Sharp–ს ტაივანური კომპანია Foxconn–ი ყიდულობს

Sharp–ს ტაივანური კომპანია Foxconn–ი ყიდულობს

person access_time2016-02-25 13:00:56

ელექტრონიკის იაპონური მწარმოებლის  Sharp–ის დირექტორთა საბჭომ მოიწონა კომპანიის Foxconn Technology Group–ისთვის მიყიდვის გეგმა. გარიგების ღირებულებად 700 მილიარდი იენა (6,24 მილიარდი დოლარი) სახელდება.

 

თუ გარიგება შედგა, ის იქნება ერთერთი უმსხვილესი გარიგება და იშვიათი შემთხვევა, როდესაც იაპონურ კომპანიას უცხოელი მოთამაშე ყიდულობს.

 

Foxconn–ის წინა შეთავაზება უფრო დაბალი, 659 მილიარდი იენა იყო, თუმცა ფასის აწევის შემდეგ შეძლო კონკურენტის უკან ჩამოტოვება – Sharp–ის შეძენა ასევე სურდა სახელმწიფო კორპორაციას Network Corp. of Japan (INCJ).


თავდაპირველად INCJ–ის განაცხადი უფრო პერსპექტიულად გამოიყურებოდა, რადგან ითვალისწინებდა Sharp–ის ბიზნესის შენარჩუნებას ინვესტორების ხელში, თუმცა INCJ მზად იყო, გარიგებაში მხოლოდ 300 მილიარდი იენა გადაეხადა.


 

Foxconn–ი Apple–ის სმარტფონებსა და სხვა პროდუქციას აწყობს, Sharp–ის შეძენის ხარჯზე კი სურს გადაიქცეს სმარტფონების მაღალი ხარისხის ეკრანების უმსხვილეს მიმწოდებლად და კონკურენცია გაუწიოს  Samsung–ს.


Sharp არის iPhone–ების ეკრანების სამი მიმწოდებლიდან ერთერთი. Apple–ს არ სურს მთლიანად იყოს დამოკიდებული ამ სფეროს ლიდერის, კორეული Samsung–ის მიერ წარმოებული თანამედროვე ეკრანების მიწოდებაზე. 

 

Sharp–ის მარკა 100 წელზე მეტი ხნისაა, თუმცა ბოლო პერიოდში კომპანია წაგებაზე გადის. 

 

მობილური ტელეფონების ეკრანების ბაზარზე მისი წილი დაახლოებით 10%–ია, 34,7% კი Samsung–ს ეკუთვნის.



რატომ ღირს საკმეველი და მირონი ასე ძვირი

რატომ ღირს საკმეველი და მირონი ასე ძვირი
access_time2021-12-04 11:00:24
საკმეველი და მირონი მთელ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძვირად ღირებული და ძვირფასი ნედლეულია. მხოლოდ რომის კათოლიკური ეკლესია წელიწადში დაახლოებით 50 ტონა საკმეველს იყენებს. საკმევლის...

ჩინეთი და რუსეთი ამერიკას კოსმოსში ებრძვიან

ჩინეთი და რუსეთი ამერიკას კოსმოსში ებრძვიან
access_time2021-12-04 15:00:08
როდესაც რუსეთი რაკეტის დარტყმით ანადგურებს კოსმოსში განლაგებულ თანამგზავრს, ან ჩინეთი ახალ ზებგერით რაკეტას ცდის, შეიარაღებათა რბოლა, რომელიც მიმდინარეობს დედამიწის ორბიტაზე, მას-მედიაში ახალი ამბების თემა ხდება, თუმცა, ამ აშკარა ფაქტების და ფართო საზოგადოების ყურადღების მიღმა, აშშ და მისი მოწინააღმდეგეები ერთმანეთს კოსმოსში ყოველდღიურად ებრძვიან. სანამ ვაშინგტონის ოფიციალური პირები და ექსპერტები გაზრდილ საფრთხეებზე საუბრობენ, მოწინააღმდეგეები ამერიკულ თანამგზავრებს თითქმის ყოველდღე...

რა გეკუთვნით სახელმწიფოსგან, როგორც ორსულს

რა გეკუთვნით სახელმწიფოსგან, როგორც ორსულს
access_time2021-12-04 12:00:27
...

Brexit-ის შედეგები გაერთიანებულ სამეფოში

Brexit-ის შედეგები გაერთიანებულ სამეფოში
access_time2021-12-04 17:00:24
...

რა გვიჯდება ბიუროკრატიის შენახვა

რა გვიჯდება ბიუროკრატიის შენახვა
access_time2021-12-04 16:00:11
...


მსგავსი სიახლეები

up