,,შავ პარასკევს“ სავაჭრო ცენტრები მოკრძალებული აქციებით შეხვდებიან

,,შავ პარასკევს“ სავაჭრო ცენტრები მოკრძალებული აქციებით შეხვდებიან

access_time2021-11-18 11:00:18

ბიზნესი ტრადიციას პანდემიის პირობებშიც გაითვალისწინებს და მომხმარებელს ,,შავ პარასკევს“ მოუწყობს. თუმცა ის არ იქნება ისეთი მასშტაბური, როგორიც პანდემიამდე იყო. სამზადისი საკმაოდ მოკრძალებული ჩანს, კონკრეტულად რა აქციებს შესთავაზებენ მომხმარებლებს, კომპანიები ბოლომდე არ არიან ჩამოყალიბებული. ,,კომერსანტთან“ საქართველოში მსოფლიო ბრენდების North Face-ის, Timberland-ისა და Disel-ის ოფიციალური წარმომადგენელი, კომპანია „მეგასპორტის“ დამფუძნებელი დავით ჩხეიძე აცხადებს, რომ ,,სითი მოლში“ აქციები 22 ნოემბერს დაიწყება და 1 კვირის განმავლობაში გაგრძელდება.



ბიზნესმენი საუბრობს ასევე იმ მკვეთრად ნეგატიურ პროცესებზე, რაც ბრენდული კომპანიების საქმიანობაზე აისახება, მათ შორის, ინფლაცია, ლარის კურსი, გაძვირებული ლოგისტიკა და იმუნიზაციის დაბალი მაჩვენებელი.



,,რთულ პერიოდს გავდივართ, მაგრამ ,,შავი პარასკევისთვის“ სამზადისი მაინც დავიწყეთ. ამ დღეს მოუთმენლად ელოდება მომხმარებელი და ვცდილობთ, გარკვეული აქციები შევთავაზოთ. ვერ ვიტყვით, რომ ეს იქნება მასშტაბური. ამ ეტაპზე  ახალი პარტიების იმპორტისთვის ვემზადებით, გარკვეული სიახლეები იქნება, მაგრამ კონკრეტულად რა, საბოლოოდ არ ვართ ჩამოყალიბებული. ამაზე ვმუშაობთ მოლებთან დაკავშირებითაც, ,,სითი მოლში“  აქციები 22 ნოემბერს დაიწყება და 1 კვირას გასტანს.  მრავალი გამოწვევაა, რის გადალახვაც ამ ეტაპზე ბიზნესს უწევს, მათ შორის ჩინეთიდან იმპორტი,  კონკრეტულად ჩემს შემთხვევაში ეს არის ველოსიპედების ბიზნესი, ამერიკელებს ჩინეთში აქვთ ქარხნები, ამიტომ იქიდან გვაწოდებდნენ პროდუქციას. 2 წელიწადზე მეტია,  ვერაფერი ჩამოგვაქვს. 14 000 დოლარზე მეტი ღირს კონტეინერი და ლოგისტიკის ხარჯის გაწევა პრაქტიკულად შეუძლებელია“, - ამბობს დავით ჩხეიძე.



ბიზნესმენი ,,მწვანე პასპორტის“ საკითხსაც ეხმაურება და დასძენს, რომ მნიშვნელოვანი ვალდებულება თანაბრად უნდა შეეხოს მომხმარებელსაც და დასაქმებულებსაც, რადგან იმუნიზაციის სტიმულირება ამ ფორმით მეტ შედეგს მოიტანს.




,,ახლა ისეთი მდგომარეობაა, რომ აუცრელი არ შეიძლება იყო, ამაზე ცალსახა დამოკიდებულება მაქვს. დისკრიმინაციულია ის, რომ კომპანიები არათანაბარ პირობებში აღმოჩნდებიან, ასე ნამდვილად არ არის. მომხმარებელზე აკეთებენ აქცენტს, ამ დროს დასაქმებულები არ არიან აცრილი, სინამდვილეში ეს არის დისკრიმინაცია. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ იმუნიზაციის ტემპი დაჩქარდეს და ბიზნესმაც მეტნაკლებად იგრძნოს შეღავათი. მარტო ის არ არის პრობლემა, რომ გადახდისუნარიანობა შემცირდა, მაღალი ინფლაციაა ქვეყანაში, რაც დიდი დაბრკოლებაა ბიზნესისთვის. ფასების ლართან შესაბამისობაში მოყვანა რეალურად ძალიან დიდ პრობლემას ქმნის. იმპორტიორები საქონელს დოლარში ან ევროში ვყიდულობთ, ფასებთან დაკავშირებით იქ არაფერი იცვლება, საქართველოში კი ლარი გვხვდება დაბრკოლებად“,- ამბობს ბიზნესმენი.



,,მეგასპორტის“ დამფუძნებელი“ ,,კომერსანტთან“  ბიზნესის ბრუნვის მკვეთრ კლებაზეც საუბრობს. კერძოდ, როგორც დავით ჩხეიძე აღნიშნავს, 2019 წლის დეკემბრის მდგომარეობით თუკი ბიზნესის ბრუნვა 10 მილიონ  ლარს აღწევდა, წელს საპროგნოზო მაჩვენებელი 5 მილიონ ლარს არ აღემატება.



,,ბიზნესის ბრუნვა 50%-ით არის შემცირებული, 2020 წელს დაკეტილები ვიყავით, ამ პერიოდთან შედარებაც არ შეიძლება. დიდი პრობლემაა ისიც, რომ ბიზნესის სტიმულირების მიზნით სახელმწიფოს მხრიდან ფაქტობრივად არაფერი გაკეთებულა. სესხების გადავადებას რა მნიშვნელობა აქვს, როცა ბიზნესი  ქეშის დეფიციტს განიცდის. რაც გაკეთდა, მოვლითი სტიმულირებაა, რომელსაც ბიზნესისთვის რეალურად არანაირი შედეგი არ მოუტანია“, - დასძენს ჩხეიძე ,,კომერსანტთან“ საუბარში.



მისივე განცხადებით, ჯერჯერობით რთულია სტაბილურობასა და პრობლემის დაძლევაზე საუბარი, რისთვისაც ბიზნესს, სულ მცირე, 3-4 წელიწადი სჭირდება. ეს მაშინ, როცა ევროპული ქვეყნების შემთხვევაში, დაკარგული პოზიციების აღსადგენად 1 სეზონიც საკმარისია.


მარი ჩიტაია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up