„შატო მერეში“ ახალი იტალიური რესტორანი Enzo's Ezo გაიხსნა

„შატო მერეში“ ახალი იტალიური რესტორანი Enzo's Ezo გაიხსნა

access_time2020-06-11 11:10:48

კომპლექს „შატო მერეში“ ახალი იტალიური სამზარეულოს რესტორანი გაიხსნა. ცნობილი იტალიელი მზარეული ენცო ნერის რესტორანი Enzo’s Ezo-ს სტუმარს ხმელთაშუაზღვისპირეთის სამზარეულოს სთავაზობს. როგორც „შატო მერეს“ სასტუმროს მენეჯერი „კომერსანტთან“ აღნიშნავს, კომპლექსი ახალი ობიექტების დამატებას მომავალშიც გეგმავს.  

 

„ივნისისდან, ისევე როგორც მთლიანმა სექტორმა, ჩვენც მივიღეთ მუშაობის უფლება და უნდა აღინიშნოს, რომ შაბათ-კვირები საკმაოდ დატვირთულია. გახსნილია ტერასები და როგორც კი იქნება ნებართვა, შიდა სივრცეებსაც გავხსნით. ქართველი სტუმრები საკმაოდ აქტიურობენ, თუმცა, შარშანდელ სეზონთან შედარება არ შეიძლება, თუმცა მოკლე დროა გასული და დავაკვირდებით სიტუაციას.  ფაქტია, რომ ყველა სასტუმროს გაუჭირდება ამ სეზონზე ტურისტების გარეშე, თუმცა ფრენების აღდგენამ შესაძლოა მდგომარეობა გააუმჯობესოს.


ვიცავთ ყველანაირ რეგულაციას - გვაქვს თერმოსკრინინგი, ნებისმიერი ნივთის გამოყენების შემდეგ(იქნება ეს სკამი, მაგიდა თუ საპირფარეშო)  ვატარებთ დეზინფექციას. ვიცავთ 2 მეტრიან დისტანციას და ვიყენებთ  პირბადეებს.



ამასთან გვემატება ახალი ობიექტები,  უკვე გავხსენით იტალიური სამზარეულო. მალე  დაგვემატება  სპა და ნებართვის მიღების შემდეგ დავიწყებთ მუშაობას,“ - აღნიშნავს სასტუმროს მენეჯერი ლიკა პარწინაკაშვილი.


 


კომპლექსი „შატო მერე“ ღვინის კომპანია ვინივერიას ბაზაზე თელავის მახლობლად, სოფელ ვარდისუბანში დაფუძნდა და 2011 წლის 18 სექტემბრიდან ფუნქციონირებს. ღვინის კომპანიასთან ერთად, შატოს კომპლექსი სასტუმროსა და რესტორანსაც მოიცავს. სასტუმროს ტერიტორიაზეა ასევე ღია აუზი, დიდი საკონფერენციო დარბაზი, მარანი, ღვინის სადეგუსტაციო განყოფილება, ბარი, ღია ჯაკუზი და საჯინიბო რამდენიმე არაბული ცხენით. სასტუმროს რესტორანი 150–250 პერსონაზეა გათვლილი და კახურ და ევროპულ კერძებთან ერთად ახლა უშუალოდ იტალიური სამზარეულო დაემატა.

 

მარიამ მორგოშია






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up