ჩვენ ბელარუსი ხალხის გვერდით ვართ, რომელიც დემოკრატიის, გამოხატვის თავისუფლებისა და მედიის თავისუფლებისთვის იბრძვის, - განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.
„მინდა, სამ მკაფიო მესიჯს ხაზი გავუსვა. პირველი მესიჯი რომან პროტასევიჩსა და ყველა პოლიტპატიმარს ეხება. ევროკავშირი მანამ არ მოისვენებს, სანამ თქვენ არ გაგათავისუფლებენ. მეორე მესიჯი ალექსანდრე ლუკაშენკოს ეხება. რომან პროტასევიჩი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. ალექსანდრე ლუკაშენკო პასუხისმგებელია მის ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. მესამე მესიჯი კი ბელარუს ხალხს ეხება. ჩვენ ბელარუსი ხალხის გვერდით ვართ, რომელიც დემოკრატიის, გამოხატვის თავისუფლებისა და მედიის თავისუფლებისთვის იბრძვის“, - აღნიშნა შარლ მიშელმა.
23 მაისს Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენიდან ვილნიუსში რეისს ასრულებდა, ბორტზე ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინების გამო მინსკში დაეშვა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს ინფორმაცია არ დადასტურდა. ამასთან, რეისის ერთ-ერთი მგზავრი, ოპოზიციურად განწყობილი ბელარუსი ჟურნალისტი, რომან პროტასევიჩი დააკავეს.
25 მაისს ევროკავშირის სამიტმა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო.
imedinews.ge