შავ ზღვაში 2021-2022 წლის თევზის მოსაპოვებელი რესურსის კვოტების რაოდენობა განისაზღვრა

შავ ზღვაში 2021-2022 წლის თევზის მოსაპოვებელი რესურსის კვოტების რაოდენობა განისაზღვრა

access_time2021-10-14 11:20:00

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა, საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, შავ ზღვაში 2021-2022 წლის თევზის მოსაპოვებელი რესურსის კვოტების რაოდენობა დაადგინეს, მათ შორის ქაფშიის, რომელიც 85 000 ტონას შეადგენს. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.



„აღსანიშნავია, რომ თევზის მოპოვების აქტიური სეზონი ოქტომბრიდან იწყება და, შესაბამისად, კვოტები მიმდინარე წლის ოქტობრიდან მომავალი წლის ოქტომბრამდე პერიოდისთვის დგინდება. გასული წლის მსგავსად, წელსაც მარაგები ევროკავშირის სტანდარტების და ხმელთაშუა ზღვის კომისიის მოთხოვნების შესაბამისად განისაზღვრა.





სააგენტოს მეთევზეობის, აკვაკულტურისა და წყლის ბიომრავალფეროვნების დეპარტამენტის სპეციალისტებმა თევზის მოსაპოვებელი რესურსის კვოტების რაოდენობის დასადგენად კვლევები უახლესი სტანდარტების, თანამედროვე ეკოსაუნდერის საშუალებით განახორციელეს, რაც სარეწაო რესურსის მაღალი სიზუსტით პროგნოზირების საშუალებას იძლევა. კვლევების წარმოებისას გათვალისწინებული იყო როგორც ზღვის ეკოსისტემა და ეკოლოგიური მდგომარეობა, ისე მეწარმე სუბიექტების ინტერესები.




აღსანიშნავია, რომ თევზის მოსაპოვებელი რესურსის კვოტების კვლევები ყოველწლიურად, სარეწაო სეზონის დაწყებამდე ხორციელდება, რადგან მარაგების მოპოვებისათვის საუკეთესო პერიოდი სწორედ ოქტომბრიდან მაისამდე გრძელდება.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მარაგის შეფასების სრულყოფილად წარმოება ხელს შეუწყობს ქვეყანაში თევზჭერის დარგის მდგრად განვითარებას, ეკონომიკის ზრდას და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას. ასევე, დადგენილი თევზის რესურსის რაოდენობა უზრუნველყოფს თევზის გადამმუშავებელი საწარმოების სრულ დატვირთვას“ – ნათქვამია ინფორმაციაში.




თეგები:
თევზი



თურქეთი საქართველოს გავლით პროდუქციის ევროკავშირში ექსპორტს შეძლებს

თურქეთი საქართველოს გავლით პროდუქციის ევროკავშირში ექსპორტს შეძლებს
access_time2021-10-16 12:11:40
თურქეთმა მიიღო უფლება თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმში განახორციელოს თურქულ ნედლეულზე საქართველოში წარმოებული პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირში.  ახალი შეთანხმება არ...

რუსეთი, როგორც მთავარი კიბერგამომძალველი

რუსეთი, როგორც მთავარი კიბერგამომძალველი
access_time2021-10-16 20:00:31
დასავლეთის ქვეყნებზე განხორციელებული კიბერშეტევების დიდი ნაწილის უკან რუსეთი და მისი მეზობელი ქვეყნები დგანან - განაცხადა ბრიტანეთის კიბერუსაფრთხოების სააგენტოს დირექტორმა ლინდსი კემერონმა. მისი თქმით, სწორედ ონლაინგამოძალვა წარმოადგენს ყველაზე სერიოზულ საფრთხეს კიბერშეტევების ყველა სახეობას შორის.   „ეროვნული უსაფრთხოების სამსახურთან ერთად, ჩვენ ჩავატარეთ გარკვეული სამუშაო და მივედით დასკვნამდე, რომ რუსეთში და მის მეზობელ ქვეყნებში ბაზირებული კიბერდამნაშავეები...

ვენეცია ტურისტებს იბრუნებს

ვენეცია ტურისტებს იბრუნებს
access_time2021-10-16 18:00:12
პანდემიის პირველმა წელმა იტალია და, მათ შორის, ვენეცია, უცხოელი ტურისტების გარეშე დატოვა. დღეს ვიზიტორები ბრუნდებიან. რა თქმა უნდა, მასშტაბები ჯერ ისეთი არაა, როგორც 2019 წელს. უქმეებზე ვენეცია ტურისტებით სავსეა, მაგრამ სამუშაო დღეებში ქალაქში შედარებითი სიმშვიდეა. ბოლო მონაცემებით ვენეციაში ჩამოსული ტურისტების რაოდენობა პანდემიამდელი პერიოდის 60%-ს მიაღწია, თუმცა, ვიზიტორების სტრუქტურა შეიცვალა. უცხოელების რაოდენობა 2019 წელთან შედარებით 70%-ით შემცირდა, მაგრამ ამავე დროს იტალიელების 50%-ით...

ბაზარზე გაყინული ფოთლების ჩაი გამოჩნდა

ბაზარზე გაყინული ფოთლების ჩაი გამოჩნდა
access_time2021-10-16 10:00:43
ინოვაციური ტექნოლოგიით დამზადებული ახალი სახეობის გაყინული ფოთლების ჩაი უკვე გაყიდვაშია, მისი შეძენა კი მომხმარებელს გუდვილის (საბურთალოს და დიღმის) ჰიპერმარკეტებში...

ავთანდილმა შეიძლება ავეჯის დიზაინის ხაზიც აამოქმედოს

ავთანდილმა შეიძლება ავეჯის დიზაინის ხაზიც აამოქმედოს
access_time2021-10-16 16:00:04
ქართველი დიზაინერი, ავთანდილ ცქვიტინიძე ავეჯის დიზაინით დაინტერესდა. როგორც სამოდელო სახლ „ავთანდილის“ დამფუძნებელი და დირექტორი ამბობს, ის ჯერჯერობით ძიებაშია და სამომავლო გეგმებზე დაზუსტებით ვერაფერს იტყვის, თუმცა არ გამორიცხავს, რომ მისმა გატაცებამ მომავალში...


მსგავსი სიახლეები

up