გასულ წელს ქართველმა ვიზიტორებმა საზღვარგარეთ ყველაზე დიდი თანხა საყიდლებში დახარჯეს.
PMC კვლევითი ცენტრის ახალი კვლევის მიხედვით, 2022 წელს საყიდლებზე მთლიანი ხარჯების 42% მოდიოდა. დანარჩენი ხარჯების გადანაწილება კი ასეთია: 30% - კვება, 14%-განთავსება, 10%-ადგილობრივი ტრანსპორტი, 3% რეკრეაცია. საერთო ჯამში საქართველოდან გასულმა ვიზიტორებმა საზღვარგარეთ 1.8 მლრდ ლარი დახარჯეს, რაც 2019 წლის მაჩვენებლებთან შედარებით 12%-ით ნაკლებია.
PMC კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, 2022 წელს საქართველოს რეზიდენტების მიერ გასვლითი ვიზიტების რაოდენობა წლიურად სამჯერ გაიზარდა და 1.7 მილიონ მიაღწია. საერთო ჯამში, გასულ წელს ვიზიტების რაოდენობამ 2019 წლის 71.3%-ს მიაღწია. 2022 წელს ვიზიტის საშუალო ხანგრძლივობა 6.1 ღამეს უდრიდა, რაც 2019 წელთან შედარებით 2.2 ღამით მეტია.