ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ხვდება. შარლ მიშელი ორბელიანების სასახლეში ცოტა ხნის წინ მივიდა. შეხვედრის შემდეგ ისინი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
დღესვე შარლ მიშელისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის პირისპირ შეხვედრა გაიმართება.
ამასთან, ვიზიტის ფარგლებში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალკვაძესა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს პარლამენტში შეხვდება. დღის ბოლოს სალომე ზურაბიშვილის სახელით ბატონ შარლ მიშელის პატივსაცემად სადილი გაიმართება.
შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტს - „საქართველოს წინსვლის გზა“ პარტიებმა ხელი ოფიციალურად 19 აპრილს მოაწერეს.
imedinews.ge