შარლ მიშელი - დღეს ღამით მე ბრიუსელში ვარ, თუმცა ჩემი გული არის საქართველოში

შარლ მიშელი - დღეს ღამით მე ბრიუსელში ვარ, თუმცა ჩემი გული არის საქართველოში

access_time2021-04-19 22:53:26

დღეს ღამით მე ბრიუსელში ვარ, თუმცა ჩემი გული დღეს არის საქართველოში. ჩემი საქართველოში ჩამოსვლიდან 6 კვირის შემდეგ პოლიტიკური კრიზისი დასრულებულია, - ასე მიმართ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ორბელიანების სასახლეში შეკრებილ პოლიტიკური პარტიების წევრებსა და ლიდერებს.

მან ყველა მხარეს, ვინც შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერა, მადლობა გადაუხადა არსებული განსხვავებების გვერდზე გადადებისა და ქვეყნის ინტერესების წინ დაყენებისთვის.

„6 კვირის წინ მე შევხვდი ყველა თქვენგანს საქართველოში, თბილისში და თქვენ გახსოვთ, მე გითხარით, რომ ჩვენ დავიწყეთ პოლიტიკური დიალოგი, რათა გამოვიდეთ პოლიტიკური ჩიხიდან. ჩვენ შევხვდით პრეზიდენტის სასახლეში, სადაც თქვენ დღეს ხვდებით ერთმანეთს. პრეზიდენტის ინსტიტუტი არის სიმბოლო საქართველოს ერთიანობის. მე დავდე მაგიდაზე 5 არსებითი საკითხი, რომელთა ირგვლივ საჭირო იყო შეთანხმება, იმ გამოწვევების დასაძლევად, რომელიც არის ქვეყანაში და მე დაგპირდით, რომ ჩართული დავრჩებოდი ამ პროცესში და დავნიშნე ჩემი პირადი წარმომადგენელი ბატონი დანიელსონი, ვინც საქართველოში იმყოფებოდა ორჯერ და ჩაატარა ბევრი შეხვედრა ყველა თქვენგანთან. მე ვთხოვე ჩემს დიპლომატიურ ჯგუფს, რომ პროცესისთვის მხარდაჭერა ძალიან აქტიურად გაეწიათ და 6 კვირის შემდეგ პოლიტიკური კრიზისი დასრულებულია! მინდა მადლობა გადავუხადო ყველა თქვენგანს თქვენი პასუხისმგებლობისთვის და გამბედაობისთვის, რომ გადაგედოთ თქვენი განსხვავებები გვერდით საქართველოს ინტერესებისთვის. მე მინდა მადლობა გადავუხადო დიპლომატიურ გუნდს, რომელიც დაუღალავად მუშაობდა თქვენთან ერთად, ბატონ დანიელსონსაც, მათ შორის, ბატონ კარლ ჰარცელსა და კელი დეგნანს, ჩვენ ვაფასებთ თქვენ მიერ გაწეულ ძალისხმევას,“- განაცხადა შარლ მიშელმა.



IPN.GE






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up