შაორის ტბის განვითარებით არაბი ინვესტორები დაინტერესდნენ

შაორის ტბის განვითარებით არაბი ინვესტორები დაინტერესდნენ

person access_time2016-05-11 09:30:18

შაორის ტბის განვითარებისთვის ინვესტორების დაინტერესება მაღალია. როგორც რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის გუბერნატორი პაპუნა მარგველიძე რადიო „კომერსანტთან" აცხადებს, „საპატრნიორო ფონდმა" აუდიტორულ კომპანია BDO-სთან ერთად რაჭის ტურისტულ პოტენციალზე მუშაობა დაასრულა და დოკუმენტში აღწერილია განვითარების გეგმა, საუბარია შაორის, უწერის და შოვის განვითარებაზე. შესაბამისად მისივე ინფორმაციით, წელს შაორის ტბის მიმდებარედ იწყება ახალი 26 ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა, რომელიც პირველი სასტუმრო იქნება ტბასთან. მისივე თქმით, ზოგადად შაორის მიმართ ინტერესი დიდია როგორც ადგილობრივი ისე უცხოელი ინვესტორების მხრიდან და მათ შორის არიან არაბები. „ინტერესი რეალურია და მოლაპარაკებების პროცესიც დაწყებულია. ამიტომ ტერიტორიის ასათვისებლად კონკურსის გამოცხადება იგეგმება და საუკეთესო პროექტის შერჩევაც მოხდება," – აცხადებს მარგველიძე.  ამას გარდა, პაპუნა მარგველიძე ამბობს, რომ წელსვე ლენტეხში 12–ნომრიანი სასტუმრო „სვანეთის" მშენებლობა დაიწყება, რომელიც ასევე მიმდინარე წელს  დასრულდება.


შაორის ტბის განვითარების პროექტი ჯერ კიდევ 2008 წელს შემუშავდა. პროექტი კურორტის შექმნას ითვალისწინებდა 3 სათხილამურო ფერდობითა და გასართობი ატრაქციონებით.


შაორის ტბა - უდიდესი წყალსაცავი რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარეში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში.




თამბაქოს ტრანსფორმირება რეგულირებულ გარემოში

თამბაქოს ტრანსფორმირება რეგულირებულ გარემოში
access_time2019-07-20 18:00:04
ყოველდღიურად მთელი მსოფლიოს მასშტაბით 150 მილიონი მომხმარებელი ირჩევს British American Tobacco (BAT)-ის პროდუქციას, მაგრამ პოტენციურად შემცირებული რისკის მატარებელ (PRRP) პროდუქტებზე – მაგალითად, ელექტრონულ სიგარეტზე, თამბაქოს გაცხელების პროდუქტებზე ან საღეჭ თამბაქოზე - ხელი ყველა მათგანს არ მიუწვდება. ეს ასეა იმის მიუხედავად, რომ BAT-ის მთავარი აქცენტი დღეს სწორედ ამ მიმართულების განვითარებაა. მომხმარებლები საქართველოდან ამ მხრივ გამონაკლისს არ წარმოადგენენ, თუმცა მათთვის PRRP...

Haqqin.az: საქართველოში რუსი ტურისტების კლების მიუხედავად, აზერბაიჯანში მათი რაოდენობა არ გაიზრდება

Haqqin.az: საქართველოში რუსი ტურისტების კლების მიუხედავად, აზერბაიჯანში მათი რაოდენობა არ გაიზრდება
access_time2019-07-20 20:00:57
  მას შემდეგ, რაც საქართველოსა და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლა შეწყდა, რამაც საქართველოში გამოიწვია რუსი ტურისტების შემცირება ტურისტული ნაკადის მისაღებად ბრძოლა დაიწყეს აზერბაიჯანმა, სომხეთმა, თურქეთმა და სეპარატისტულმა აფხაზეთმა.   თუმცა, აზერბაიჯანელი ექსპერტების აზრით, სავარაუდოდ, მაღალი ფასების და ცუდი სერვისის გამო, რუსი ტურისტების რაოდენობის მკვეთი ზდა აზერბაიჯანში მოსალოდნელი არაა. უკეთეს შემთხვევაში, ქვეყანა მიიღებს საქართველოში დასვენების...

2030 წელს გაზზე მოთხოვნა გაორმაგდება - რატომ სჭირდება საქართველოს მიწისქვეშა გაზსაცავი?

2030 წელს გაზზე მოთხოვნა გაორმაგდება - რატომ სჭირდება საქართველოს მიწისქვეშა გაზსაცავი?
access_time2019-07-20 16:00:59
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ მიწისქვეშა გაზსაცავის სკოპინგის ანგარიში წარმოადგინა, რომელიც გარემოზე ზემოქმედების შეფასების მომზადების პირველი ეტაპის პროცედურაა.   აღნიშნული ანგარიშის მიხედვით, საქართველო სხვადასხვა ენერგორესურსების სატრანზიტო დერეფანს წარმოადგენს, შესაბამისად, ევროპისთვის საქართველო ნავთობითა და გაზით მომარაგების კუთხით უმნიშვნელოვანეს პარტნორად მოიაზრება.   არსებული მდგომარებით, საქართველოში ბუნებრივი აირით მომარაგება...

მედია სამართალსა და საზოგადოებრივ ინტერესს შორის

მედია სამართალსა და საზოგადოებრივ ინტერესს შორის
access_time2019-07-20 14:00:53
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებამ რუსთავი 2-ის შესახებ ქართული მედია-სივრცე დიდი გამოწვევების წინაშე დააყენა. ტელეკომპანია, რომლის სარედაქციო პოლიტიკის...

„ბიბისი“ - 10 მიზეზი, რატომ ვერ შედგა ბრექსიტი

„ბიბისი“ - 10 მიზეზი, რატომ ვერ შედგა ბრექსიტი
access_time2019-07-20 12:00:47
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი იძულებული გახდა, გადამდგარიყო. ქვეყნის პარლამენტმა შეთანხმებას ვერ მიაღწია. კონსერვატიული და მშრომელთა პარტიები ორივე...


მსგავსი სიახლეები

up