„შარშან კვირა არ გასულა, რომ სავალუტო ჯიხურებში ფულის გადახურდავებისას ტურისტები არ მოეტყუებინათ“

„შარშან კვირა არ გასულა, რომ სავალუტო ჯიხურებში ფულის გადახურდავებისას ტურისტები არ მოეტყუებინათ“

access_time2018-01-29 12:40:47

„შარშან, კვირა არ გასულა, რომ სავალუტო ჯიხურებში ფულის გადახურდავებისას ტურისტები არ მოეტყუებინათ", - ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა მურთაზ კიკორიამ განაცხადა.

 

 

მისივე თქმით, „ეროვნული ბანკის" შესახებ კანონში შესული ცვლილებებით, ვალუტის გადამცვლელ პუნქტებს მაღალი მოთხოვნები დაუწესდებათ.

 

 

„სავალუტო ჯიხურებზე ზედამხედველობა შეზღუდული იყო და მხოლოდ ფულის გათეთრების ნაწილზე ვრცელდებოდა. ამ ცვლილებებით კი ეროვნულ ბანკს აქვს უფლება, სავალუტო ჯიხურები ფინანსურ შუამავლად განიხილოს და მაღალი მოთხოვნები დაუწესოს. შარშან კვირა არ გასულა, რომ სავალუტო ჯიხურებში ფულის გადახურდავებისას ტურისტები არ მოეტყუებინათ. ახალი რეგულაცია კი საშუალებას გვაძლევს, მომხმარებლის ინტერესების დასაცავად მომსახურების წესები დავადგინოთ.

 


 

ასევე დავაწესებთ მოთხოვნებს ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მფლობელებისთვის, მათ საქმიანობაზე, გამოცდილებაზე. ეს არ იქნება ისეთი სტანდარტები, როგორიც გვაქვს ბანკების ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის, მაგრამ ფინანსური საქმიანობის წარმმართველი პირი ნასამართლევი რომ არ უნდა იყოს, ალბათ, ყველა დამეთანხმება. კანონი მომხმარებელს უფლებას აძლევდა, დროის რაღაც მონაკვეთში სავალუტო ჯიხურისთვის თანხა დაებრუნებინა. დაახლოებით ამგვარი ნორმის კვლავ შემოტანაზე ვფიქრობთ,"- აღნიშნა კიკორიამ.

 

 

bpn.ge

 

 

 

 

 

 



„კომერსანტის“ 29 იანვრის TOP 10 თემა

„კომერსანტის“ 29 იანვრის TOP 10 თემა
access_time2020-01-29 21:30:43
„კომერსანტის“ 29 იანვრის TOP 10 თემა 1.2 თვე 520-ე დადგენილების ამოქმედებიდან - დეპუტატები ჯანდაცვის მინისტრს კომიტეტის სხდომაზე იბარებენ 2.„ენერგეტიკის სექტორის განვითარების ორი ძირითადი პრობლემაა - ინვესტორის მოძიება და მოსახლეობის...

საქართველოში, შესაძლოა, 19 კილოგრამამდე მარიხუანას მოყვანისთვის პატიმრობა გაუქმდეს

საქართველოში, შესაძლოა, 19 კილოგრამამდე მარიხუანას მოყვანისთვის პატიმრობა გაუქმდეს
access_time2020-01-29 19:30:04
შესაძლოა, საქართველოში 19 კილომდე მარიხუანას დათესვა/მოყვანა ნებადართული გახდეს.საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე შესულია პოლიტიკური მოძრაობა “გირჩის” სარჩელი, რომელიც კანაფის კულტივირებისთვის პატიმრობის გაუქმებას ითხოვს.საკონსტიტუციო სასამართლოში „გირჩის“ წევრებმა სარჩელი ბრალდებულ ავთანდილ მეტრეველის სახელით შეიტანეს. ლევან მეტრეველს მარიხუანას  კულტივირებისთვის სასჯელად ციხე ემუქრება. “გირჩი” მიიჩნევს, რომ სასჯელის ეს ზომა...

თბილისში მეორადი საბურავებით ვაჭრობა აიკრძალება

თბილისში მეორადი საბურავებით ვაჭრობა აიკრძალება
access_time2020-01-29 16:25:47
თბილისში აალებადი ნივთიერებებით და მეორადი საბურავებით ვაჭრობა აიკრძალება. აღნიშნულის შესახებ თბილისის მერიამ კანონპროექტი მოამზადა.როგორც დედაქალაქის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, უახლოეს დღეებში საკრებულო იმსჯელებს კონკრეტულ ადგილებზე, რასაც აკრძალვა შეეხება. „კანონპროექტი მომზადებული და მიღებულია. ის ითვალისწინებს, რომ საკრებულომ წესი დაადგინოს და განსაზღვროს ადგილები, სად არის დასაშვები რეალიზაცია და სად არ არის დასაშვები. ეს წესიც მომზადების...

სააგენტო Fitch-მა გამოთვალა კორონავირუსის სავარაუდო გავლენა აზიის ქვეყნების ეკონომიკებზე

სააგენტო Fitch-მა გამოთვალა კორონავირუსის სავარაუდო გავლენა აზიის ქვეყნების ეკონომიკებზე
access_time2020-01-29 20:30:47
სააგენტო Fitch-მა გამოთვალა კორონავირუსის სავარაუდო გავლენა აზიის ქვეყნების ეკონომიკებზე. ვირუსი მოახდენს ნეგატიურ გავლენას კორპორაციებზე, რომელთა საქმიანობა ასე თუ ისე დაკავშირებულია ტურიზმთან - ნათქვამია Fitch-ის დასკვნაში. თუ ინფექციის გავრცელება გაიზრდება, ყველა საგრძნობლად დაზარალდება.მათ შორის, ტაილანდი, ვიეტნამი, და სინგაპური, რომლებიც ტურიზმისგან სოლიდურ შემოსავალს იღებენ.ასევე დაზარალდებიან ჰონკონგი და მაკაო. აზიურ ქვეყნებს, რომლებსაც...

კობა გვენეტაძე: „ხმები მიკროსაფინანსო სექტორის გარდაცვალებაზე გადაჭარბებულია“

კობა გვენეტაძე: „ხმები მიკროსაფინანსო სექტორის გარდაცვალებაზე გადაჭარბებულია“
access_time2020-01-29 17:30:26
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ფიქრობს, რომ „ხმები მიკროსაფინანსო სექტორის გარდაცვალებაზე გადაჭარბებულია.როგორც კობა გვენეტაძემ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რაოდენობის შემცირებასა და გასულ წელს მიკროსაფინანსო სექტორის წამგებიან ოპერირებასთან დაკავშირებით განაცხადა, მიკროსაფინანსო სექტორმა უნდა გაიაროს იგივე გზა, რაც გაიარა საბანკო სექტორმა 90-იან წლებში. როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი განმარტავს, მიკროსაფინანსო სექტორი არაჯანსაღად იზრდებოდა და საჭირო იყო შესაბამისი...


მსგავსი სიახლეები

up