შავი ჯიპების ეპოქა საქართველოში კიდევ დიდხანს არ დასრულდება

შავი ჯიპების ეპოქა საქართველოში კიდევ დიდხანს არ დასრულდება

access_time2018-05-15 12:00:00

 

ვფიქრობდროასაქართველოში შავი ჯიპების ეპოქა დავასრულოთრადგან ეს ყველას აღიზიანებს და არ დაგიმალავთმეცმათ შორის,— პრემიერ-მინისტრის ამ განცხადებიდან ზუსტად ორი თვე გავიდა, თუნცა აშკარად ჩანს, რომ შავი ჯიპების ეპოქა საქართველოში კიდევ დიდხანს არ დასრულდება.


გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივა  შეეხებოდა სამთავრობო უწყებებში შავი ფერის ავტომობილების სხვა ფერის მანქანებით ჩანაცვლებასა და  მთავრობის ავტოპარკის ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტით შეცვლას.

შავი ჯიპების ეპოქის დასრულებას რამდენიმე უწყება თავიდანვე გამოეხმაურა.. მათ შორის ინიციატორის გამზიარებელი ერთ-ერთი პირველი თბილისის მერია აღმოჩნდა. თუმცა როგორც კომერსანტითვის გახდა ცნობილი, ავტო-პარკის განახლება თუ შავი ჯიპების ჩანაცვლება, სამინისტროთა უმეტესობაში  ჯერჯერობით დღის წესრიგში არ დგას. 


ჩვენ შევეცადეთ, ინფორმაცია  ყველა უწყებიდან გამოგვეთხოვა. აღმოჩნდა, რომ სამინისტროების უმეტესობა პარკირების განახლებას უახლოეს მომავალში არ გეგმავს. რაც შეეხება კონკრეტულად შავ ჯიპებს, მინისტრთა კაბინეტის უმრავლესობა აღნიშნული ფერის ავტომობილების ყოლას საერთოდ უარყოფს.  

 

გთავაზობთ კონკრეტული უწყებებიდან გამოთხოვილ ინფორმაციას:

 

ჯანდაცვის სამინისტრო - „ჩვენ შავი ჯიპები საერთოდ არ გვყავს. რაც შეეხება ავტოპარკის განახლებას, უახლოეს მომავალში არ ვგეგმავთ.

 

თავდაცვის სამინისტრო - „ჩვენ ავტოპარკი ისედაც გვაქვს და ავტომობილებიც წლების წინ შევიძინეთ. რაც შეეხება კონკრეტულად პრემიერის ინიციატივას, ზოგადად ეს არის გრძელვადიანი პროექტი, ამიტომ უახლოეს მომავალში ავტო-პარკის განახლებას არ ვგეგმავთ.


 

დევნილთა სამინისტრო - „ავტოპარკის განახლებისა და ახალი ავტომობილების შეძენის ფინანსები არ გვაქვს. ჩვენი მინისტრები ისედაც მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილდებიან. კერძოდ, „სედანის“ ფირმის მანქანებით“.

 

შსს — აღნიშნული საკითხი მოკლევადიანი პროცესი არ არის და ის ეტაპობრივად განხორციელდება.

 

საგამოძიებო სამსახური შავი ჯიპების ნაცვლად ლურჯი ფერის ჰიბრიდების შეძენას გეგმავს.

 

თბილისის მერია — მსუბუქი ჰიბრიდული ავტომობილების შეძენას გეგმავს. ფერი — თეთრი

 

 „საერთაშორისო გამჭირვალობა- საქართველო“ პრემიერის ინიციატივას  აქტიურად ადევნებს თვალს. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ლევან ნატროშვილი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, პრემიერის ინიციატივას ორი ძირითადი პრობლემა აქვს. პირველი ეს არის, ერთი კონკრეტული ფერის ავტომობილების შეძენის ვალდებულება, მეორე კი - უშუალოდ 2018 წლის მოდელების შეძენა. მისი თქმით, აღნიშნული მოთხოვნები ზღუდნავს კონკრენციას და კორუფციული გარიგების ეჭვს ბადებს.

 

მიზეზი მარტივია. შესაძლოა კონკრეტულ მწარმოებელს ამდენი ერთი ფერის ავტომობილი არ ჰყავდეს და სწორედ ამიტომ ტენდერში მონაწილეობა ვერ მიიღოს. რაც შეეხება მეორე პრობლემასრატომ არ შეიძლება ახალი მანქანა შეიძინონ ვთქვათ, 2017 წლის?! 2018  წლის მოდელების ვალდებულება არის არასწორი თანაც მაშინ, როცა ჯერ წლის ნახევარიც არ გასულა. საერთო ჯამში, ეს ორი მოთხოვნა ზღუდავს კონკრენციას და ბევრი მომწოდებელი ვერ მიიღებს ტენდერში მონაწილეობას. გვიჩნდება ეჭვი, კორუფციულ გარიგებასთან ხომ არ გვაქვს საქმე?! პროცესი რომ გამჭირვალე და ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს, აცუილებელია მსგავსი მოთხოვნები არ არსებობდეს“,- განმარტავს ნატროშვილი.

 

რაც შეეხება ფინანსურ რესურსებს, როგორც ლევან ნატროშვილი აღნიშნავს, ინიციტივა იდეაში გულისხმობს ნაკლები დანახარჯებით ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილების შეძენას,  მსგავსი შეზღდუდვების ფონზე კი ეკონომიურობა არ კეთდება.

