„შარშან ჯავშნების 90% რუს ტურისტებზე მოდიოდა, წელს ჯერ არავინ დაგვკავშირებია“ - რა პრობლემებით ხვდება ზამთრის ტურისტულ სეზონს გუდაური

„შარშან ჯავშნების 90% რუს ტურისტებზე მოდიოდა, წელს ჯერ არავინ დაგვკავშირებია“ - რა პრობლემებით ხვდება ზამთრის ტურისტულ სეზონს გუდაური

access_time2019-11-06 19:00:22

ზამთრის სეზონის მოახლოებასთან ერთად, სამთო კურორტების მიმართ ინტერესი სულ უფრო იზრდება.გუდაურში დასვენების მსურველი როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ტურისტები სასტუმროების დაჯავშნას უკვე იწყებენ. თუმცა როგორც ადგილობრივ სასტუმროების მეპატრონეები ვარაუდობენ, წელს ვიზიტორების რაოდენობა შეიძლება, შარშანდელთან შედარებით ნაკლები იყოს, განსაკუთრებით კი რუსი ტურისტების რაოდენობა შემცირდება.


„ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას გუდაურის სასტუმროებში აღნიშნავენ, რომ თუ შარშან ჯავშნების 90% რუს ტურისტებზე მოდიოდა, წელს, რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აკრძალვის გამო, რუსეთიდან ჯერ კიდევ არც ერთი ჯავშანი არ გაკეთებულა. თუმცა, ადგილობრივი ბიზნესი იმედოვნებს, რომ სეზონი წინ არის და რუსი ტურისტები საქართველოს შემოვლითი გზებით მაინც ეწვევიან.


რაც შეეხება პრობლემებს, რომელიც გუდაურშია, სასტუმროების წარმომადგენლები ამბობენ, რომ შიდა გზები, ტროტუარები, საყოფაცხოვრებო ნარჩენები და ტრანსპორტი კვლავ კურორტის მოუგვარებელ პრობლემად რჩება.


სასტუმრო „თრუსოს“ ხელმძღვანელი ლევან კარიჭაშვილი - „ტრადიციულად, ალბათ, 15 დეკემბერს გაიხსნება სეზონი და იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი კარგად წარიმართება, თუ რამემ ხელი არ შეგვიშალა. წელს სავარაუდოდ, რუსი ტურისტების ნაკლებობა იქნება. მაგალითად, შარშან ჯავშნების 90% რუს ტურისტებზე მოდიოდა, წელს ჯერ კიდევ არ დაგვკავშირებიან. თუმცა, ისინიც ცდილობენ, რომ ფრენების არარსებობის გამო, სხვადასხვა გზებით მოხვდნენ საქართველოში. იმედი გავქვს, რომ მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ჩამოვლენ.


რაც შეეხება პრობლემებს, რაც გასულ წელს იყო, იგივე რჩება. მხედველობაში მაქვს, შიდა გზები, რომელიც ისევ მოუწესრიგებელია, ნაგვის პრობლემა ისევ არის, ტრანპორტი კი, იყო, არის და ალბათ, სულ იქნება გუდაურის პრობლემა... არ ვიცი, ეს როგორ უნდა მოწესრიგდეს“.


გუდაურის ნომერ პირველ პრობლემად ტროტუარების არასეობობას ასახელებს სასტუმრო Quadrum-ის ხელმძღვანელი ირაკლი ერისთვი. მისი თქმით, ტურისტები ხშირად ჩივიან, რომ ფეხით გადაადგილება უნდათ. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ საავტომობილო გზაზე სიარული საფრთხის შემცველია, თავს იკავებენ, ან ტაქსს  იყენებენ.



„გასულ წლებში, რუსი ტურისტები ჩვენი სასტუმროს ვიზიტორების დაახლოებით, 25%-ს შეადგენდნენ. ამიტომ, ვფიქრობ, ფრენების აკრძალვა ჩვენზე ნაკლებად აისახება, თუმცა რა თქმა უნდა, მაინც იმოქმედებს. წელს დაჯავშნა უკვე დაწყებულია, მეტიც, ახალ წელს ადგილები თითქმის აღარ გვაქვს ხოლმე. გვეყოლება თუ არა რუსი ტურისტები, არ ვიცი. ზოგადად, ზაფხულში ძირითადად, არაბები, ინდოელები და ებრაელები ჩამოდიოდნენ, ზამთარში კი რუსები. წელს ვნახოთ, რა იქნება.


რაც შეეხება ყველაზე დიდი პრობლემას, ეს არის საფეხმავლო ბილიკები, რომელიც არ არსებობს. ტურისტები სულ ამას ჩივიან, რომ ფეხით გადაადგილება უნდათ და საავტომობილო გზაზე ხომ არ ვივლითო. უწევთ ტაქსების გამოძახება, რაც გუდაურში ძალიან ძვირი მომსახურებაა“
,- აცხადებს ირაკლი ერისთავი.


