შავ ზღვის ენერგოკაბელის მშენებლობის პარალელურად ჩვენ უნდა განვავითაროთ გენერაციის წყაროები - მაია მელიქიძე

შავ ზღვის ენერგოკაბელის მშენებლობის პარალელურად ჩვენ უნდა განვავითაროთ გენერაციის წყაროები - მაია მელიქიძე

access_time2023-01-17 21:00:49

შავ ზღვაში უნდა აშენდეს ენერგოკაბელი და ფიზიკურად მოხდება საქართველოს დაკავშირება უკვე ევროპის ქვეყნებთან — ამის შესახებ სემეკის წევრმა, ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონალური ასოციაციის პრეზიდენტმა მაია მელიქიძემ, ლევან ბოძაშვილის საავტორო გადაცემაში „ნეირონი“ განაცხადა.


„შავ ზღვის ენერგოკაბელის მშენებლობის პარალელურად ჩვენ უნდა განვავითაროთ გენერაციის წყაროები. ჩვენ თვითონ უნდა გავხდეთ გენერაციის წყარო და მოვიზიდოთ მეზობლები. ევროპამ უკვე დაიწყო ალტერნატიული გზების ძებნა და ჩვენი ქვეყანა აღმოჩნდა პირველი სადაც მათ თქვეს, რომ ჩადებენ ინვესტიციებს რათა ენერგეტიკული კუთხით დავუდგეთ გვერდში. არაერთმა მნიშვნელოვანმა პირმა თქვა, რომ საქართველოსთან ეს ენერგეტიკული ხიდი შეიძლება აღმოჩნდეს სწორედაც დამაკავშირებელი გზა, რომ ჩვენ გავხდეთ ევროპის წევრი ქვეყანა. 


ევროპა წლევანდელ ზამთარს მეტ-ნაკლებად მარტივად გაივლის, თუმცა მომავალი წელი მისთვის ძალიან რთული იქნება, ამიტომ სჭირდება მას ანალოგიური წყაროების მოძიება.


საქართველოს ენერგორესურსებით მდიდარი ქვეყანაა, აქ საუბარია განახლებად ენერგიებზე. რაც შეეხება პრობლემას რომელსაც ჩვენ ვაწყდებით, ეს არის მოხმარების ზრდა, რაც ცუდი არ არის, რადგან ესაა სიგნალი იმისა, რომ ქვეყანაში იზრდება ბიზნესი, სამშენებლო ბიზნესი ვითარდება და ის ცუდი სიგნალი არ არის ქვეყნის ეკონომიკისთვის. თუმცა გვაქვს სერიოზული გამოწვევა, დღეის მონაცემებით 2000 მეგავატზე მეტი არის მოხმარება, აქედან 1700-ს მეგავატს ჩვენ ვაწარმოებთ, დანარჩენი ვართ იმპორტდამოკიდებული. ჩვენ შეგვიძლია მოხმარებას გადავასწროთ და ექსპორტიორი ქვეყანა გავხდეთ, მაგრამ ჩვენ არ ვართ აქტიურები გენერაციის ნაწილში და გვესაჭიროება მეტი ჰესი.


შესაძლებელია საქართველოს მასშტაბით მზის ენერგიის 250 მეგავატის ინტეგრაცია ქსელში, მაშინ როდესაც სულ რაღაც 27-30 მეგავატის გენერაციას აქვს ადგილი. გარდა ამის, ქარის ერთადერთი ელექტროსადგური გვაქვს, რომელიც 20.3 მეგავატს აგენერირებს, ხოლო ახალი სადგური რომელიც დაანონსდა ცოტა ხნის წინ იქნება 20.7 მეგავატის მწარმოებელი.



იმპორტდამოკიდებულები ვართ, თუმცა ჩვენგან ხდება ენერგიის გატანა. საქართველოდან ენერგიის იმპორტზე გატანის ერთ-ერთი მიზეზი არის ის რომ ფასი ძალიან მომხიბლელია, მაგალითად შარშან ამ დროს თურქეთში ღირებულება იყო 6 ცენტი დღეს ეს მონაცემი 22 ცენტია, ნათელია რამდენად დიდი შეიძლება იყოს მომგებიანობის მარჟა. შარშან იმპორტ-ექსპორტის შედეგად ქვეყანას 15 მილიონი დარჩა, წელს 84 მლნ დოლარს გადააჭარბა, ეს არის გამოწვეული იმით რომ ფასი მეზობელ ქვეყანაში გაიზარდა“,  განმარტა მაია მელიქიძემ.


სემეკის წევრმა ბირჟის გახსნის გადავადებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბირჟა რეალურად არის გარანტია, რომ ფასები იქნება ობიექტური, კონკურენტუნარიანი და სამართლიანი.


„2023 წლის მარტის ბოლომდე გადაიდო ენერგეტიკული ბირჟის გახსნა. ბირჟა მზად არის, ის აღჭურვილია ყველანაირი ტექნოლოგიური თვალსაზრისით და მიმდინარეობს მისი სატესტო რეჟიმში მუშაობა. ბოლო პერიოდში ძალიან ობიექტური მიზეზების გამო გადაიდო, რადგან ენერგომატარებლებზე ფასები ძალიან გაიზარდა. ბირჟა რეალურად არის გარანტია, რომ ფასები იქნება ობიექტური, კონკურენტუნარიანი და სამართლიანი და ეს კი დიდი ალბათობით იქნებოდა საკმაოდ მაღალი, ამიტომ გადავაზღვიეთ ეს რისკი და გადავდეთ მისი გახსნა“,  აღნიშნა მაია მელიქიძემ.


ბიტკოინის მაინინგზე საუბრისას ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონალური ასოციაციის პრეზიდენტმა განმარტა, რომ როგორც კი კრიპტოვალუტაზე ფასი იზრდება საქართველოში ელექტროენერგიაზე მოხმარება ავტომატურად, პირდაპირპროპორციულად იზრდება და პირიქით. მისის თქმით, მიზეზი საქართველოში ენერგეტიკაზე არსებული მიმზიდველი ფასია, რის შედეგადაც კრიპტოვალუტის გენერაციის კუთხით საქართველო მსოფლიოში მესამე ადგილზე აღმოჩნდა.











„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up