 

თითქოს შესაკრეფთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება, შავ ჯიპებს თუ უბრაბლოდ ლურჯი ფერის ავტომობილებით ვანაცვლებთ და გვაქვს მსგავსი არასწორი მიდგომები, ეს ბიუჯეტზე პოზიტიურად არ აისახება. არადა თავის დროზე, მთავარი პრიორიტეტი იყო მანქანების მაქსიმალურად იაფად და ნაკლები დანახარჯებით შეძენა. ეს ყველაფერი არასწროია“,- განმარტავს ნატროშვილი.

 

სალომე ლემონჯავა

 

 




საქართველო - მოედანი რუსეთის ბიზნესისთვის

საქართველო - მოედანი რუსეთის ბიზნესისთვის
person access_time2018-10-19 20:02:10
ევროკავშირის ბაზარზე რუსული პროდუქციის ირიბად მოსახვედრად, საქართველოს გამოყენებას გეგმავს რუსეთის მცირე და საშუალო ექსპორტიორების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი იური შურიგინი. ის საქართველოს განიხილავს, „მიწად“ რომლიდანაც, ევროკავშირის ბაზარზე უნდა მოხვდეს რუსული პროდუქცია, რომელსაც ამჟამად ევროკავშირის ეკონომიკური სანქციები აქვს დაწესებული.   „თბილისში ძალიან კარგი ახალი შესაძლებლობები ჩნდება ევრაზიული ქვეყნების ბიზნესისთვის, საქართველოს აქვს თავისუფალი ვაჭრობის...

ზვიად ხორგუაშვილი ლარის გაუფასურების 5 ძირითად მიზეზს ასახელებს

ზვიად ხორგუაშვილი ლარის გაუფასურების 5 ძირითად მიზეზს ასახელებს
person access_time2018-10-19 19:31:12
მთავრობამ განსაკუთრებულად უარყოფითი გავლენა იქონია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე. ყოველწლიურად მთავრობა გვთავაზობდა მავნებლურ ეკონომიკურ პოლიტიკას, მაგრამ 2018 წელს პიკს მიაღწია,- ასე აფასებს ეკონომისტი ზვიად ხორგუაშვილი ქვეყნის ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებს. ხორგუაშვილი  იმ განწყობებსა და მოლოდინებზე საუბრობს, რაც დღეს ლართან დაკავშირებით ხდება.   სხვა თანაბარ პირობებში, ლარის კურსი დოლართან მიმართებაში დგება პრინციპულად იგივენაირად, როგორც მაგალითად თონის პურის...

HUB Georgia: მთავრობას უნდა ტექდათვალიერების ბაზარზე „ალდაგის“ სახელით თავად გახდეს მონოპოლისტი

HUB Georgia: მთავრობას უნდა ტექდათვალიერების ბაზარზე „ალდაგის“ სახელით თავად გახდეს მონოპოლისტი
person access_time2018-10-19 17:30:00
„ტექდათვალიერების რეფორმა ჩავარდა“, - სწორედ ასე შეაფასა ავტომანქანების ტექდათვალიერების (ტექნიკური ინსპექტირება) პროცესი HUB Georgia-ს აღმასრულებელმა დირექტორმა  ვასო ურუშაძემ. 2018 წლის 1 იანვრიდან სავალდებულო გახდა ეტაპობრივად ავტომანქანების ტექდათვალიერება, თუმცა მას შემდეგ, რაც მიმდინარე წლის 1-ლი ოქტომბრიდან რეფორმის მესამე ეტაპი დაიწყო, დარგის სპეციალისტებმა სულ უფრო ხშირად დაიწყეს პროცესების გაუმართაობაზე საუბარი.  მეტიც, ისინი რეფორმის ჩავარდნას...

თბილისში მშენებლობაზე გაცემული ნებართვები შემცირდა

თბილისში მშენებლობაზე გაცემული ნებართვები შემცირდა
person access_time2018-10-19 16:30:33
2018 წლის 9 თვეში დედაქალაქში მშენებლობაზე გაცემული ნებართვების რაოდენობა შემცირდა. თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მოწოდებული სტატისტიკის მიხედვით, 2018 წლის იანვარ-სექტემბერში 1 282 სამშენებლო ნებართვა გაიცა, 2017 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 1 338. აღსანიშნავია, რომ 2018 წელს გაცემული ახალი ნებართვიდან 74% ინდივიდუალურ (კერძო) სახლების მშენებლობაზე გაიცა. რაც შეეხება ბოლო წლების სრულ მონაცემებს, ასე გამოიყურება: თბილისში...

ხონის მუნიციპალიტეტში დამნაშავედ ცნობილი თანამდებობის პირები სამსახურებს უკანონოდ ინარჩუნებდნენ

ხონის მუნიციპალიტეტში დამნაშავედ ცნობილი თანამდებობის პირები სამსახურებს უკანონოდ ინარჩუნებდნენ
person access_time2018-10-19 15:30:08
ხონის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამდებობის პირები და საჯარო მოხელეები, სასამართლოს მიერ მათ წინააღმდეგ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის მიუხედავად, სამსახურეობრივ პოზიციებს ორი თვის განმავლობაში უკანონოდ ინარჩუნებდნენ,  — ნათქვამია საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს განცხადებაში. არასამართავრობო ორგანიზაციის განცხადებით, გამოძიება მერის პირველი მოადგილის გელა ჩოგოვაძის, საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების...


მსგავსი სიახლეები

up