ჯავშნების ნაკლებობაზე საუბრობენ სასტუმრო „ედელვაისში“. როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ სასტუმროს ადმინისტრაციაში განუცხადეს, გასულ წელს სტუმრების 90% რუს ტურისტები იყვნენ, წელს კი ჯერ არცერთი ჯავშანი არ ყოფილა.


„ჩვენი ჯავშნების 90% უცხოელ ტურისტებზე მოდიოდა, აქედან აბსოლუტური უმრავლესობა კი რუსები იყვნენ. წელს გაყიდვები დაწყებულია, თუმა ჯერ არცერთი ჯავშანი არ გვაქვს“,- აღნიშნავენ სასტუმროში.


bpn.ge




თბილისის შუაგულში არსებულ ყველა ბიზნეს ცენტრზე დაბალი ფასები გვაქვს-„ქარვასლას“ გენერალური დირექტორი

თბილისის შუაგულში არსებულ ყველა ბიზნეს ცენტრზე დაბალი ფასები გვაქვს-„ქარვასლას“ გენერალური დირექტორი
access_time2020-07-03 16:30:44
„კომერსანტი“ გთავაზობთ ინტერვიუს სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ “ქარვასლა’’-ს გენერალურ დირექტორ ზურაბ შავლაყაძესთან -რა კვადრატულობის საოფისე ფართების ქირავნობა არის შესაძლებელი სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ “ქარვასლა’’-ში? -“ქარვასლა’’-ში მეორე...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-03 21:30:18
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.თუ ღვინო ყურძნისგან გაკეთდება და ხარისხის პრობლემა მოგვარდება, რთველის სუბსიდირება საჭირო აღარ იქნება - ირაკლი იაშვილი კომპანია „ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და ღვინის მწარმოებელი კომპანია „ვაზიანის“...

„დაჩეხილი კოდექსი“: რა აზრი აქვს ახალ კანონს, თუ შრომის ინსპექცია სუსტი დარჩება?

„დაჩეხილი კოდექსი“: რა აზრი აქვს ახალ კანონს, თუ შრომის ინსპექცია სუსტი დარჩება?
access_time2020-07-03 18:00:58
იმედი, რომ ახალი „შრომის კოდექსი“, რომელზეც ახლა პარლამენტში მსჯელობენ, არსებულზე გაცილებით სრულყოფილი და ევროპულ სტანდარდარტებთან მიახლოებული იქნებოდა, ნელ-ნელა უქრებათ მშრომელთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს.კომიტეტებში კანონპროექტის განხილვისას გამოჩნდა, რომ უმრავლესობაში არსებობს წინააღმდეგობა კანონში არაერთი ჩანაწერის მიმართ.კანონპროექტის თავდაპირველი ვერსია უკვე საგრძნობლად შეცვლილი და როგორც სამოქალაქო სექტორი ამბობს, „დაჩეხილია“. თუმცა მთავარი...

მობილური ბაზრის კვლევა : ევროპასთან შედარებით ჩვენთან ტარიფები ორჯერ უფრო დაბალია-„გრანთ თორნთონი“

მობილური ბაზრის კვლევა : ევროპასთან შედარებით ჩვენთან ტარიფები ორჯერ უფრო დაბალია-„გრანთ თორნთონი“
access_time2020-07-03 13:50:14
გადაცემაში „ჩემი აუდიტორი“ გრანთ თორნთონ საქართველოს ბიზნეს საკონსულტაციო მიმართულების ხელმძღვანელმა გიორგი უსანეთაშვილმა საქართველოს მობილური ბაზრის კვლევის შედეგებზე ისაუბრა. ჩვენ შევაფასეთ მობილური ბაზრის მთავარი ინდიკატორები : აბონენტთა რაოდენობა ,შეღწევადობა, რაც გულისხმობს, აქტიური სიმბარათების ჯამურ რაოდენობას, შეფარდებული მოსახლეობასთან,ასევე საშუალო შემოსავალი ერთ აბონენტზე. აბონენტთა რაოდენობით, საქართველო ევროპაში 26-ე ადგილზეა. 2019 წლის...

სამტრედია-გრიგოლეთის გზა სურამის ციხესავით ვერ აშენდა

სამტრედია-გრიგოლეთის გზა სურამის ციხესავით ვერ აშენდა
access_time2020-07-03 16:00:19
სამტრედია-გრიგოლეთის გზის მონაკვეთის საერთო სიგრძე 51.5 კმ-ია, პროექტი 4 ლოტად ხორციელდება და დაფინასების წყარო ევროპის საინვესტიციო ბანკია (EIB). აღნიშნული გზის მშენებლობა 2014 წელს დაიწყო. უნდა აღინიშნოს, რომ სამტრედია-გრიგოლეთის გზის ოთხივე მონაკვეთის მშენებლობა შეფერხებით მიმდინარეობდა. განსაკუთრებით პრობლემური გზის მეორე მონაკვეთი აღმოჩდა, სადაც პროექტის დასრულების შემდეგ გზაზე ჯდენები წარმოიშვა, რამაც გზის საფარის მოწყობა შეაფერხა და შესაბამისად,...


მსგავსი სიახლეები

up