავტომობილო გზების დეპარტამენტთან ვერ შეთანხმდა
access_time2020-10-28 18:45:59
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი „სან პეტროლიუმ ჯორჯიას“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირულაში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1476.00 კვ.მ მიწის ნაკვეთს და მასზე მდგომ შენობა-ნაგებობას იძულებით ჩამოართმევს.   ეკონომიკის მინისტრმა გზების დეპარტამენტს ექსპროპრიაციის უფლება უკვე მიანიჭა. ბრძანება "საკანონმდებლო მაცნეზე" გამოქვეყნდა. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ „დასახელებული უძრავი ქონების ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე დეპარტამენტსა და მესაკუთრეს...

28 ოქტომბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა

28 ოქტომბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-10-28 18:10:22
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 28 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება...


მსგავსი სიახლეები

up