2022 წელს ევროკავშირში თავშესაფარი საქართველოს 25 935 მოქალაქემ ითხოვა - ამის შესახებ ინფორმაციას Eurostat - ის მიერ გამოქვეყნებულ ცხრილში ვკითხულობთ. პირველადი მონაცემებით საქართველოს 8905 - მა მოქალაქემ თავშესაფრის მოთხოვნის განაცხადით საფრანგეთს , 7964 - მა გერმანიას, 3240 - მა იტალიას, 2705 -მა ირლანდიას , 840-მა ბელგიას მიმართა.
ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მოთხოვნის სტატისტიკით საქართველო მსოფლიოს ათეულშია და მეზობელი ქვეყნებიდან სომხეთს, აზერბაიჯანს და რუსეთს უსწრებს.
თავშესაფრის მოთხოვნის განაცხადით ევროკავშირს მიმართა სომხეთის 4470-მა, აზერბაიჯანის 2430-მა და რუსეთის 15 105 მოქალაქემ.
2022 წელს ევროკავშირში თავშესაფარზე პირველადი განაცხადები წლიურად 64%-ით გაიზარდა და 881 200 შეადგინა. 2021 წელს ევროკავშირს თავშესაფრის მოთხოვნით 537 400-მა ადამიანმა მიმართა.